LIFE

რა უდევს საფუძვლად წყვილების განქორწინებას

რა უდევს საფუძვლად წყვილების განქორწინებას

ჩვენ, ყველანი, ჩვენი ოჯახებიდან მოვდივართ. ჩვენი მშობლები კი – თავიანთი ოჯახებიდან. ოჯახი ის ინსტიტუტია, რომელიც თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია, რომლის ინტერესებსა და შეხედულებებსაც მუდამ ვიზიარებთ და რომელიც ყველა ჩვენგანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, კონფლიქტებისა თუ ბევრი პრობლემისა, ოჯახი და ოჯახის წევრები არის იმედი, რომელიც ყოველთვის ცოცხლობს ჩვენში.

სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯია მისი შექმნა. უფრო სწორად მისი სწორ ადამიანთან შექმნა და შენარჩუნება. თუმცა, ჩვენი მცდელობებისა და სურვილების მიუხედავად, როგორც საერთაშორისო კვლევებმა დაადასტურა, სხვა, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებიც მონაწილეობს იმ სამწუხარო ფაქტში, რასაც განქორწინება ჰქვია:

14. თუ რომელიმე მიიჩნევს, რომ ყოველთვის მართალია

რა უდევს საფუძვლად წყვილების განქორწინებას

გგონიათ, თქვენს მეუღლეზე ჭკვიანი ხართ? ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება ყველაზე მნიშვნელოვანია წყვილთა ურთიერთობაში. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ყველა პრობლემის გასაღები 4 ფაქტორია: მუდმივი სიბრაზე და ზიზღი, პასიური აგრესია, თვალების ბრიალი და ყვირილი.

13. თუ ერთ-ერთი ძალიან უფროსია

რა უდევს საფუძვლად წყვილების განქორწინებას

თუ ქალი 1-დან 3 წლამდე უფროსია მეუღლეზე, განქორწინების რისკები 53%-მდე იზრდება. რისკები ძირითადად დაკავშირებულია იმ შემთხვევებთან, როდესაც ცოლია უფროსი ქმარზე. კვლევების მიხედვით, რისკები დაკავშირებულია განსხვავებულ ღირებულებებთან და ოჯახში ძალთა დაუბალანსებლობასთან.

12. როცა ცოლს მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე ქმარს

რა უდევს საფუძვლად წყვილების განქორწინებას

წყვილები, რომლებსაც ერთნაირი შემოსავალი აქვთ, უფრო მყარ ქორწინებაში იმყოფებიან, ვიდრე ისინი, რომელთა შორისაც ცოლს ქმარზე ორჯერ მეტი შემოსავალი აქვს. მსგავსი შემთხვევები განქორწინების რისკებსაც აორმაგებს.

11. თუ ერთ-ერთი ექიმი ან ექთანია

რა უდევს საფუძვლად წყვილების განქორწინებას

პროფესია და სამსახური წყვილის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამბობენ, რომ პოლიციელები, სამხედროები, ქორეოგრაფები და მოცეკვავეები განქორწინების 43%-იანი რისკის ქვეშ დგანან, ბარმენები – 38%-იანი, ხოლო ექიმები, ექთნები და ფსიქიატრები – 29%-იანი.

10. ქორწინებამდე ერთად ცხოვრება

რა უდევს საფუძვლად წყვილების განქორწინებას

რა თქმა უნდა, თანაცხოვრება მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქორწინება აუცილებლად უკეთესი იქნება. მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ ერთად ცხოვრების შემთხვევაში წყვილებს 12%-ზე მაღალი შანსი აქვთ წარუმატებელი ქორწინების.

9. თუ პირველი შვილი ქორწინებიდან პირველივე წელს ჩნდება

რა უდევს საფუძვლად წყვილების განქორწინებას

არც ისე კარგი იდეაა შეუღლებიდან პირველივე წელს შვილის გაჩენა. იცით, რომ ასეთ შემთხვევებში მეუღლესთან განშორების რისკი 24%-მდე იზრდება?

8. როცა ერთ-ერთი მწეველია, მეორე კი – არა

რა უდევს საფუძვლად წყვილების განქორწინებას

გაშორების რისკები 75%-დან 91%-მდე მერყეობს, თუ წყვილს შორის ერთ-ერთი ეწევა. რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულს ქორწინებასთან? სპეციალისტების აზრით, სხვადასხვა მსოფლმხედველობრივი ფასეულობები და განსხვავებული ცხოვრების წესი პრობლემატური ხდება.

7. როდესაც მეუღლეს ბავშვობის ტრავმები აწუხებს

რა უდევს საფუძვლად წყვილების განქორწინებას

ჩატარდა ორი კვლევა, ერთ-ერთში ბავშვობის სურათებს იკვლევდნენ, ხოლო მეორეში – სკოლის პერიოდის სურათებს. კვლევამ დაადგინა, რომ ბავშვები, რომლებიც სურათებში მოწყენილები არიან, ზრდასრულ ცხოვრებაში განქორწინების საფრთხის წინაშე დგებიან. მსგავსი პრობლემები იშვიათად ექმნებათ მათ, ვინც ბავშვობის ფოტოებში ბედნიერები ჩანან.

6. ვალები

რა უდევს საფუძვლად წყვილების განქორწინებას

მატერიალური პრობლემები სტრესის გამომწვევი მიზეზი ხდება და არა მხოლოდ განქორწინებას იწვევს, არამედ ბედნიერების დონესაც ძალიან ამცირებს. როდესაც წყვილს შორის ერთი მფლანგველია, 43%-მდე იზრდება განშორების რისკი. ასევე, პრობლემა იქმნება მაშინ, როდესაც მხოლოდ ერთი მათგანია დასაქმებული. მაშინაც, როცა ერთ-ერთს მეორესთან შედარებით ძალიან მაღალი ხელფასი აქვს და მეორე ზედმეტად ბევრს ხარჯავს. აღნიშნული იწვევს უთანხმოებებსა და დაპირისპირებებს წყვილებს შორის. ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა ბიუჯეტის სწორად დაგეგმვაა.

5. რთული ბავშვების მშობლებს ქორწინებაც რთული აქვთ

რა უდევს საფუძვლად წყვილების განქორწინებას

მშობლებს, რომელთა შვილებსაც ყურადღების დეფიციტისგან გამოწვეული ჰიპერაქტიური დარღვევა აქვთ, განქორწინების 23%-იანი რისკი ემუქრებათ. განშორების საშიშროება მანამ არსებობს, სანამ ბავშვი 8 წლის გახდება.

4. განქორწინება, ასე ვთქვათ, გადამდებია

რა უდევს საფუძვლად წყვილების განქორწინებას

თუ თქვენი მშობლები განქორწინებულები არიან, თქვენი მომავალი ქორწინებაც 40%-იანი რისკის ქვეშ დგება, ხოლო თუ განქორწინების შემდეგ ისევ შერიგდნენ – 91%-იანი რისკის ქვეშ.

3. თუ ორი გოგო გყავთ

რა უდევს საფუძვლად წყვილების განქორწინებას

სამწუხაროდ, განქორწინების რისკი 43%-მდე იზრდება, თუ ოჯახში ორი ქალიშვილია, 5%-მდე – თუ ერთი, – ამბობს ეკონომისტი კოლუმბიის უნივერსიტეტიდან კრისტინ მამენი. ამის საპირისპიროდ, თუ ოჯახში ორი ვაჟია, 37%-ით უფრო უახლოვდებიან მეუღლეები ერთმანეთს. „მიზეზი შესაძლოა, ის იყოს, რომ მამები გაცილებით მეოჯახეები ხდებიან, როდესაც ბიჭი უჩნდებათ“.

2. ადრეულ ასაკში შეუღლება, ან 32 წლის შემდეგ

რა უდევს საფუძვლად წყვილების განქორწინებას

უფროსებისგან ხშირად გაგონილი ფრაზა, რომ ადრეულ ასაკში შეუღლება ხანგრძლივი თანაცხოვრებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, სიმართლეა. ფსიქოთერაპევტი და ექსპერტი ურთიერთობის საკითხებში რეიჩელ სუზმანი ამბობს: „უამრავი პაციენტი მყოლია 40 წელს ზევით, რომლებმაც ადრეულ ასაკში იქორწინეს. და მათ, ასაკის ცვლილებასთან ერთად, სხვადასხვა მოთხოვნილებები და სურვილები აწუხებდათ“. მისი თქმით, 10-15 წელიწადში რადიკალურად იცვლებიან ადამიანები და განსხვავებულები ხდებიან – ეს კი სავსებით ნორმალურია.

კვლევები იმასაც ადასტურებს, რომ 32 წლის შემდეგ დაქორწინებული წყვილის განქორწინების შანსი ყოველწლიურად 5%-ით მატულობს. რეიჩელ სიუზმენის თქმით, ამის მიზეზი ხდება დამოუკიდებლობა და პირადი სივრცის საჭიროება.

1. ქორწინებას ახლავს წინასაქორწილო ნერვიულობა

რა უდევს საფუძვლად წყვილების განქორწინებას

უკანასკნელ წლებში ჩატარებული კვლევების მიხედვით, განქორწინების რისკი ორმაგდება იმ შემთხვევაში, თუ მომავალი პატარძალი ძალიან ნერვიულობს წინასაქორწილო სამზადისზე. ეჭვებს, რომ არსებობს შანსი, მისმა მეორე ნახევარმა გადაიფიქროს, და რომლებიც, როგორც წესი, გამუდმებით აწუხებთ მამაკაცებს, არანაირი ზეგავლენა არ აქვს ქორწინების მომავალზე.



წყარო:&nbsp;<a href="http://www.harpersbazaar.com/culture/features/a11844/surprising-predictors-of-divorce/">www.harpersbazaar.com</a>