როგორ გამოიყურებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სამეფო ოჯახები? – 15 ფოტო
- 11.01.2018

1. ნიდერლანდები - ფოტოზე აღბეჭდილნი არიან ნიდერლანდების სამეფოს მეფე უილიემ-ალექსანდერი და დედოფალი მაქსიმა ქალიშვილებთან - პრინცესა ამალიასთან, პრინცესა ალექსიასთან და პრინცესა არიანესთან ერთად.

2. იორდანია - იორდანიის მეფე აბდულა მეორე და დედოფალი რანია შვილებთან ერთად. ფოტო იორდანიის დამოუკიდებლობის დღესაა გადაღებული.

3. ბელგია - მარცხნიდან პრინცი გაბრიელი, დედოფალი მატილდა, პრინცი ემანუელი, მეფე ფილიპი, პრინცესა ელიზაბეტი და პრინცესა ელეონორი. ფოტო შვეიცარიაში, ზამთრის კურორტზეა გადაღებული.

4. დანია - სამეფო ოჯახი ფოტოკამერის წინ პოზირებს.

5. იაპონია - პრინცი ნარუჰიტო, პრინცესა მასაკო, მათი ქალიშვილი აიკო და ძაღლი იური. სამეფო ოჯახი, ფოტოკამერების წინ, ტოკიოში, სამეფო სასახლეში პოზირებს.

6. კამბოჯა - ფოტოზე მეფე ნოროდომ სიჰამონია აღბეჭდილი. კამბოჯის მეფეს ცოლი არ ჰყავს. ეს ფოტო კი, 2016 წელს კამბოჯაში, წლის ყოველწლიურ ფესტივალზეა გადაღებული.

7. ლუქსემბურგი - პრინცი გილიამი და პრინცესა სტეფანია.

8. ესპანეთი - მეფე ფილიპე VI, პრინცესა სოფია, პრინცესა ლეონორი და ესპანეთის დედოფალი ლეტიცია.

9. შვედეთი - პრინცესა ვიქტორიას ხელში პრინცი ოსკარი ჰყავს. ფოტოზე აღბეჭდილია ასევე მისი მეუღლე, პრინცი დენიელი და მათი გოგონა, პრინცესა ესტელი.

10. ტაილანდი - ფოტოს ცენტრში ხედავთ მეფე ბუმიბოლ ადულეადეს. ის ოჯახის წევრების გარემოცვაშია.

11. დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი - მარცხნიდან მარჯვნივ: კორნველის ჰერცოგინია კამილა, უელსის პრინცი ჩარლზი, დედოფალი ელიზაბეტ II, ედინბურგის ჰერცოგი პრინცი ფილიპი, კემბრიჯის ჰერცოგინია კეტრინი, კემბრიჯის პრინცესა შარლოტი, კემბრიჯის პრინცი ჯორჯი და კემბრიჯის ჰერცოგი უილიამი.

12. ნორვეგია - ნორვეგიის სამეფო ოჯახი ერთ-ერთ წვეულებაზე.

13. მონაკო - პრინცესა სტეფანია შვილებთან ერთად.

14. სვაზილანდი -მეფე მსუატი III ხუთ ცოლთან ერთად, სვაზილანდის მეფეს სულ 15 ცოლი ჰყავს.

15. მაროკო - მეფე მოჰამედ VI და პრინცესა ლეილა სალმა ვაჟით ხელში.

თემები: ოჯახი, მამაკაცები, ქალები, წყალი, პრინცესები, სამეფო
<a href="http://www.thisisinsider.com">http://www.thisisinsider.com</a>