ჯანმრთელობა

14 ვეგეტარიანული საჭმელი, რომელიც იმაზე მეტ რკინას შეიცავს, ვიდრე ხორცი

14 ვეგეტარიანული საჭმელი, რომელიც იმაზე მეტ რკინას შეიცავს, ვიდრე ხორცი

როცა რკინის მაღალი შემცველობის პროდუქტებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ხორცის მიღებას გვირჩევენ, თუმცა რეალურად ხორცის გარდა ბევრი ისეთი საკვებიც არსებობს, რომლებიც რკინის მაღალი შემცველობით გამოირჩევიან.

გთავაზობთ 14 ვეგეტარიანულ საკვებს რკინის მაღალი შემცველობით:

1. ისპანახი - სამი საშუალო ზომის ულუფა ისპანახი შეიცავს 18 მილიგრამ რკინას. დიეტოლოგების თქმით, დღის განმავლობაში ერთი ულუფა ისპანახის სალათის მირთმევაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ორგანიზმში რკინა საჭირო რაოდენობით იყოს.

14 ვეგეტარიანული საჭმელი, რომელიც იმაზე მეტ რკინას შეიცავს, ვიდრე ხორცი

2. ბროკოლი - ის გამოირჩევა რკინის მაღალი შემცველობით და ასევე შეიცავს C ვიტამინს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს რკინის შემცველობის შენარჩუნებაში.

14 ვეგეტარიანული საჭმელი, რომელიც იმაზე მეტ რკინას შეიცავს, ვიდრე ხორცი

3. ოსპი - ერთ ჭიქა ოსპის მარცვლებს უფრო მეტი რკინის შემცველობა აქვს, ვიდრე 250 გრამ სტეიკს. გარდა ამისა, ის მდიდარია კალიუმითა და ცილებით. შეგიძლიათ, მისგან მოამზადოთ წვნიანი, რომელიც ძალიან სასარგებლოა.

14 ვეგეტარიანული საჭმელი, რომელიც იმაზე მეტ რკინას შეიცავს, ვიდრე ხორცი

4. ყვავილოვანი კომბოსტო - ეს საკვებიც რკინის შემცველობით გამოირჩევა. მოამზადეთ კომბოსტოს სალათი. ერთი საშუალო ულუფა 3,6 მილიგრამ რკინას შეიცავს.

14 ვეგეტარიანული საჭმელი, რომელიც იმაზე მეტ რკინას შეიცავს, ვიდრე ხორცი

5. პაკ ჩოი - ეს არის ჩინური კომბოსტო, რომელიც რკინასთან ერთად შეიცავს A ვიტამინს.

14 ვეგეტარიანული საჭმელი, რომელიც იმაზე მეტ რკინას შეიცავს, ვიდრე ხორცი

6. მოხარშული კარტოფილი - ერთი დიდი ზომის მოხარშული კარტოფილი დაახლოებით სამჯერ უფრო მეტ რკინას შეიცავს, ვიდრე ქათმის დამუშავებული ხორცი. თუ მას ბერძნულ იოგურტთან, ბროკოლთან და მდნარ ყველთან ერთად მიირთმევთ, რკინის დეფიციტი არ შეგაწუხებთ.

14 ვეგეტარიანული საჭმელი, რომელიც იმაზე მეტ რკინას შეიცავს, ვიდრე ხორცი

7. სეზამის თესლი - მხოლოდ ერთი სუფრის კოვზი სეზამის თესლი 1,3 მლგრ რკინას შეიცავს. შეგიძლიათ, მისი მარცვლებით გაამდიდროთ სალათი და ამ ფორმით მიირთვათ.

14 ვეგეტარიანული საჭმელი, რომელიც იმაზე მეტ რკინას შეიცავს, ვიდრე ხორცი

8. კეშიუ - ეს არის თხილის სახეობა რკინის მაღალი შემცველობით. ¼ ფინჯანი კეშიუ შეიცავს 2 გრ რკინას.

14 ვეგეტარიანული საჭმელი, რომელიც იმაზე მეტ რკინას შეიცავს, ვიდრე ხორცი

9. სოიოს მარცვლები - ერთი ჭიქა მოხარშული სოიო დაახლოებით 8-9 მლგრ რკინას შეიცავს. ეს საკვები ასევე შეიცავს ცილებს, მაგრამ დარწმუნებული უნდა იყოთ მისი ყიდვისას, რომ ბუნებრივ სოიოს ყიდულობთ და არა გენმოდიფიცირებულს.

14 ვეგეტარიანული საჭმელი, რომელიც იმაზე მეტ რკინას შეიცავს, ვიდრე ხორცი

10. თურქული ბარდა - ერთი ჭიქა თურქული ბარდა 4,7 მილიგრამ რკინას შეიცავს.

14 ვეგეტარიანული საჭმელი, რომელიც იმაზე მეტ რკინას შეიცავს, ვიდრე ხორცი

11. შავი შოკოლადი - შავი შოკოლადისგან მიღებული სარგებლის სია დაუსრულებელია. გარდა იმისა, რომ ის დადებითად მოქმედებს კანზე, კბილებზე და ამცირებს შფოთვისა და სტრესის ხარისხს, ამავდროულად, ის არის ყველაზე ტკბილი და გემრიელი გადაწყვეტილება ორგანიზმში რკინის დონის გასაზრდელად. 30 გრამი შავი შოკოლადი 2, ან 3 მილიგრამ რკინას შეიცავს.

14 ვეგეტარიანული საჭმელი, რომელიც იმაზე მეტ რკინას შეიცავს, ვიდრე ხორცი

12. წითელი ფხალი - ეს საკვები გამოირჩევა რკინის მაღალი შემცველობით და ამავდროულად, შეიცავს ომეგა 3-ს, A, C და K ვიტამინებს.

14 ვეგეტარიანული საჭმელი, რომელიც იმაზე მეტ რკინას შეიცავს, ვიდრე ხორცი

13. ტოფუ - ეს არის იაპონური სოიოსგან მომზადებული ხაჭო. ნახევარი ნაჭერი ტოფუ 3 მილიგრამ რკინას შეიცავს.

14 ვეგეტარიანული საჭმელი, რომელიც იმაზე მეტ რკინას შეიცავს, ვიდრე ხორცი

14. ლობიო - ერთ ჭიქა ლობიოს მარცვლებს 3-4 მლგრ რკინის შემცველობა აქვს. თუმცა ყურადღება უნდა მიაქციოთ ლობიოს სახეობას. ის ისეთი უნდა იყოს, როგორიც ფოტოზეა აღბეჭდილი. უნდა ჰქონდეს თირკმლის ფორმა. სწორედ ის შეიცავს რკინას ყველაზე დიდი რაოდენობით.

14 ვეგეტარიანული საჭმელი, რომელიც იმაზე მეტ რკინას შეიცავს, ვიდრე ხორცი



<a href="https://www.prevention.com">https://www.prevention.com</a>