ჯანმრთელობა

7 წესი, რომლებიც დაგეხმარებათ დააჩქაროთ მეტაბოლიზმი და სწრაფად დაიკლოთ წონაში

7 წესი, რომლებიც დაგეხმარებათ დააჩქაროთ მეტაბოლიზმი და სწრაფად დაიკლოთ წონაში

1. მთლიანად გამორიცხეთ სწრაფი ნახშირწყლები

ეს პირველი და ყველაზე მთავარი წესია მათვის, ვისაც სურს სწრაფად დაიკლოს წონაში. სწრაფი ნახშირწყლების ჯგუფში შედის ტკბილეული, ცომეული (პური, პიცა), თაფლი, მაიონეზი, კეტჩუპი, გაზიანი სასმელები და ზოგიერთი ხილი (მაგალითად, ბანანი, ხურმა, ყურძენი). და, რა თქმა უნდა, შაქარი.

2. დაამატეთ რაციონში პროდუქტები უჯრედისის მაღალი შემცველობით

7 წესი, რომლებიც დაგეხმარებათ დააჩქაროთ მეტაბოლიზმი და სწრაფად დაიკლოთ წონაში

სწორედ უჯრედისი უნდა იკავებდეს მთავარ ადგილს იმ ადამიანების კვების რაციონში, ვისაც წონის პრობლემები აწუხებს. უჯრედისი აქვეითებს მადას, გამოყავს ორგანიზმიდან შლაკები და ტოქსინები. ზრდასრული ადამიანისთვის სადღეღამისო ნორმა შეადგენს 30-40 გრამს. უჯრედისის შემცველობით რეკორდსმენები არიან - პარკოსნები, ქატო, მწვანე ბოსტნეული, ხილი, ჩირი, მარცვლეული, მზესუმზირა, თხილი.

3. შეზღუდეთ ხილის წვენების გამოყენება

როგორც ახალგამოწურული, ასევე ნაყიდი. რადგან ამ შემთხვევაში სითხეში შაქრის შემცველობა დიდია. უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულის წვენებს ან უბრალოდ ხილს ფრუქტოზის მცირე შემცველობით - პაპაიას, მანგოს, ნესვს, მანდარინს.

4. ბოსტნეულის სმუზიზე უარს ნუ იტყვით

7 წესი, რომლებიც დაგეხმარებათ დააჩქაროთ მეტაბოლიზმი და სწრაფად დაიკლოთ წონაში

ის დაბალკალორიულია და შეიცავს სასარგებლო უჯრედისს. უკეთესი ეფექტისთვის სმუზით შეიძლება ჩაანაცვლოთ საუზმე ან სადილი.

5. დაივიწყეთ მარილი და მარილიანი პროდუქტები

გამორიცხეთ რაციონიდან ყველი, კონსერვები, ხორცის დელიკატესები და სხვა მარილიანი პროდუქტები. კერძის მომზადების დროს არ გამოიყენოთ მარილი, რადგან ის ისედაც შედის ნატურალური პროდუქტების შემადგენლობაში, თანაც საკმარისი რაოდენობით.

6. საღამოს (ვახშამზე) იკრძალება ნახშირწყლების მიღება

განსაკუთრებით ეს რთულ ნახშირწყლებს ეხება (პური, მარცვლეული, საკონდიტრო ნაწარმი). მიზეზი - იგივეა: ინსულინის გამომუშავების გაზრდა, სომატოტროპული ჰორმონის დონის შემცირება, და შედეგად ცხიმის დაგროვება პრობლემურ ზონებში. საკვების ბოლო ულუფა უნდა მიირთვათ დაძინებამდე 4 საათით ადრე.

7. დააჩქარეთ მეტაბოლიზმი ბუნებრივი გზით

მეტაბოლიზმის დაჩქარებას ხელს უწყობს საკვების ხშირი მიღება (5-6-ჯერ დღეში). საკვების მიღება აუცილებელია მცირე ულუფებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია არ გამოტოვოთ საუზმე, ვინაიდან ის მთელი დღით ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას. ასევე, არ დაგავიწყდეთ სუფთა წყლის დალევა - 10 ჭიქამდე დღეში (ჭამამდე 1 საათით ადრე და ჭამიდან 1 საათის შემდეგ).

ასევე კარგია მწვანე ჩაი, ასკილის ნაყენი, ჯანჯაფილის ჩაი. მეტაბოლიზმს აჩქარებს ცილით მდიდარი საკვებიც.

ხორცი და თევზი უკეთესია მიირთვათ ბოსტნეულთან და მწვანილთან ერთად, და არა კარტოფილთან. ასევე მათი მიღების დროს არ შეიძლება ხილის წვენების დაყოლება. 



<a href="https://graziamagazine.ru">https://graziamagazine.ru</a>