მსოფლიოს 5 ყველაზე უცნაური ქალაქი, რომლებიც გამოცდილ მოგზაურებსაც აოცებთ
- 20.02.2018
1. ქალაქი, სადაც არ შეიძლება სიკვდილი
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჩრდილოეთ დასახლებაში - ქალაქ ლონგიირში, შპიცბერგენი, ოფიციალურად არის აკრძალული სიკვდილი. ეს იმიტომ, რომ მუდმივი სიცივის გამო სხეული არ იხრწნება და შეიძლება ველური ცხოველები მიიზიდოს. ადამიანები, რომლებიც მალე უნდა მოკვდნენ, სპეციალური თვითმფრინავებით ნორვეგიის სხვა ქალაქებში გადაყავთ.
2. ყველაზე „ჯოჯოხეთური“ ქალაქი
აშშ-ს მიჩიგანის შტატში არსებობს პატარა ქალაქი სახელწოდებით Hell (ჯოჯოხეთი). ზუსტად არ არის ცნობილი საიდან გაჩნდა ეს სახელწოდება, მაგრამ მაცხოვრებლები სიამოვნებით უნარჩუნებენ ქალაქს „ჯოჯოხეთურ“ იმიჯს. ტურისტები სიხარულით იღებენ ფოტოებს წარწერების ფონზე „მობრძანდით ჯოჯოხეთში“. სუვენირების მაღაზიაში 1 კვ. მ-ის მიწის საკუთრების ყიდვა ჯოჯოხეთში, 6.66 დოლარად შეგიძლიათ.
3. ქალაქი - ჩინეთის ასლი
ჩინელებმა ყველაფრის კოპირება ისწავლეს. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ქალაქიც კი დააკოპირეს. იმისათვის რომ ჩინეთის მოქალაქეებს ქვეყნიდან გაუსვლელად ჰქონდეთ საშუალება ისეირნონ ევროპულ ქუჩებში, გადაწყვიტეს პატარა ავსტრიული ქალაქის ჰალშტატის ასლი გაეკეთებინათ.
4. უკანასკნელი თავისუფალი ქალაქი
სლებ-სითი - ეს ადგილია კალიფორნიაში, სადაც ძირითადად მაწანწალები, პენსიონრები, ჰიპები და ის ადამიანები ცხოვრობენ, ვისაც არსად არა აქვთ წასასვლელი. ადამიანები ამ ქალაქში ტრაილერებში და იმპროვიზირებულ ქოხებში, წყალგაყვანილობის, ელექტროენერგიისა და მისამართების გარეშე ცხოვრობენ. სლებ-სითიში არც კომუნალური სამსახურებია, და არც ბინის გადასახადი. ეს ყველაფერი უცნაურად ჟღერს, მაგრამ ბევრი, ვინც იქ ყოფილა, ამბობს, რომ ქალაქი ძალიან კომფორტულია. მაცხოვრებლები ქალაქს „უკანასკნელი თავისუფალი ადგილს შეერთებულ შტატებში“ უწოდებენ.
5. ქალაქი კლდეში
ესპანეთის პატარა ქალაქი სეტენილ-დე-ლას-ბოდეგასი ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. იმიტომ რომ ის უცნაურად არის შეჭრილი უზარმაზარ ბაზალტის კლდეში. აქ არის ჩვეულებრივი ქუჩები, მაგრამ ცის მაგივრად უყურებთ კლდეებს. ჩამოსულებს ჰგონიათ, რომ ეს კლდეები სადაც არის ჩამოინგრევა, მაგრამ უკვე საუკუნეებია ასე დგას.
თემები: მოგზაურობა, მსოფლიო, მოგზაური
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია