LIFE

7 რჩევა ისტორიაში ყველაზე მდიდარი ადამიანისგან

7 რჩევა ისტორიაში ყველაზე მდიდარი ადამიანისგან

იაკობ ფუგერი გერმანელი ბანკირი გახლდათ. ის აფინანსებდა მეფეებს, მოგზაურებს, ეპისკოპოსებსა და პაპებს, და სწორედ ამ პროცესში იქცა იმ დროის ყველაზე მდიდარ ადამიანად, - შესაძლებელია, ისტორიაშიც. აი, იაკობ ფუგერის ზოგიერთი საიდუმლო:

1. გააკეთეთ ინვესტირება მაშინ, როცა სხვები ვერ ბედავენ - ფუგერმა ორი ყველაზე დიდი ფსონი გააკეთა, რომლებმაც უზრუნველყო მისი ქონება. პირველი ინვესტიცია ფუგერმა ერცგერცოგ სიგიზმუნდ ტიროლსკის შემთხვევაში ჩადო, ვენეციასთან კონფლიქტის დროს ის მსხვილი თანხით დაეხმარა. ამისათვის ფუგერმა მიიღო კონცესია დედამიწაზე უმსხვილეს ვერცხლის შახტზე. გარდა ამისა, ფუგერმა, სანამ სხვებს თურქების შემოჭრის ეშინოდათ, ინვესტიციები გააკეთა უნგრულ სპილენძის მაღაროებში.

2. იყავით შეუცვლელები. ფუგერს ჰქონდა ისეთი რამ, რის გარეშეც მისი კლიენტები იოლად ვერ გავიდოდნენ: უნარი უცევ ეშოვა მსხვილი თანხები. მათ არ მოსწონდათ არც ფუგერი, არც მისი პირობები. მაგრამ სხვა ალტერნატივა არ ჰქონდათ.

3. უნდა ფლობდეთ ინფორმაციას. ფუგერს ესმოდა, როგორ ფასობს და ახალი ამბები. მან შექმნა მსოფლიოში პირველი ახალი ამბების სამსახური და იყენებდა მას, რათა სხვებზე ადრე გაეგო მოვლენების შესახებ, რომლებიც ბაზრის მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.

4. იმეგობრეთ ციფრებთან. ორმაგი ბუღალტერია იტალიელებმა გამოიგონეს, მაგრამ ფუგერი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინციგი ალპებიდან-ჩრდილოეთისკენ გამოიყენა. გარდა ამისა, მან პირველმა დაიწყო აუდიტორების გამოყენება საკუთარი ფილიალების მოღვაწეობის შესამოწმებლად.

5. მიიღეთ კარგი განათლება. ფუგერი რამდენიმე წელი სწავლობდა ვენეციაში, იმ დროის საქმიან დედაქალაქში. მან მოიპოვა ცოდნა, გამოცდილება და კავშირები, რომლებიც ემსახურებოდნენ მას მთელი დარჩენილი ცხოვრება.

6. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ავსტრიელი ეპისკოპოსი ფუგერის ბანკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მეანაბრე გახლდათ. როცა 1509 წელს ეპისკოპოსი გარდაიცვალა, პაპმა მოითხოვა, რომ ფუგერს დაუყონებლივ გადაეხადა ეკლესიისთვის ფული. მაგრამ ფული ჩადებული იყო სამთო-სამრეწველო პროექტებში, და ფუგერს არ ყოფნიდა ლიკვიდურობა, რომ მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. მაგრამ უარი მისი იმპერიისთვის დასასრულს ნიშნავდა. მაგრამ იმის მაგივრად, რომ ხარჯები შეემცირებინა, ფუგერმა ადრინდელზე მეტის ხარჯვა დაიწყო, რათა ვინმეს არ ეფიქრა, რომ მას პრობლემები დაეწყო. ამან მისცა დრო მშვიდი მოლაპარაკებებისთვის და გარიგება გადაარჩინა.

7. დაუბრუნეთ საზოგადოებას ვალი. ფუგერი ცნობილია როგორც მსოფლიოში პირველი ხელმისაწვდომი საცხოვრებელი პროექტის, კვარტალი ფუგერაის შემქმნელი. ის ფიქრობდა, რომ ნებისმიერმა მომსახურე ადამიანმა დაიმსახურა, რომ საკუთარი ჭერი ჰქონდეს. საკუთარ კვარტალში ქირის ფულს ის დაახლოებით საბაზრო ღირებულების მეოთხედს იღებდა.



<a href="https://golos.io">https://golos.io</a>