LIFE

9 მეთოდი იმისთვის, რომ უფრო ქარიზმატული იყოთ

9 მეთოდი იმისთვის, რომ უფრო ქარიზმატული იყოთ

ის, რომ ქარიზმატულობა თანდაყოლილი ნიჭია, მხოლოდ და მხოლოდ მითი გახლავთ. შესაბამისი ჩვევების გამომუშავებით ადამიანს შეუძლია გახდეს ქარიზმატული.

გთავაზობთ 9 ჩვევას, რომლებიც უნდა გამოიმუშაოთ იმისთვის, თუ გინდათ იყოთ უფრო ქარიზმატულები.

1. საუბრის დროს გამოიყენეთ სიტყვები, რომლებიც ყველასთვის მარტივად გასაგები იქნება - კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, დინ კით სიმონტონი მიიჩნევს, რომ ყველაზე ეფექტურია კომუნიკაციამაშინ, როცა ადამიანების გასაგებ ენაზე ვმეტყველებთ და არ ვიყენებთ სხვებისთვის გაუგებარ ტერმინებს. სწორედ ასეთ დროს ვპოულობთ ერთმანეთთან ემოციურ კავშირს. ქარიზმატულია ადამიანი მაშინ როცა, ის წარმოთქვამს გულიდან წამოსულ სიტყვებს. 

9 მეთოდი იმისთვის, რომ უფრო ქარიზმატული იყოთ

2. გამოხატეთ გრძნობები - ქარიზმატული ადამიანები გრძნობებს გამოხატავენ სპონტანურად და გულწრფელად. ეს კი, აძლევთ მათ საშუალებას, გავლენა მოახდინონ სხვების ემოციებზე და განწყობაზე. ასე რომ, როცა რაიმეთი აღფრთოვანებული ხართ, ნუ დამალავთ გულწრფელ ემოციებს და აჩვენეთ ეს სხვებსაც.

9 მეთოდი იმისთვის, რომ უფრო ქარიზმატული იყოთ

3. ისაუბრეთ თქვენი პოტენციალის შესახებ. ეს უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე თქვენს მიღწევებზე საუბარი - ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანი სხვებზე შთაბეჭდილებას მაშინ ახდენს და უფრო მეტ ქარიზმატულობას მაშინ იძენს, როცა საკუთარი შესაძლებლობების, პოტენციალის შესახებ საუბრობს.

9 მეთოდი იმისთვის, რომ უფრო ქარიზმატული იყოთ

4. უყურეთ ადამიანს თვალებში საუბრის დროს - ფსიქოლოგების დასკვნით, როცა საუბრის დროს ადამიანები ერთმანეთს უყურებენ, ისინი ერთმანეთის მიმართ უფრო მეტი ნდობით განეწყობიან. თუ ვინმე გესაუბრებათ, თქვენ კი მას თვალებში უყურებთ, ის თქვენ მიმართ ნდობით იმსჭვალება. 

9 მეთოდი იმისთვის, რომ უფრო ქარიზმატული იყოთ

5. თუ ვინმე მოგწონთ გამოხატეთ ეს თამამად - კვლევის თანახმად, მამაკაცი ქალის სიახლოვეს მაშინ ტრიალებს, თუ მისით იხიბლება, ხოლო ქალი იმ მამაკაცს, რომელიც მუდამ მის სიახლოვესაა, უფრო მომხიბვლელად და ქარიზმატულად მიიჩნევს. 

9 მეთოდი იმისთვის, რომ უფრო ქარიზმატული იყოთ

6. სხეულის ენა - ექსპერტები თანხმდებიან, რომ სხეულის ენა იმაზე მეტს გამოხატავს, ვიდრე სიტყვები. თუ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი საუბრობთ, ეს მიუთითებს, რომ საინტერესო არ ხართ და ადამიანებს დიდად ვერ ხიბლავთ, მაგრამ საუბრის დროს თუ ხელებით ჟესტიკულირებთ, ეს მიუთითებს, რომ საინტერესო და სასიამოვნო ადამიანი ხართ და სხვებს თქვენთან ურთიერთობის სურვილი უჩნდებათ. 

9 მეთოდი იმისთვის, რომ უფრო ქარიზმატული იყოთ

7. თუ ძაღლთან ერთად სეირნობთ, ადამიანები თქვენზე ფიქრობენ, რომ მზრუნველი ხართ და თქვენით იხიბლებიან - მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, ქალების უმეტესობას მომხიბვლელად მიაჩნია ის მამაკაცი, რომელსაც ძაღლი ჰყავს და მასზე ზრუნავს. 

9 მეთოდი იმისთვის, რომ უფრო ქარიზმატული იყოთ

8. უფრო მეტი ღიმილი - შვეიცარიელმა მეცნიერებმა ორი ექპერიმენტის შედეგად დაადგინეს, რომ მომხიბვლელობასა და ღიმილს შორის დიდი კავშირია. კვლევის თანახმად, გულწრფელი ღიმილი ადამიანს უფრო მომხიბვლელს ხდის.

9 მეთოდი იმისთვის, რომ უფრო ქარიზმატული იყოთ

9. მიეცით სხვებს საშუალება ისაუბრონ თავიანთ თავზე - ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, საკუთარ თავზე საუბრის დროს სტიმულირდება ტვინის ის არე, რომელიც ასევე აქტიურდება სექსის და გემრიელი საკვების მირთმევის დროს, ხოლო როცა ადამიანებს ვაძლევთ საშუალებას საკუთარ თავზე გვესაუბრონ და მათ ყურადღებით ვუსმენთ, ისინი ჩვენ უფრო მომხიბვლელებად აღგვიქვამენ და სასიამოვნო პიროვნებებად გვთვლიან.

9 მეთოდი იმისთვის, რომ უფრო ქარიზმატული იყოთ



<a href="businessinsider.com">businessinsider.com</a>