LIFE

როგორ გახდე უფრო ბედნიერი 45 დღეში

როგორ გახდე უფრო ბედნიერი 45 დღეში

დიახ, 45 დღეში თქვენ შეგიძლიათ გამოიმუშაოთ ახალი ჩვევები,რომლებიც ცხოვრების მანძილზე დაგეხმარებათ და სერიოზულ შედეგს მიიღებთ.

აღნიშნეთ პატარა გამარჯვებები

თქვენ ყოველდღიურად აღწევთ რაღაც წარმატებებს. პატარა გამარჯვებების აღნიშვნა დოფამინის (ბედნიერების ჰორმონის) უფრო დიდი რაოდენობის გამომუშავებას უწყობს ხელს. იპოვეთ სიხარული მიზნისკენ წინსვლაში. 

წარმატება არ შეიძლება იყოს ძალიან მცირე

უბრალოდ ისიამოვნეთ თუნდაც წუთიერი ტრიუმფით და გააგრძელეთ წინსვლა. მართალია, ეს უბრალოდ ნაპერწკალია, მაგრამ თუ ყოველდღე შეძლებთ ასეთი ნაპერწკლების გაღვივებას, საკუთარი თავისთვის ყველაზე ძლიერი სტიმულის მიმცემი იქნებით. უნარი გიხაროდეთ მცირე მიღწევებიც კი - ეს ძალიან ძვირფასი ჩვევაა, იმიტომ რომ დიდი საქმეები მცირე ნაბიჯებისგან შედგება.

როგორ გახდე უფრო ბედნიერი 45 დღეში

ათი წუთის წესი

იმისათვის რომ წინ წახვიდეთ ახალი მიზნისკენ ბრძოლაში, არ არის საჭირო ბევრი დრო და ფული. უბრალოდ დაუთმეთ ამ საქმეს დღეში 10 წუთი, და იგრძნობთ როგორ მიდიხართ წინ. 

არ დაკარგოთ დრო ფუჭ ოცნებებზე

საკუთარი დრო პირველ რიგში კონკრეტულ მოქმედებებს დაუთმეთ. შეუპოვრად აკეთეთ ეს 45 დღის განმავლობაში, და მალე ჩამოგიყალიბდებათ ჩვევა, რომელიც წინსვლაში დაგეხმარებათ. თუ ფიქრობთ, რომ ვერ დაუთმობთ ამ საქმეს დღეში ათ წუთს, უბრალოდ გაიხსენეთ, რამდენ დროს კარგავთ ფუჭ ოცნებებზე და ეს დრო ხომ შეიძლება საჭირო ინფორმაციის მოპოვებაზე გამოიყენოთ.

როგორ გახდე უფრო ბედნიერი 45 დღეში

მთავარია - არ შეჩერდეთ მიღწეულზე

გააგრძელეთ ასე 45 დღის განმავლობაში, და ნახავთ, რა კომფორტულად იგრძნობთ თავს იმის გამო, რომ ებრძვით გამაღიზიანებლებს, რომლებიც ხელს გიშლიან უკეთესი გახადოთ ცხოვრება.  

მიზანი შესაძლებლობების თანაზომიერი უნდა იყოს

თამასას სიმაღლე დააკორექტირეთ საკუთარ თავზე. პოზიტიური ემოციები მაშინ დაგეუფლებათ, როცა თქვენს წინაშე მდგარი ამოცანა ან პრობლემა თქვენზეა „ზედ გამოჭრილი“. თუ კალათბურთის რგოლი თქვენთვის ზედმეტად დაბლაა დამაგრებული, მაშინ ვერ მიიღებთ სიამოვნებას მასში ბურთის ჩაგდებისგან. თუ ის ზედმეტად მაღალია, აზრი არ ექნება მასში ბურთის ჩაგდების მცდელობას. ამიტომ დააკორექტირეთ საკუთარ ცხოვრებაში რგოლის სიმაღლე და უფრო გარანტირებულად მიაღწიეთ მიზანს.



<a href="http://www.woman.ru">http://www.woman.ru</a>