ყველას სურს იყოს წარმატებული, მაგრამ ბევრს არ შეუძლია სურვილი რეალობად აქციოს. ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს, მილიარდერები გახდნენ, არიან გამორჩეულები და მათი ყოველდღიურობა არ ჰგავს დანარჩენებისას. ისინი ყოველ დღე თავიანთი მიზნისკენ დგამდნენ ქმედით ნაბიჯებს და არასოდეს დანებებულან. გახდე მილიარდერი - ეს არ არის მარტივი გზა.
გთავაზობთ ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელ თვისებებს, რომლებიც ვფიქრობთ, ნებისმიერ ადამიანს დაეხმარება, გახდეს უფრო წარმატებული.
1. ისინი არ არიან მფლანგველები - თუ მათ ცხოვრებას შეხედავთ, აღმოაჩნეთ, რომ ეს ადამიანები არ დადიან ძალიან ძვირადღირებული სპორტული მანქანებით, არც ძვირადღირებულ სამოსს იცვამენ. მაგ: შეხედეთ მარკ ცუკერბერგს - ადამიანი, რომელსაც დაახლოებით 50 მილიარდი დოლარი აქვს,„ვოლკსვაგენ ჯეტათი“ გადაადგილდება.
2. ისინი ცხოვრების ბოლომდე რაღაც ახალს სწავლობენ - ადამიანები, რომლებმაც თავისით მიაღწიეს წარმატებას, არასოდეს წყვეტენ სწავლას. ყოველ დღე ეცნობიან ეკონომიკური საკითხების შესახებ ახალ ამბებს. დროთა განმავლობაში ძალიან ბევრრი რამ იცვლება, მეცნიერება წინ მიიწევს, ამიტომ, ჩვენს ცოდნას მუდმივად ესაჭიროება განახლება, სწორედ ასე იქცევიან ყველაზე მდიდარი ადამიანები, მუდმივად ცდილობენ გააახლონ ცოდნა. ამავდროულად, სწავლობენ რაღაც ახალს. ახლის შეცნობისკენ მიილტვიან.
3. ისინი ვარჯიშობენ - ბიზნესმენი რიჩარდ ბრენსონი ამბობს, რომ რეგულარული ფიზიკური აქტივობა ადამიანს აძლევს საშუალებას ყოველ დღე დამატებით 4 საათი იყოს პროდუქტიული და შრომისუნარიანი. ვარჯიშს ასევე შეუძლია კარგ განწყობაზე დაგაყენოს და დაგამარცხებინოთ დეპრესია, სტრესი, დააჩქაროს მეტაბოლიზმის პროცესი. თუ არ ვარჯიშობთ, დაიწყეთ დღეიდან. თქვენს ყოველდღიურ რუტინას დაამატეთ 30 წუთიანი ვარჯიში. ის შესანიშნავია სისხლის უკეთ მიმოქცევისთვის, ასევე გონებას უფრო ნათელს და საღად მოაზროვნეს ხდის.
4. ისინი მედიტირებენ - რა თქმა უნდა, ფიზიკური ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაც. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ცხოვრებაში მედიტაციას განსაკუთრებული ადგილი უკავია. მედიტაციის საშუალებით შეძლებთ დაამარცხოთ სტრესი, გაიუმჯობესოთ მეხსიერების უნარი. Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეკ დორსი გამთენიის 5:00 საათზე დგება და მედიტირებს. თუ აქამდე მედიტაციით არ დაკავებულხართ, სცადეთ აუცილებლად, ყოველ დილით. ისუნთქეთ ღრმად, იყავით საკუთარ თავთან მარტო. თავდაპირველად ამისთვის 5 წუთიც საკმარისია.
5. ისინი კარიერაზე ზრუნვას ადრეული ასაკიდანვე იწყებენ - დაიწყეთ ფულის შეგროვება, ან ფულის ინვესტიცია იმ საქმეში, რომლის გაკეთებაც გსურთ. თუ შევხედავთ მსოფლიოში ცნობილ აღმასრულებელ დირექტორებს, მათი ძირითადი ნაწილის ასაკი 40 წლამდეა. მარკ ცუკერბერგი 32 წლისაა. ამ ახალგაზრდა და ნიჭიერმა ადამიანებმა თავიანთი ნიჭი და რესურსი ადრეული ასაკიდანვე მიმართეს წარმატების მიღწევისკენ.
6. ისინი ცხოვრებას განსხვავებულად უყურებენ და საქმესაც განსხვავებულად აკეთებენ - ისინი ხედავენ წარმატებას იქ, სადაც დანარჩენები ვერ ამჩნევენ წარმატების შესაძლებლობას. მაგ: არიანა ჰაფინგტონმა შექმნა უდიდესი და ძლიერი მედია- პლატფორმა ძალიან დიდი კონკურენციის პირობებში და მაშინ, როცა მას ყველა წარუმატებლობას უწინასწარმეტყველებდა, წარმატებული და გავლენიანი მედიაპლატფორმა ჩამოაყალიბა.
7. მათ არ უჭირთ, თქვან „არა“ - ერთი საერთო, რაც დიდ მოაზროვნეებსა და მილიარდერებს აქვთ, ეს არის ზოგჯერ ადამიანებისთვის უარის თქმა. მათ არ უჭირთ თქვან „არა“. უნდა შეეჩვიოთ, გაიაზროთ და დაინახოთ საჭიროება იმისა, რომ ზოგჯერ აუცილებელია თქვათ „არა“.
თემები: წარმატება, ბიზნესი, მილიარდერი, მილიონერი
<a href="https://flipboard.com">https://flipboard.com</a>