ცნობილი ქალები, რომლებმაც პოპულარობა დიდი ტრაგედიის შემდეგ მოიპოვეს
- 25.01.2018
ტურია პიტი
ავსტრალიელი მოდელი, რომელსაც სხეული საშინელ ხანძარში მარათონის დროს დაეწვა. ტურიას კანის გადანერგვის ათეულობით ოპერაცია დასჭირდა, მაგრამ მის გვერდით აღმოჩნდა საყვარელი ადამიანი - სკოლის მეგობარი მაიკლ ხოსკინი, რომელმაც სამსახური მიატოვა, რათა საყვარელი ქალის გვერდით ყოფილიყო. პიტმა სამოდელო კარიერას თავი არ დაანება, არამედ პირიქით, უფრო პოპულარული გახდა.
მალალა იუსუფზაი
პაკისტანელი მალალა იუსუფზაი ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელია. ის ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც თავში დაჭრეს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. 2009 წელს მას თალიბები თავს დაესხნენ - შეიარაღებული ისლამური ორგანიზაცია, ქალთა უფლებების შემცირებისთვის იბრძვის. 11 წლის მალალა კომიდან გამოვიდა და ბრძოლა გააგრძელა ქალთა უფლებების დასაცავად.
ბეტანი ჰემილტონი
ბეტანი ბავშვობიდან იყო დაკავებული სერფინგით და თავისი პირველი ჯილდო მან 8 წლის ასაკში მიიღო. 13 წლის ასაკში გოგონას ზღვაში ზვიგენი დაესხა. მან ძლივს მიაღწია ნაპირამდე, მაგრამ ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა. ბეტანი სასწაულად გადარჩა, და ერთი თვის შემდეგ სერფინგს დაუბრუნდა. ზვიგენის თავდასხმის შემდეგ სულ რამდენიმე წელიწადში გოგონამ შეძლო რამდენიმე სერიოზული შეჯიბრის პრიზიორი გამხდარიყო, ის ასევე დააჯილდოვეს პრესტიჟული პრემიით - ESPY Award.
ფრიდა კალო
6 წლის ასაკში მომავალმა მხატვარმა პოლიომიელიტი გადაიტანა, რის შემდეგაც მარჯვენა ფეხი გაუხმა და მთელი დარჩენილი ცხოვრება გრძელ კაბებში გაატარა. 18 წლის ასაკში ფრიდა საშინელ ავიაკატასტროფაში მოყვა, სადაც ხერხემლის, მენჯის, ფეხის ტრამვა და მუცლის ღია ჭრილობა მიიღო. 32 ოპერაციის გადაიტანის შემდეგ, წლები გაატარა ეტლში. მაგრამ ქალმა გაიმარჯვა, და საკუთარი ნიჭი შემოქმედებაში, უკვდავყო.
ტემპლ გრანდინი
ჟურნალმა „Time”-მა ტემპლ გრანდინი სახელი და გვარი მსოფლიოს ყველაზე გავლენილი ადამიანების სიაში შეიტანა. ტემპლი - მსხვილი რქოსანი საქონლის ქცევის ექსპერტია და ამავე დროს - აუტისტი. მან რამდენიმე პოპულარული წიგნი დაწერა და მსოფლიოს გამოუცხადა, რომ აუტიზმი ადამიანს წარმატებაში ხელს ვერ შეუშლის. ამის გარდა, გრანდინზე გადაიღეს ფილმი, რომელიც გაიძულებს დაიჯერო, რომ ადამიანმა, თაობები შთააგონა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
თემები: ბედნიერება, ურთიერთობა, თავდაჯერებულობა, მსოფლიო, ქალები
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია