ვიქტორია ბექჰემის სტილის 5 საიდუმლო, რომლებიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს
- 05.02.2018
ვიქტორია ბექჰემს ნამდვილი ნიჭი აქვს - ის წლობით ინარჩუნებს ამოუცნობ სტილს და ამავე დროს ყოველთვის ტრენდულად გამოიყურება.
1. არ უნდა გეშინოდეთ კონტრასტული შეხამებების
ბოლო დროს ვიქტორია ბექჰემს ძალიან შეუყვარდა ფერების კონტრასტული შეხამება. წითელისა და ლურჯის, ნარინჯისფერისა და მელნისფერის შერწყმა, მის ტანზე ყოველთვის იდეალურად გამოიყურება. მიზეზი ერთია, ის არასოდეს ირჩევს ერთდროულად ბევრ ფერს და არც ორ მკვეთრ ფერს იყენებს.
2. უპირატესობა მიანიჭეთ თეთრ ფეხსაცმელს
თეთრი ფეხსაცმელი და ბოტილიონები, უდავოდ, - სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი შენაძენია. აქვე ერთი საინტერესო დეტალია, რომელსაც შეუძლია თავიდან ააწყოს თქვენი სტილი.
ყურადღება მიაქციეთ: ვიქტორია ბექჰემი შავი ქვედაბოლოთი, შავი ჯემპრით, სათვალითა და აქსესუარების გარეშე. ეს საკმაოდ მოსაწყენი იქნებოდა, რომ არა მოდური შეხამება - თეთრი ფეხსაცმელი.
3. ატარეთ დიდი ჩანთა კლატჩივით
დაახლოებით ათი წლის წინ მთელმა მსოფლიომ გადაიღო ვიკის საფირმო მანერა - ატარო დიდი ჩანთა ხელის მტევანზე.
ახლა კი ახალი ფანდების დროა: ატარეთ რბილი დიდი ჩანთები კლატჩივით.
4. არ უნდა გეშინოდეთ მკაცრი კოსტიუმების
სტერეოტიპი, თითქოს მკაცრი შარვლები, ჟილეტები და ჟაკეტები მიღებულია მხოლოდ ოფისებში ან ღონისძიებებზე მკაცრი დრეს-კოდის დროს, ვიკიმ დაანგრია. თუ ჯერ კიდევ ეჭვი გეპარებათ, შესაფერისი იქნება თუ არა კოსტიუმები დღესასწაულებისთვის, შეხედეთ ვიქტორია ბეკჰემის ამ ფოტოს.
5. იყავი უფრო უბრალო
Less is more - ვიქტორია ბეკჰემის დევიზია. ის ძალიან მოხერხებულად ახამებს უბრალო ნივთებს ჰარმონიულად და უარს ამბობს შესამჩნევ აქსესუარებზე, მკვეთრ მაკიაჟზე და მაინც ისე გამოიყურება, თითქოს აი, ახლა უნდა გავიდეს პოდიუმზე - და ეს ყველაფერი ასე კარგად ფერების მკვეთრი შეხამები გამოსდის.
თემები: სტილი, როგორ ჩავიცვათ, სად რა ჩავიცვა, 2018 წლის ტენდენციები, ვიქტორია ბექჰემი
<a href="https://graziamagazine.ru">https://graziamagazine.ru</a>