ჩვენი ბავშვობის საყვარელი წიგნისა და პერსონაჟის, პეპილოტა ვიქტუალინა როლგარდინა ეფრაიმსდოტერ გრძელიწინდას, ცნობილი, როგორც პეპი გრძელიწინდას ამბავი თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. იგი ერთ-ერთ საუკეთესო საბავშვო ავტორად არის აღიარებული და ცნობილია ყველაზე პოპულარული მოთხრობებით "პეპი გრძელიწინდა", "კარლსონი", "ბავშვები ხმაურიანი სოფლიდან".
მსოფლიოში აღიარეულმა ასტრიდ ლინდრენმა წერა მეოცე საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო და 1945 წელს პირველად გამოაქვეყნა "პეპი გრძელიწინდა". თავის ნაშრომებში, ასტრიდი ხშირად იყენებდა სიტყვას "ცნობისმოყვარე", რომელიც ძალიან კარგად აღწერდა მას, როგორც პიროვნებას და ასევე, მის პერსონაჟებსაც.
ასტრიგ ლინგრედის მსოფლიო აღიარების მიზეზი ისიც გახდა, რომ მას, როგორც ქალსა და როგორც მწერალს, ჰქონდა უნიკალური განცდა იმისა, რომ შეიძლებოდა კაცობრიობის გაერთიანება დროსა და სივრცეში.
მან ეს განცდები გააერთიანა თავის პერსონაჟბშიც. ოქროსფერ ნაწნავებიანი ჭორფლიანი პეპი, უშველებელი ჭრელი წინდებით, რომელიც წვიმაშიც კი რწყავს ყვავილებს, რომელსაც მეტი საქმე არ აქვს იტიროს და ცხვირი აქსუტუნოს, სხვა არაფერია, თუ არა მწერლის განცდები, რომლებმაც ყველა დროის, ყველა თაობის ადამიანთა გულებში ადგილი სამუდამოდ დაიმკვიდრეს.
გარდა საბავშვო თემატიკისა, ასტრიდ ლინდრენის მოთხრობებში საჭირო პრაქტიკულ გაკვეთილებსაც აღმოაჩენთ:
1. არეულობის არ უნდა შეგეშინდეს
როცა საჭმელს ვამზადებთ, როგორც წესი, ყველაფერს ვწმენდთ, რათა თავიდან ავიცილოთ დასვრილი ჭურჭლის გროვა. თუმცა, როცა პეპი ამზადებს, სამზარეულოს იატაკზე შესაძლოა ფეხი გატეხილ კვერცხზე აგიცურდეს. ჭერიდან თავზე შესაძლოა, ფიფქებივით დაგვეყაროს ფქვილი. ზოგჯერ, საჭიროა, მივბაძოთ პეპის, არ გავამახვილოთ ყურადღება ჭუჭყზე. უბრალოდ გავაკეთოთ გემრიელი ბლინები და ვისიამოვნოთ თავისუფალი საღამოთი.
2. ბედნიერება აწმყოში უნდა ვიპოვოთ
პეპის ბედნიერების მიზეზი, შესაძლოა ისიც იყო, რომ არეული სახლის დალაგებაც კი მხიარულებად მიაჩნდა. დალაგების დღე არ არის რუტინული და მომაბეზრებელი დღე პეპისთვის, ეს არის საბაბი ბევრი მხიარულებისა და ღიღინის. პეპის სახლში, დალაგების დღე, საყვარელი დღეა, რადგან "ამ დღეს ყველაფერი სველდება!"
3. უნდა დავიცვათ ცხოველები
როგორც პეპი გრძელიწინდა მიიჩნევდა ცხოველებს თავის ოჯახის წევრებად, ასევე უნდა გვიყვარდეს ცხოველები და ვზრუნავდეთ მათზე. გახსოვთ როგორ იბრძოდა პეპი მაიმუნის, ხოლო ბატონი ნელსონი თავისი ცხენის, ალფონსოს გადასარჩენად? სასურველია მაგალითი ავიღოთ მათგან.
4. უნდა ვიცოდეთ, რამდენი ვიხუმროთ
გქონიათ მომენტი, როდესაც ხვდებით, რომ თქვენი იუმორისტული ხუმრობები საზღვრებს გასცდა? რომ ისინი აღარ არის სასაცილო და პირიქით, შეურაცხმყოფელიც კია? აიღეთ პეპისგან მაგალითი და ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე.
5. გამოიპრანჭე საკუთარი თავისთვის
როცა საქმე მოდას ეხება, პეპი მისგან თავის შორს დაჭერას ცდილობს. მას არ სჭირდება ჩაცმის ის სახელმძღვანელოები, რომლითაც მთელი ქალაქი სარგებლობს. არ დაგვავიწყდეს მისი რჩევები ფეხსაცმელთან დაკავშირებით: "ყოველთვის დატოვეთ ოთახში სივრცე იმისთვის, რომ ფეხები აქნიოთ!"
თემები: პეპი, ასტრიდ ლინდგრენი, გრძელიწინდა, იუბილარი, საბავშვო წიგნები
წყარო: <a href="https://www.good.is/articles/six-things-valuable-lessons-i-learned-from-pippi-longstocking">www.good.is</a>