როგორ უნდა იმოგზაუროთ იაფად? - მოგზაური ბლოგერების 6 საუკეთესო რჩევა
- 26.01.2018
1. იყავით მოქნილები
ძირითადი რჩევა, რომელსაც მოგზაური-ბლოგერების უმეტესობა გვაძლევს,- იყო მოქნილი. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტირების და მარშრუტებისა და თარიღების მოულოდნელი შეცვლის.
ბლოგერი და მოგზაური ჯონი ჯეტი ყურადღებას ერთ რამეს აქცევს: გამგზავრებისთვის ყველაზე ძვირი დროა - როდესაც ყველა მიემგზავრება. ანუ დღესასწაულებისა და არდადეგების დრო. თუ გაემგზავრებით რამდენიმე დღით ადრე ან გვიან, სერიოზული თანხის დაზოგვას შეძლებთ.
2. არ იყიდოთ ის, რაც შეგიძლიათ უფასოდ მიიღოთ
Wi-Fi - საცხოვრებელი პირობების ჯავშნისას, აუცილებლად აირჩიეთ სასტუმრო უფასო Wi-Fi-თ.
რუკა - ბევრ სასტუმროში დაგხვდებათ უფასო რუკა ან ტურისტულ საინფორმაციო ოფისებში. თქვენ კი წინასწარ შეგიძიათ ატვირთოთ ტელეფონში ქალაქის ელექტრონული რუკები.
წყალი - ევროპაში ონკანიდან ყველგან შეიძლება წყლის დალევა. ძალიან ბევრ ქალაქში წყლის დასალევი შადრევნებია, საიდანაც თავისუფლად შეიძლება დალიოთ წყალი.
ტუალეტი - აქ თქვენს მომსახურებაშია „მაკდონალდსი“, „ბურგერ ქინგი“ და სხვა კვებითი ობიექტები, ასევე ბიზნეს-ცენტრები, სუპერმარკეტები. ყველა მსხვილ დაწესებულებაში არის უფასო ტუალეტი.
3. არანაირი სასტუმროები
ერთ-ერთი ბლოგერი ვიტალი კლიმოვი, რომელმაც ველოსიპედით რუსეთიდან-აფრიკამდე და ევროპაში მოგზაურობდა (ამ დროს ხარჯავდა მხოლოდ 7 ევროს დღე-ღამეში) გვირჩევს რომ მოგზაურობისას უპირატესობა მიანიჭოთ ჰოსტელებს. ეს საკმაოდ იაფია.
თუ ოჯახთან ერთად მოგზაურობთ, უკეთესია აიღოთ აპარტამენტები. ეს საკვების მხრივ საგრძნობი ეკონომიაა, რადგან შეგიძლიათ პროდუქტები სუპერმარკეტში იყიდოთ და თავად მოამზადოთ.
4. დაზოგეთ ფული აეროპორტიდან-სასტუმრომდე ტრანსფერზე
მსოფლიოს ნებისმიერი აეროპორტიდან შეიძლება ეკონომიურად მიაღწიოთ სასტუმრომდე ავტობუსით, და არა ტაქსით. წინასწარ ნახეთ ინტერნეტ-ძიებაში რომელი კომპანიის ავტობუსები დადიან ქალაქის ცენტრამდე და სად არის გაჩერება.
5. დაგეგმეთ
რაც უფრო ადრე დაიწყებთ გამგზავრების დაგეგმვას, მით უფრო ნაკლები გექნებათ დანახარჯი. ეს ეხება როგორც ფრენას, ასევე მატარებლის ბილეთებსა თუ სასტუმროს ჯავშანს. ევროპულ ქვეყნებში ბილეთების გაყიდვა მატარებლებზე გამგზავრებამდე რამდენიმე თვით ადრე იწყება. ამიტომ სრულიად რეალურია პირველ დღეევში ბილეთები სტანდარტულ ტარიფზე 2-3-ჯერ უფრო იაფად შეიძინოთ.
6. იმოგზაურეთ დამოუკიდებლად
დამოუკიდებლად მოგზაურობა უფრო მომგებიანი და საინტერესოა, ვიდრე ტურისტული ფირმების მეშვეობით. დამოუკიდებლად შეგიძლიათ ოცნების მარშრუტი შეადგინოთ, აირჩიოთ გადაფრენის იაფი ვარიანტი, დაჯავშნოთ თქვენთვის ოპტიმალური ფასის
თემები: მოგზაურობა, მსოფლიო, მოგზაური
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>