„როდესაც კარგად გაცვია - შენ გამჩნევენ, და როცა ცუდად ხარ ჩაცმული - შენს ტანსაცმელს“, - ამბობდა შეუდარებელი კოკო შანელი. რთულია არ დაეთანხმო მას, რადგან ტანსაცმელი ხომ ჩვენი იმიჯის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩაცმულობაში დაშვებულ ნებისმიერ შეცდომას შეუძლია თქვენს საწინააღმდეგოდ ითამაშოს, განსაკუთრებით კი როცა საუბარია პირველ შეხვედრაზე ან საქმიან ურთიერთობაზე.
1. პიჯაკის შუა ღილი ყოველთვის უნდა შეიკრათ, ზედა ღილი - სურვილის მიხედვით, ქვედა ღილი - არასოდეს.
2. პერანგზე ან ბლუზაზე შეიძლება შეიხსნათ მაქსიმუმ ზედა ორი ღილი.
3. შეუხამეთ საყურე სამაჯურს, ყელსაბამი ან კულონი - ბეჭედს. 3 ან 4 სამკაული ერთნაირ ფერებში - ეს უკვე ზედმეტია.
4. ჰალსტუხის ბოლო შარვალზე ქამრის ხაზს უნდა წვდებოდეს ან ოდნავ ფარავდეს მას.
5. მინი ან დეკოლტე - ორივე ერთად უკვე ვულგარულად გამოიყურება.
6. თუ პერანგს პიჯაკის გარეშე იცვამთ, მაშინ ჰალსტუხი არ არის საჭირო.
7. ოფისში ჩასაცმელ ბლუზას დეკოლტე არ უნდა ჰქონდეს.
8. თუ პერანგს შარვალში იტანთ, აუცილებლად გაიკეთეთ ქამარი.
9. დაბალწელიან ჯინსებისა და მოკლე კარდიგანს შორის შიშველი სხეული არ უნდა ჩანდეს. კარდიგანის შიგნით ტოპი უნდა ჩაიცვათ.
10. ქამარის ფერი ფეხსაცმლის ფერს უნდა შეეხამებოდეს.
11. ტანსაცმელს ყველა ხილული იარლიყი აუცილებლად მოაჭერით.
12. არ გადააჭარბოთ პრინტებთან მიმართებაში. დასაშვებია შეახამოთ ერთი ფერის ორი სხვადასხვა პრინტი ან ერთნაირი ნახატის სხვადასხვა ზომის პრინტები.
13. წინდა უნდა იყოს საკმაოდ გრძელი, რათა დაჯდომისას შარვლიდან შიშველი ფეხები არ გამოგიჩნდეთ.
14. უსახელო საოფისე ბლუზა მხრებს უნდა ფარავდეს. ფორმალურ გარემოში წვრილი თასმები დაუშვებელია.
თემები: სტილი, ტრენდი, ელეგანტურობა, ჩაცმულობა
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>