LIFE

როდის და რატომ კარგავს ქალი მამაკაცის მიმართ პატივისცემას? – 9 ფსიქოლოგიური მიზეზი

როდის და რატომ კარგავს ქალი მამაკაცის მიმართ პატივისცემას? – 9 ფსიქოლოგიური მიზეზი

1. როცა მამაკაცს თავისივე მეგობრები პატივს არ სცემენ - როცა მამაკაცი იქცევა ისე, როგორც მის მეგობრებს სურთ, როცა მეგობრების სურვილების, ქმედებების მიხედვით დგამს ყველა ნაბიჯს და მათ უსიტყვოდ ემორჩილება, არაფერია ამაზე უფრო ნაკლებად მომხიბვლელი ქალისთვის. ქალს სურს გვერდით ჰყავდეს ძლიერი ხასიათის მქონე მამაკაცი, რომლის სიტყვასაც სხვებისთვის ძალა და ფასი აქვს. ქალებს არ მოსწონთ სუსტი ბიჭები.

როდის და რატომ კარგავს ქალი მამაკაცის მიმართ პატივისცემას? – 9 ფსიქოლოგიური მიზეზი

2. როცა მამაკაცი ზარმაცია - ქალისთვის აუტანელია ისეთი მამაკაცის გვერდით ცხოვრება, რომელსაც სხვადასხვა თამაშისა და გართობის გარდა ყველაფერი ეზარება. მხოლოდ გართობა და ჭამა ანაღველებს. მთელი დრო ვიდეოთამაშებითაა დაკავებული. ქალები ასეთ მამაკაცს პატივს არ სცემენ. მათ გვერდით სურთ მოტივირებული და შრომისმოყვარე კაცი, რომელსაც ცხოვრებაში კონკრეტული მიზანი აქვს და ამ მიზნის მიღწევისკენ ისწრაფვის.

როდის და რატომ კარგავს ქალი მამაკაცის მიმართ პატივისცემას? – 9 ფსიქოლოგიური მიზეზი

3. როცა მამაკაცი თავის პოტენციალს არ აჩვენებს - ძალიან რთულია იყო ისეთი პარტიორის გვერდით, რომელიც თავისი შესაძლებლობების საშუალო დონესაც კი არ აჩვენებს და მუდამ სხვაზეა დამოკიდებული. გადაწყვეტილებების მიღების დროსაც ამ ხასიათს ავლენს, ყოველივეს გამო ყველა მიმართულებით წარუმატებელია.

როდის და რატომ კარგავს ქალი მამაკაცის მიმართ პატივისცემას? – 9 ფსიქოლოგიური მიზეზი

4. როცა მამაკაცი ძალიან ეჭვიანია - მცირე დოზით ეჭვიანობა სასიამოვნოც კია ქალისთვის, მაგრამ როცა ეჭვიანობა პათოლოგიაში გადადის, ეს აუტანელია. ასეთ დროს ქალი საკუთარ თავს უსვამს კითხვას, რატომ ეჭვიანობს მისი საყვარელი მამაკაცი. თუ ის არ გენდობათ, ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ არც თვითონაა სანდო. ძალიან რთულია პატივისცემით მოექცე ადამიანს, რომელიც საერთოდ არ გენდობა.

როდის და რატომ კარგავს ქალი მამაკაცის მიმართ პატივისცემას? – 9 ფსიქოლოგიური მიზეზი

5. როცა მუდმივად ცუდ განწყობაზეა, მუდმივად დეპრესიაში და თქვენზეც შესაბამისად მოქმედებს, გარშემო მხოლოდ ცუდს ხედავს - თუ ერთად ბედნიერები არ ხართ, უნდა იმუშაოთ ამის გამოსასწორებლად. მიმართეთ თერაპევტს, მაგრამ თუ არაფერი გშველით და ის მაინც დეპრესიაშია, პრობლემა მასშია.

როდის და რატომ კარგავს ქალი მამაკაცის მიმართ პატივისცემას? – 9 ფსიქოლოგიური მიზეზი

6. როცა ის თავად არ გცემთ პატივს - შუძლებელია, პატივისცემით მოექცეს ქალი მამაკაცს, თუ თავად არ ექცევა პატივისცემით საყვარელ ქალს. თუ არ შეუძლია მოგისმინოთ, თქვენი ტკივილის შესახებ გაიგოს, დაგეხმაროთ და მხარში ამოგიდგეთ, თუ პატივს არ სცემს თქვენს სურვილებს, თუ უხეშად გესაუბრებათ, შეუძლებელია ასეთი მამაკაცის მიმართ პატივისცემით იყოთ განწყობილი.

როდის და რატომ კარგავს ქალი მამაკაცის მიმართ პატივისცემას? – 9 ფსიქოლოგიური მიზეზი

7. როცა ის ცდილობს თქვენი უფროსი იყოს და სურს, რომ მისი გადაწყვეტილებების მიხედვით იმოქმედოს - თუ მის გვერდით საკუთარი სურვილისამებრ ნაბიჯის გადადგმაც არ შეგიძლიათ, თუ მის გარეშე მეგობართანაც კი ვერ წახვალთ, ბუნებრივია, რომ თქვენს პატივისცემას ვერ დაიმსახურებს. ქალისთვის აუტანელია, როცა მამაკაცი ცდილობს მასზე გავლენა მოახდინოს, ცდილობს გააკონტროლოს და ისე მოექცეს, როგორც ბოსი.

როდის და რატომ კარგავს ქალი მამაკაცის მიმართ პატივისცემას? – 9 ფსიქოლოგიური მიზეზი

8. როცა მას არ სურს პირევლი ნაბიჯის გადადგმა - გსურთ ქალის პატივისცემა მოიპოვოთ? - მაშინ ნუ მორცხვობთ, გადადგით პირველი ნაბიჯი. უთხარით თქვენი გრძნობების შესახებ.

როდის და რატომ კარგავს ქალი მამაკაცის მიმართ პატივისცემას? – 9 ფსიქოლოგიური მიზეზი

9. როცა თქვენს მოხიბვლას ზედმეტად ცდილობს - ქალისთვის რთულია პატივი სცეს ისეთ მამაკაცს, რომელიც ძალიან ცდილობს მის მოხიბვლას. მსგავსი ქცევა უფრო სასაცილოა, ვიდრე პატივსაცემი.