გაზაფხული ფერადი კაბების გარეშე წარმოუდგენელია. გამონაკლისი არც 2018 წლის გაზაფხული იქნება. დიზაინერები წელიწადის ამ სეზონისთვის მხიარული ფერების კაბებს გვთავაზობენ.
მოვემზადოთ გაზაფხულისთვის და ვნახოთ, როგორი კაბები იქნება ტრენდული.
1. წითელი წელს განსაკუთრებით აქტუალური იქნება, ასეთი სტილის კაბა კი, ტრენდული.
2. თუ გრძელი კაბა თქვენი სტილი არ არის, არჩევანი შეგიძლიათ მოკლე კაბაზე შეაჩეროთ, თუმცა ის აუცილებლად ფერადი უნდა იყოს.
3. მოდაში იქნება ვარდისფერი კაბები ყვავილების პრინტით და თავისუფალი სტილის სახელოებით.
4. გრძელი, თხელი, ღია ფერის კაბა, რომელსაც რომატიკული ქალის სამოსს უწოდებენ.
5. მუხლამდე კაბა, წინ მოკლე და უკან ოდნავ გრძელი - რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც დიზაინერები ღია ფერზე აკეთებენ არჩევანს.
6. ძალიან ღია ყვითელი ფერის კაბა სხვადასხვა პრინტით.
7. გაზაფხულის კაბა, რომელიც ქალს უფრო სექსუალურ იერს მიესცემს.
8. მწვანე, მოკლე, თავისუფალი სტილის კაბა.
9. ე.წ. კუბოკრული წელს ყველაზე აქტუალურია - ეს კაბა კი, გზაფხულზე უფრო ტრენდულს გაგხდით.
10. ღია ფერის ჯინსის კაბა - ეს კაბა გაგრძნობინებთ, რომ ზღაპრის გმირი ხართ.
11. ცისფერი, ჰაეროვანი კაბა - ეს ყველაზე თბილი და რომანტიკული ფერია.
12. გაშლილი, მუხლამდე კაბა
13. შავი კაბა თეთრი კოპლებით - ამ კაბით თქვენი ვიზუალი თვალშისაცემი გახდება.
თემები: სტილი, როგორ ჩავიცვათ, რჩევები, 2018 წლის ტენდენციები
<a href="http://www.harpersbazaar.com">http://www.harpersbazaar.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია