სტილი

მამაკაცური სტილის 10 წესი, რომლებიც ქალების გარდერობს განსაკუთრებულად უხდება

მამაკაცური სტილის 10 წესი, რომლებიც ქალების გარდერობს განსაკუთრებულად უხდება

მამაკაცური სტილის მიმართ უკვე 5 წელია რაც დიდი ინტერესია. გარდა იმისა, რომ ანდროგენური სტილი მოხერხებულია - მოცულობითი ნივთები, ფეხსაცმელი დაბალ ქუსლზე, ხელს არ უშლის მოძრაობას და თან არის მასში რაღაც დამაინტრიგებელი.

1. გადმოვიღოთ მამაკაცებისგან

მამაკაცური სტილის 10 წესი, რომლებიც ქალების გარდერობს განსაკუთრებულად უხდება

კლასიკური თეთრი პერანგი - ერთ-ერთი საბაზო ნივთია თითოეული ქალის გარდერობში. თუ გინდათ, რომ სტილი უფრო არაფორმალური იყოს, შეანაცვლეთ თეთრი პერანგი - ცისფერით. პერანგს დაამატეთ ბოიფრენდი-ჯინსი.

2. თავშეკავებული ფერების პალიტრა

მამაკაცური სტილის 10 წესი, რომლებიც ქალების გარდერობს განსაკუთრებულად უხდება

ანდროგენური სტილისთვის დამახასიათებელია მონოქრომი. მაგრამ სტილი უფრო საინტერესო გამოდის თუ რამდენიმე ნეიტრალურ ფერს ერთმანეთს შეუხამებთ. მაგალითად, რუხი + თეთრი + შავი, ან თეთრი + კრემისფერი + ყავისფერი.

3. აქცენტი დეტალებზე - საათი

მამაკაცური სტილის 10 წესი, რომლებიც ქალების გარდერობს განსაკუთრებულად უხდება

ანდროგენური სტილის დროს ყურადღება გაამახვილეთ დეტალებზე. თუ საათს ატარებთ, ყურადღება მიაქციეთ მამაკაცური სტილის მოდელებს, ლაკონური დიზაინით. ასეთ საათს, როგორც წესი, განიერი, მეტალის ან ტყავის სამაჯური, მრგვალი ან კვადრატის ფორმის ციფერბლატი, და მინიმუმამდე დაყვანილი დეტალები აქვთ.

4. ანდროგენური აქსესუარების ოსტატი

მამაკაცური სტილის 10 წესი, რომლებიც ქალების გარდერობს განსაკუთრებულად უხდება

მიუხედავად იმისა რომ ანდროგენური სტილი აქსესუარების მინიმუმს გულისხმობს, არსებობს ზოგიერთი რამ, რაც შეიძლება ადვილად ჩასვათ საკუთარ სტილში. ეს არის ქუდი-ფედორა და ბრუტალური სამაჯურები. ასევე ატარეთ დაბალქუსლიანი ბათინკები.

5. კლასიკური პალტო

მამაკაცური სტილის 10 წესი, რომლებიც ქალების გარდერობს განსაკუთრებულად უხდება

ეს ხომ ყველა პარიზელი ქალის საყვარელი სამოსია გრილ სეზონზე და მხოლოდ მას შეუძლია აჩვენოს ქალის შეუმჩნეველი შარმი.

6. არ დაინანოთ ფული სტილურ ბლეიზერში

მამაკაცური სტილის 10 წესი, რომლებიც ქალების გარდერობს განსაკუთრებულად უხდება

ბლეიზერს თანამედროვეობის ყველაზე სტილური ქალები ატარებენ: ოლივია პალერმოდან - ემანუელ ალტამდე. გააკეთეთ მისი კომბინირება შავი ფერის სკინისთან - და თქვენ ნამდვილად ტრენდულად გამოიყურებით.

7. განიერქუსლიანი ფეხსაცმელი

მამაკაცური სტილის 10 წესი, რომლებიც ქალების გარდერობს განსაკუთრებულად უხდება

კარგი ამბავი გვაქვს განიერი ქუსლის თაყვანისმცემლებისთვის - ასეთი ფეხსაცმელი ისევ მოდაშია. ეს შეიძლება იყოს ლოფერები, მოკასინები, სლიპონები. ლოფერების კომბინაცია ვიწრო შარვალთან ან მოკასინები ტყავის შარვალთან - ერთ-ერთი მოდური შეხამებაა.

8. კოსტიუმი

მამაკაცური სტილის 10 წესი, რომლებიც ქალების გარდერობს განსაკუთრებულად უხდება

კოსტიუმი ისევ დაბრუნდა მსოფლიო პოდიუმებზე. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვეს ხავერდის კოსტიუმებმა. იმისათვის, რომ თქვენი ჩაცმულობა ანდროგენური იყოს, ჩაიცვით კოსტიუმი ბოტასებთან კომბინაციაში.

9. მრავალფეროვნების ოსტატი

მამაკაცური სტილის 10 წესი, რომლებიც ქალების გარდერობს განსაკუთრებულად უხდება

ცივ სეზონზე მრავალფენოვანი ჩასაცმელი ყოველდღიურობას უფრო საინტერესოს ხდის. სცადეთ ატაროთ გრძელი პერანგი მოცულობით სვიტრთან და პალტოსთან ერთად. არ დაგავიწყდეთ, რომ საერთო ფერების პალიტრა ლამაზად შეახამოთ.

10. ვიწრო შარვალი

მამაკაცური სტილის 10 წესი, რომლებიც ქალების გარდერობს განსაკუთრებულად უხდება

დღეს შარვალი - ყოველდღიური სტილის დამოუკიდებელი ელემენტია. მისი კომბინირება ყველაფერთან შეიძლება. სტილური ანდროგენური განსახიერებისთვის ატარეთ, მაგალითად, მასიურ სვიტრებთან და კედებთან ერთად.