10 საუკეთესო ფილმი თინეიჯერებისთვის - მათ გარეშე მოზარდობის პერიოდი წარმოუდგენელია
- 05.02.2018
1. “Mean Girls”/“ცუდი გოგონები“ - თუ ამ სტატიას კითხულობთ და თინეიჯერი არ ხართ, შესაძლოა, ფილმიდან ყველა დიალოგი ზეპირად იცოდეთ. ამ ფილმის გარეშე მოზარდობის პერიოდი წარმოუდგენელიც კია. ფილმი მოგვითხრობს 15 წლის გოგონაზე, რომელიც თავისი წესებით ცხოვრობს, მაგრამ როდესაც ახალ სკოლაში იწყებს სწავლას, ყველაფერი იცვლება.
2. „10 THINGS I HATE ABOUT YOU“/“ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი“ - რა ასაკშიც უნდა იყოთ ახლა, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ბევრი თქვენგანის საყვარელი ფილმია. გარდა საინტერესო სიუჟეტისა, კლასიკად ქცეულ ფილმში ნახავთ ამღერებულ ჰიტ ლეჯერს.
3. „The Breakfast Club“/”კლუბი-საუზმე“ - თინეიჯერული ფილმი, რომელიც დროს უძლებს. ის 1985 წელსაა გადაღებული და დღემდე აქტუალურია. ფილმი მოგვითხრობს 5 სკოლის მოსწავლეზე, რომლებიც დასჯილები არიან და შაბათს სკოლაში სპეციალური დავალება უნდა შეასრულონ.
4. “Easy A”/“მსუბუქი ყოფაქცევის ხუთოსანი“ - ფილმში მთავარ როლს ემა სტოუნი თამაშობს. ფილმში აღწერილია ხუთოსანი გოგონას ამბავი, რომლის შესახებაც სკოლაში გავრცელდება ჭორი, რომ ქალწულობა დაკარგა.
5. “She’s All That”/’ეს სულ ისაა“ - ფილმში აღწერილია ბიჭის ამბავი, რომელიც სკოლაში პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ მას შემდეგ, რაც შეყვარებულს დაშორდება, მისი პოპულარობა ეცემა, თუმცა ყველაფრის გამოსასწორებლად ერთი გზა აქვს, სკოლის ერთ-ერთი არაფრით გამორჩეული გოგონა ყველაზე ლამაზ გოგოდ უნდა აქციოს.
6. “Bring it on”/“მიაღწიე წარმატებას“ - ფილმში საფეხბურთო გუნდის მხარდამჭერი გოგონების ამბავია გადმოცემული, რომლებიც თავიანთი გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებენ. ფილმში ნახავთ ბევრ გამოწვევას და თავდაუზოგავ ბრძოლას გამარჯვებისთვის.
7. “A Cinderella Story”/”კონკიას ამბავი“ - ეს არის კონკიას ისტორიის კიდევ ერთი ეკრანიზაცია. ფილმში მთავარ როლებს ჰილარი დაფი და ჩად მაიკლ მიურეი ასრულებენ.
8. “A Walk to Remember”/“იჩქარე შეიყვარო“ - სკოლაში პოპულარულ ბიჭს ლენდონს, სკოლის შეუმჩნეველი მოსწავლე ჯეიმი შეუყვარდება. მათი სიყვარულის ისტორია გამორჩეულად უყვართ თინეიჯერებს. ფილმში მთავარ როლს მენდი მური ასრულებს.
9. „The Princess Diaries“/”პრინცესას დღიურები“ - ფილმის მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ მისი მამა პრინცი იყო და ის სამეფო ტახტის ერთადერთი მემკვიდრეა.
10. “Never Been Kissed”/”უკოცნელი“ - ფილმის მთავარმა გმირმა თავის ყოფილ სკოლაში სტუდენტად უნდა გაასაღოს თავი, რათა მოზარდების ცხოვრება შეისწავლოს. თუმცა ყველაფერი რთულდება, როცა მას ინგლისურის მასწავლებელი შეუყვარდება.
თემები: კინო, ფილმები, თინეიჯერი
<a href="http://www.seventeen.com">http://www.seventeen.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია