10 ნიშანი იმისა, რომ თქვენთვის მორალური სტანდარტების დაცვა მნიშვნელოვანია
- 30.01.2018
1. გულკეთილი ხართ ყველასთან: მეგობრებთან, ნათესავებთან და უცნობებთან.
ბუნებით ძალიან კეთილი ხართ. ქუჩაში უცხოსაც რომ დასჭირდეს დახმარება, წამითაც არ დაფიქრდებით.
2. მოთმინების დიდი უნარი გაქვთ.
ყველაზე რთულ დროსაც კი არ კარგავთ თავს და მოთმინებით ელოდებით მომენტს, რომელიც დაგიამებთ მიყენებულ ჭრილობებს და ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლის.
3. სამსახურისთვის თავდადებული ხართ.
თუ გადაწყვეტთ რომ რაიმე გააკეთოთ, ჯერ დაწყებულ სამუშაოს ამთავრებთ, და შემდეგ გადადიხართ ახალ პროექტებზე.
4. პატიოსანი ხართ და გარშემომყოფების ნდობას იმსახურებთ.
ადამიანებს თქვენი იმედი აქვთ, ისინი განდობენ საკუთარ საიდუმლოს და გრძნობენ, რომ თქვენთან შეუძლიათ იყონ გულახდილები.
5. ყველასთვის ეძებთ სამართლიანობას.
თქვენ ვერ ეგუებით უსამართლობას, და მაშინაც კი, როდესაც თავად არ ხართ მსხვერპლი, ხმას აიმაღლებთ და დაუყონებლივ მოითხოვთ სამართლიანობას.
6. არ გიყვართ დრამები.
პრობლემებს ლოგიკის მეშვეობით წყვეტთ, და ცდილობთ მოერიდოთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც სცენების გამართვა უყვართ.
7. გასცემთ საჩუქრებს, მაგრამ არაფერს ელოდებით სამაგიეროდ.
თქვენ არაფერს არ ელოდებით სხვებისგან, ვინაიდან სხვებისთვის სიხარულის მინიჭება - ეს თქვენი ბედნიერების საწინდარია.
8. გირჩევნიათ არ ილაპარაკოთ და საქმით დაამტკიცოთ.
თქვენ არ მოგწონთ დროის დაკარგვა ცარიელ ლაპარაკზე. პირიქით, გიყვართ რაიმე სასარგებლოს კეთება, იმიტომ რომ ამას არა მხოლოდ მორალური კმაყოფილება მოაქვს, არამედ უკეთესს გხდით, როგორც პიროვნებას.
9. არ აკრიტიკებთ არავის.
ყოველთვის საუკეთესოს ხედავთ ადამიანებში და არასოდეს არავის აკრიტიკებთ.
10. დამოუკიდებელი ხართ და იმ გზას მისდევთ, რომელიც თავად აირჩიეთ.
თქვენ არავისზე არ ხართ დამოკიდებული, მიჩვეული ხართ თავად აგოთ პასუხი საკუთარ ცხოვრებაზე. ეს გაქცევთ შეუპოვარ ადამიანად, რადგან იცით რისი მიღწევა გინდათ.
თემები: ურთიერთობა, დაბრკოლებები, სტანდარტები, მორალი
<a href="https://www.kefline.ru">https://www.kefline.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია