ჯანმრთელობა

თუ გსურთ, რომ წონაში აღარ მოიმატოთ, ეს 6 ჩვევა 35 წლამდე უნდა გამოიმუშაოთ

თუ გსურთ, რომ წონაში აღარ მოიმატოთ, ეს 6 ჩვევა 35 წლამდე უნდა გამოიმუშაოთ

1. უარი კონსერვირებულ საკვებს

თუ გსურთ, რომ წონაში აღარ მოიმატოთ, ეს 6 ჩვევა 35 წლამდე უნდა გამოიმუშაოთ

არ ჭამოთ დაკონსერვებული პროდუქტები და პროდუქტები, რომლებსაც შენახვის დიდი ვადა აქვთ. გარდა იმისა, რომ ისინი ნაკლებად სასარგებლოა, ბევრად კალორიულიც არის და კონსერვანტებს შეიცავენ, რაც მადას განსაკუთრებულად ზრდის. ამ ტიპის საკვები მიჩვევას იწვევს და გაიძულებთ ყოველდღე იყიდოთ. კონსერვირებული საკვები, გაყინულით შეცვალეთ.

2. თავად მოამზადეთ

თუ გსურთ, რომ წონაში აღარ მოიმატოთ, ეს 6 ჩვევა 35 წლამდე უნდა გამოიმუშაოთ

თქვენ ვერასოდეს იტყვით დარწმუნებით თუ რამდენი ზეთი ან რაიმე სხვა ინგრედიენტი გაუკეთა კერძს უცნობმა კულინარმა. როდესაც თავად ამზადებთ კერძს, არჩევანი გააკეთეთ უფრო ჯანსაღსა და მსუბუქ ინგრედიენტებზე.

3. შეამცირეთ შაქრის მიღება

თუ გსურთ, რომ წონაში აღარ მოიმატოთ, ეს 6 ჩვევა 35 წლამდე უნდა გამოიმუშაოთ

თუ აქამდე ყავაში 2 ჩაის კოვზ შაქარს ამატებდით, შეამცირეთ ერთ კოვზამდე. თუ დესერტზე მიირთმევდით ერთ ნაჭერ ტორტს, ნახევარი გაუზიარეთ მეგობარს. რაციონში შაქრის რაოდენობის შემცირება საგრძნობლად შეამცირებს საერთო კალორიულობას.

4. დალიეთ წყალი ჭამის წინ

თუ გსურთ, რომ წონაში აღარ მოიმატოთ, ეს 6 ჩვევა 35 წლამდე უნდა გამოიმუშაოთ

ჩვენ ორგანიზმს ხშირად ერევა ერთმანეთში წყურვილი და შიმშილი. როდესაც გწყურიათ, მეტს ჭამთ, ვიდრე სხვა დროს. მოშიებისას დალიეთ ნახევარი ჭიქა წყალი და დაიცადეთ 5 წუთი. თუ შიმშილის გრძნობამ გაგიარათ, დალიეთ დარჩენილი ნახევარი ჭიქა წყალი და დაკავდით რაიმე საქმით. თუ 5 წუთის შემდეგ ისევ მშიერი იქნებით, ესე იგი დროა მიირთვათ.

5. გაზარდეთ კუნთოვანი მასა

თუ გსურთ, რომ წონაში აღარ მოიმატოთ, ეს 6 ჩვევა 35 წლამდე უნდა გამოიმუშაოთ

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა ბოდიბილდერები უნდა გახდეთ. უბრალოდ უნდა გესმოდეთ, რომ ასაკის მატებასთან ერთად კუნთოვანი მასა მცირდება, ცხიმოვანი კი იზრდება, მაშინ როდესაც სწორედ კუნთების დახმარებით ვწვავთ ზედმეტ კალორიებს. დაუთმეთ ფიზიკურ ვარჯიშს იმდენი წუთი დღე-ღამეში, რამდენი წლისაც ხართ. აქტიურობა გულისხმობს არა მხოლოდ სპორტულ დარბაზსა და სირბილს, არამედ ჩქარ სიარულს, აქტიურ დალაგებას სახლში, კიბეებზე ასვლას.

6. ზომიერება ალკოჰოლთან მიმართებაში

თუ გსურთ, რომ წონაში აღარ მოიმატოთ, ეს 6 ჩვევა 35 წლამდე უნდა გამოიმუშაოთ

ალკოჰოლი ძალიან კალორიულია, თანაც ზრდის მადას. აიღეთ წესად შეანაცვლოთ ალკოჰოლური სასმელი იმავე რაოდენობის წყალთან, თუ საუბარია ღვინოზე ან შამპანიურზე. მაგარი სასმელების შემთხვევაში დალიეთ სამმაგი რაოდენობის წყალი.



<a href="https://www.cosmo.ru/">https://www.cosmo.ru/</a>