LIFE

მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგის 22 რჩევა ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ

მიხაილ ლიტვაკი რუსი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი გახლავთ, რომლის მიდგომებიც მსოფლიოშია აღიარებული. ის არი 30 წიგნის ავტორი და ეს წიგნები მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგების სახელმძღვანელოა.

გთავაზობთ მის 22 რჩევას ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ:

1. ბედნიერება კარგად ორგანიზებული ქმედებების შედეგია. 

მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგის 22 რჩევა ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ

2. სულელი ადამიანი ფლობს ცოდნას, მაგრამ არ იცის, როგორ გამოიყენოს ის, ხოლო ჭკვიანს აქვს ცოდნა და იცის კიდეც მისი გამოყენება.

მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგის 22 რჩევა ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ

3. თუ გსურთ, რომ ვინმეს რაიმე დაუმტკიცოთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ამ ადამიანისთვის ცხოვრობთ, მაგრამ თუ თქვენ საკუთარი თავისთვის ცხოვრობთ, დასამტკიცებელი არავისთვის არაფერი გაქვთ.

მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგის 22 რჩევა ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ

4. ადამიანები არ უარყოფენ ადამიანებს. ზოგიერთი წარმატებას მარტივად აღწევს, ზოგი წარუმატებელია. წარუმატებელი ადამიანი კი, თავს სხვებისგან უარყოფილად გრძნობს.

მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგის 22 რჩევა ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ

5. თუ წარმოიდგენ, რომ მღერი საოპერო სიმღერას, მაშინ, როცა არ გაქვს ხმა და არც მუსიკალური სმენა, ეს ნიშნავს, რომ სცენაზე ყოფნა გსურს, თუმცა ამას ვერასდროს შეძლებ და ოცნებაში ფუჭად ხარჯავ დროს. თუმცა, თუ წარმოიდგენ რაიმეს, რაც შეესაბამება შენს შესაძლებლობებს, ოცნების სწრაფად ასრულებას შეძლებ. 

მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგის 22 რჩევა ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ

6. ადამიანმა არ იცის წარმატების მიღწევის გზა, მაგრამ ნამდვილად იცის უმოკლესი გზა მარცხისკენ.

მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგის 22 რჩევა ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ

7. უმჯობესია, კომუნიკაცია გქონდეთ კარგ წიგნთან, ვიდრე „ცარიელ“ ადამიანთან.

მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგის 22 რჩევა ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ

8. თუ ადამიანს არაფერი აქვს საკუთარ თავზე სათქმელი დადებით კონტექსტში, მაგრამ სურს, რომ რაიმე თქვას, ის იწყებს სხვების შესახებ უარყოფით კონტექსტში საუბარს. 

მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგის 22 რჩევა ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ

9. არ არსებობს არანაირი მამაკაცური და ქალური ლოგიკა, არსებობს მხოლოდ უნარი და უუნარობა ჭკვიანურად, ბრძნულად ფიქრის.

მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგის 22 რჩევა ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ

10. თუ ვინმე გსაყვედურობთ, რომ უმადური ხართ და ამასთანავე განმარტავს, თუ რა არის მის მიერ გაწეული სამსახურის საზღაური, გადაუხადეთ მას და ასეთ ადამიანს აღარასოდეს გაეკაროთ.

მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგის 22 რჩევა ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ

11. თუ საკუთარი თავით ბედნიერი და კმაყოფილი ხართ, რა საჭიროა სხვებიც კმაყოფილნი იყონ თქვენით?!

მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგის 22 რჩევა ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ

12. თუ გსურთ, რომ თქვენი თავის ყველაზე დიდ მტერს შეხვდეთ - ჩაიხედეთ სარკეში. როცა მზად იქნებით იმისთვის, რომ თვალი გაუსწოროთ საკუთარ თავს, თქვენ აღარ გექნებათ პრობლემა სხვებსაც შეხედოთ თვალებში.

მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგის 22 რჩევა ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ

13. ისწავლეთ რაც შეიძლება მეტი და ნუ გაუყრით მეგობარს დანას ზურგიდან.

მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგის 22 რჩევა ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ

14. იყავით წარმატებული და ყველა შეურაცხყოფა გაქრება, ყველა კრიტიკა აზრს დაკარგავს.

მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგის 22 რჩევა ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ

15. თუ რაიმე გსურთ, არ ითხოვოთ ნებართვა. თუ ნებართვას ითხოვთ, სასურველს ვერ მიიღებთ.

მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგის 22 რჩევა ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ

16. ნუ დაიწყებთ ბედნიერების ადევნებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში იპოვნით ადგილს, სადაც თავს ბედნიერად იგრძნობთ. ბედნიერება თავად გიპოვნით. მე შემიძლია გითხრათ ადგილი სად არის ბედნიერება - თქვენში. უმოკლესი გზა ბედნიერების მოსაპოვებლად პირად განვითარებაზე, საკუთარი თავის განვითარებაზე გადის.

მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგის 22 რჩევა ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ

17. ნამდვილად კომფორტულია ესაუბრო მეგობარს, მაგრამ სასარგებლოა ესაუბრო მტერს.

მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგის 22 რჩევა ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ

18. დეპრესია ადამიანისთვის საშუალებაა, რომ გაანალიზოს, შეაფასოს საკუთარი ცხოვრება და ქცევები.

მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგის 22 რჩევა ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ

19. არსებობს მხოლოდ ერთი ნამდვილი მიზეზი რომანტიკული და საქმიანი ურთიერთობის დასრულების - უუნარობა, რომ გაიზარდოთ პიროვნულად და განავითაროთ ეს ურთიერთობები. 

მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგის 22 რჩევა ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ

20. როცა ესაუბრებით ვინმეს, გახსოვდეთ, რომ მას აქვს საკუთარი აზრი.

მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგის 22 რჩევა ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ

21. უნარი, რომ გაუმკლავდე მარტოობას და უფრო მეტიც, შეიყვარო ის, არის სულიერი სიმწიფის ნიშანი. ჩვენ საუკეთესო გადაწყვეტილებებს ვიღებთ, საუკეთესოდ ვმუშაობთ, როცა მარტონი ვართ.

მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგის 22 რჩევა ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ

22. თქვენი ბედნიერება უნდა გაუზიაროთ როგორც მეგობრებს, ასევე მტრებს. მეგობრები იქნებიან ბედნიერები, ხოლო მტრები აღშფოთებულები.

მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგის 22 რჩევა ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ

<a href="http://awarenessact.com">http://awarenessact.com</a>