თუ გადაწყვიტე მაკიაჟი შენი ცხოვრების განუყრელ ნაწილად აქციო, მაგრამ არ იცი როგორ, ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით.
10. დატენიანება
არასდროს, არასდროს არ დაგავიწყდეს კანის დატენიანება, მაკიაჟის წასმამდე. აუცილებელია ასევე იცოდე შენი კანის ტიპი: არის ის გამომშრალი, ცხიმიანი თუ კომბინაციური. ეს დაგეხმარება სწორი დამატენიანებელი კრემის არჩევაში.
9. პრაიმერი
პრაიმერი არის ის, რაც ეხმარება ჩვენს მაკიაჟს გამოიყურებოდეს უნაკლოდ მთელი დღის განმავლობაში. მისი მეშვეობით მაკიაჟი მთელი დღის განმავლობაში იქნება ისე თითქოს ახალი წასმულია!
8. აირჩიე სწორი ფერი
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გავითვალისწინოთ მაკიაჟის წასმისას არის სწორი ფერის არჩევა. აუცილებელია ავირჩიოთ ისეთი ფერი, რომელიც ზუსტად ჩაჯდება ჩვენი სახის ფერის ტონალობაში. ფერის არჩევისას, გამოსცადეთ ფერი არა ხელზე, არამედ კისერზე ან ყბის მიდამოებში წასმით.
7. ხელოვნური რუჟი (ბრონზერი)
აუცილებელია იპოვნო ოქროს შუალედი, შეგიძლია სახის კონტურიც კი გაიკეთო ხელოვნური რუჟით, რაც ბზინვარებას შესძენს შენს სახეს: წაისვი ყვრიმალებზე, შუბლზე და ცხვირზე.
6. რუჟი
დაიმახსოვრე, აუცილებელია სწორი ტონალობის რუჟის პოვნა, რომელიც შენს სახეს მოუხდება. თუ შედარებით ღია ფერის კანი გაქვს, სცადე ატმისფერი რუჯი, მუქი ფერის კანის შემთხვევაში შეგიძლია უფრო მკვეთრი რუჟი იხმარო.
5. ტუში
ყველა პროდუქტს აქვს მოხმარების ვადა, ეს აუცილებელია გაითვალისწინო ტუშის ხმარებისას, ვადაგასულმა ტუშმა შეიძლება დაგიზიანოს წამწამები და გამოიწვიოს მათი დაცვენა.
4. ტუჩსაცხი
ტუჩსაცხი არ უნდა აშრობდეს ტუჩებს, პირიქით უნდა ატენიანებდეს მას. თუ აპირებ თვალებზე მკვეთრი და დრამატული მაკიაჟის გაკეთებას ეცადე შედარებით თბილი ფერი წაისვა ტუჩზე. ტუჩის ფანქარი არ უნდა იყოს ტუჩსაცხზე მუქი (მაქსიმუმ 2 ტონალობით).
3. არ დაივიწყო კისერი
თუ ხმარობ ტონალურ კრემს, არასდროს არ დაივიწყო კისერი. არასდროს არ უნდა გეტყობოდეს განსხვავების ხაზები, ამიტომ წაისვი კისერზეც ტონალური და კარგად შეურიე ის კანს.
2. პუდრი
ტონალური კრემის წასმის შემდეგ, აუცილებელია წაისვა პუდი, ის ჩასვავს და დააფიქსირებს ტონალურს შენს სახეზე. ცხიმიანი კანის შემთხვევაში, პუდი დაგეხმარება თავიდან აირიდო არასასურველი ბზინვარება.
1. წარბები
წარბის ფორმა მთლიანად ცვლის იერს, იქონიე წარბის გელი და ფანქარი, მათი დახმარებით მარტივად შეძლებ მიიღო სასურველი წარბის ფორმა.
თემები: მაკიაჟი, რჩევები, ცხოვრების ნაწილი
<a href="http://allwomenstalk.com/">www.allwomenstalk.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია