14 ცნობილი ადამიანი, რომლებსაც ფულის ხარჯვა არ უყვართ და ხელმომჭირნედ ცხოვრობენ
- 20.02.2018
1. წლებია, ჯენიფერ ლოურენსს Volkswagen Eos ჰყავს - 2011 წელს მსახიობი პირველად იყო ნომინირებული ოსკარზე, 2012 წელს მან „შიმშილის თამაშებში“ ითამაშა. ამის შემდეგ ის Volkswagen Eos-ით გადაადგილდება, რომელიც 39 000 დოლარი ღირს. მსახიობი არ აპირებს ის უფრო ძვირადღირებული მანქანით ჩაანაცვლოს.
2. პიტერ დინქლეიჯი - „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი ნიუ-იორკში ცოლთან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი ფული აქვს, ჰოლივუდში გადასვლას ძველ სახლში ცხოვრებას ამჯობინებს.
3. ფულის ხარჯვა არც ტელეწამყვან ჯეი ლენოს უყვარს - ჯეი ლენო ცნობილია მანქანების შეუდარებელი კოლექციით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ფულის ფლანგვა უყვარს. ლენო ცდილობს სულ მცირე ორი სამსახური ჰქონდეს და ერთ-ერთი მათგანიდან აღებული შემოსავალი შეინახოს. ის ერთი სამსახურიდან აღებულ თანხას ხარჯავს, ხოლო მეორე სამსახურიდან აღებულს - ინახავს.
4. კრისტენ ბილი ამბობს, რომ ის ზოგჯერ რაიმის საყიდლად სპეციალურ ფასდაკლების ბარათს მეზობლებს სთხოვს - კრისტენი ამბობს, რომ საყიდლებზე ის ყოველთვის ფასდაკლების ბარათით დადის. ერთხელ, როცა ჩემი ბარათი დავკარგე, მეზობელს ვთხოვე.
5. კერი ანდერვუდიც კრისტენ ბილის მსგავსად იქცევა - ის არასოდეს მიდის საყიდლებზე ფასდაკლების ბარათის გარეშე.
6. რომის პაპი ფრანცისკი სამ ოთახიან ბინაში ცხოვრობს - ისტორიულად, რომის პაპები მეფეებივით ცხოვრობენ, თუმცა ფრანცისკს ეს არ ეხება. მან გადაწყვიტა, რომ არ ეცხოვრა ვატიკანში, პაპისთვის განკუთვნილ სპეციალურ აპარტამენტში. ის ვატიკანში ერთ-ერთ ჰოსtელში ცხოვრობს, სადაც სამი ოთახი აქვს დაკავებული. ის ხშირად იწვევს სახლში მეზობლებს.
7. დეივ გროლი ჩვეულებრივი, საშუალო ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს - როკ ფულს საბანკო ანგარიშზე ინახავს. მას ჰყავს მანქანა, რომელიც მთელი ოჯახისთვისაა განკუთვნილი და აქვს სახლი, რომელიც მისი ოჯახისთვის საკმარისია.
8. სარა მიშელ გელარი - ის ფასდაკლების ბარათებს იყენებს. „თითქმის ყოველ დღე დავდივარ მაღაზიაში პროდუქტებისთვის. ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებოთ და ყოველთვის ახალი საჭმელი გვქონდეს. ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს ძალიან ძვირი ჯდება, მაგრამ ფასდაკლების ბარათებს თუ გამოიყენებენ, ასე არ არის“, - ამბობს სარა.
9. ვინსენტ კარტჰეიზერი - მსახიობი ცდილობს ხელმომჭირნედ იცხოვროს და ფული არ გაფლანგოს. ის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება. 2010 წელს „გარდიანთან“ ინტერვიუში ის ამბობდა - „ამ ეტაპზე საპირფარეშოც კი არ მაქვს. ჩემი სახლი ხის პატარა ყუთია. რა თქმა უნდა, ვგეგმავ ტუალეტის გაკეთებას, მაგრამ ახლა მეზობლებთან მივდივარ ხოლმე“.
10. ეშლი გრინი ამბობს, რომ ცდილობს, მყარად იდგეს მიწაზე და რეალობას არ მოსწყდეს - ფულის ხარჯვას ის ფულის დაზოგვას ამჯობინებს.
11. უორენ ბაფეტი ომაჰაში ისევ იმ 5 ოთახიან სახლში ცხოვრობს, რომელიც მან 1958 წელს 31 500 დოლარად იყიდა - ცნობილ ინვესტორს ცხოვრების უცნაური წესი აქვს. მისი ქონება დაახლოებით 80 მილიარდი დოლარია, მაგრამ ის კვლავ ძველ სახლში ამჯობინებს ცხოვრებას, ატარებს ძველ კადილაკს და დიდ თანხებს დებს ქველმოქმედებაში.
12. ზოე დეშანელი - ის დიდი პასუხისმგებლობით განკარგავს ქონებას. ზოე დაახლოებით 4 მილიონ დოლარს ფლობს. ის ცდილობს თვეში 1000 დოლარზე მეტი არ დახარჯოს, ხოლო 1000 დოლარს ქველმოქმედებას ახმარს.
13. ლუდაკრისს 24 წლის მანქანა ჰყავს - ის ცდილობს არ გაფლანგოს ფული. ლუდაკრისს 1993 წლის Acura ჰყავს.
14. კენდრიკ ლამარი - მისი რეპი ძირითადად იმ ხიფათზეა, რომელსაც ადამიანებს მატერიალიზმი უქმნის. კენდრიკი იმ პრინციპებით ცხოვრობს, რაზეც მღერის. რეპერი კალიფორნიის გარეუბანში, 4 ოთახიან ბინაში ცხოვრობს.
თემები: თავდაჯერებულობა, რჩევები, ფული, მილიონერი
<a href="http://www.thisisinsider.com">http://www.thisisinsider.com</a>