იმ განსაკუთრებული ადამიანის პოვნა, რომელსაც თქვენი ყველანაირად ესმის, ზრუნავს და უყვარხართ, ნამდვილად რთული ამოცანაა, მაგრამ არა ამ ზოდიაქოს ნიშნებისთვის. მათ შეუძლიათ ვინმეს ძლიერ შეაყვარონ თავი.
ლომი
ამაყი, მიზანდასახული და თავდაჯერებული ლომები ყოველთვის სწორ გზაზე მიდიან. ისინი დაუღალავად იბრძვიან „ერთადერთის“ საპოვნელად, არ ნებდებიან და საბოლოოდ ხვდებიან ისეთ ადამიანს, ვისაც ნამდვილად უყვარს ისინი სწორედ ისეთი, როგორიც არიან. ეს არის ნამდვილი იღბალი.
ლომები კეთილები და ერთგულები არიან, ასევე პასუხისმგებლობიანები.
ისინი შესანიშნავი პარტნიორები არიან; სიყვარულის მთელი ვნებით და ერთგულებით ცხოვრობენ და სხვებისგანაც იგივე სიყვარულს მოელიან. თუ მათ წყვილში ურთიერთგაგებაა, მაშინ სახლში სითბო და ჰარმონია სუფევს.
კირჩხიბი
ზოდიაქოს ეს ნიშანი ძალიან მგრძნობიარე და ემოციურია. ისინი იდუმალი, მეოცნებე და ზოგჯერ ალოგიკურად მოაზროვნეები არიან. კირჩხიბები ყველაფერზე მაღლა სიყვარულს აყენებენ და ხშირად იმარჯვებენ პირადი ურთიერთობების საკითხში.
კირჩხიბები გულწრფელად ზრუნავენ საყვარელ ადამიანებზე და ცდილობენ უზრუნველყონ პარტნიორის სიმყუდროვე და უსაფრთხოების სივრცე; ხშირად უარს ამბობენ საჯაროობის უპირატესობებზე მშვიდი, კომფორტული ცხოვრების გამო.
თითქმის არც ერთი ნიშანი არ იღებს გრძნობებს ისე სერიოზულად, როგორც კირჩხიბი. მათ ძლიერი გრძნობები, ერთგულება და აღტაცება ახასიათებთ. ისინი ეძებენ ნამდვილ სიყვარულს და ხშირად ძალიან უმართლებთ, ამ არაჩვეულებრივი იღბლის გამო კირჩხიბები უზომოდ მადლიერები არიან.
ქალწული
ქალწულები ძალიან სტაბილურები არიან. ეს მათთან ურთიერთობას მრავალი თვალსაზრისით სასიამოვნოს ხდის. თუმცა, ამასთანავე ძალიან პრეტენზიულებიც არიან.
ქალწული იშვიათად თანხმდება პაემანზე. შეუპოვრობისა და იდეალებისკენ სწრაფვის გამო, ქალწულებს შეუძლიათ გულწრფელი გრძნობები გადასცენ საყვარელ ადამიანს. ზოგადად, ისინი სიწმინდის განსახიერებები არიან.
ყოველთვის შეგიძლიათ დაეყრდნოთ ამ ნიშანს, ქალწულებმა კარგად იციან როგორ შეუთავსონ სიბრძნე ხიბლს, რომელიც გამოჩნდება მაშინ, როცა ქალწული შეწყვეტს სიფრთხილეს და ნდობით იქნება გამსჭვალული საყვარელი ადამიანის მიმართ.
თემები: ზოდიაქოს ნიშნები, ასტროლოგია