რატომ შორდებიან წყვილები ერთმანეთს ხანგრძლივი თანაცხოვრების შემდეგ? – 9 მთავარი მიზეზი
- 23.02.2018
არიან წყვილები, რომელთა ურთიერთობასაც ერთი შეხედვით არაფერი ემუქრება, იდეალური წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებენ და ერთმანეთთან მრავალწლიანი თანაცხოვრება აკავშირებთ, თუმცა მოულოდნელად დაშორების გადაწყვეტილებას იღებენ.
1. აღარ აქვთ სექსი - ან არ აქვთ საკმარისი სექსი. სექსი ადამიანების ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი ერთმანეთისადმი ლტოლვას აღარ განიცდით და ერთმანეთთან სექსის სურვილი აღარ გაქვთ, ეს ურთიერთობაში პრობლემებს აჩენს.
2. მატერიალური პრობლემები - თუ ფულის საკითხთან დაკავშირებით წყვილი ვერ თანხმდება - ერთი ცდილობს ფინანსები აკონტროლოს, ხოლო მეორე მუდამ ფულის ხარჯვაზე ფიქრობს, ესეც პრობლემას წარმოშობს.
3. პრობლემები ჩნდება, როცა წყვილს შვილი არ ჰყავს - შესაძლოა, რომელიმე პარტნიორს არ სურს შვილი, ან გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ უჩნდებათ. ამ ფაქტმა შეიძლება მყარი ურთიერთობა დაანგრიოს.
4. კომუნიკაციის ნაკლებობა - კომუნიკაცია ყველაზე ეფექტური საშუალებაა ურთიერთობის შენარჩუნებისთვის და როცა წყვილებს არ აქვთ კომუნიკაცია, პრობლემები იქმნება. ისაუბრეთ ყველაფერზე, პრობლემებზე, გამოსავლის მოძებნის გზაზე, გრძნობებზე. ერთმანეთს ნურაფერს დაუმალავთ და ნუ გაუუცხოვდებით.
5. უკომპრომისობა - შეგიძლიათ, ისაუბროთ ყველფერზე რაც გინდათ, მაგრამ საუბარი ვერ გამოიღებს შედეგს, თუ დათმობაზე არ წახვალთ. ორივე პარტნიორს უნდა შეეძლოს კომპრომისზე წასვლა. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ურთიერთობა მყარი.
6. ღალატი და ტყუილი - ურთიერთობის ექსპერტები საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ღალატის შემთხვევები უფრო ხშირია მრავალწლინი ქორწინებების დროს და ეს ურთიერთობის დანგრევას განაპირობებს.
7. პრობლემები ჩნდება მაშინ, როცა აღარაფერი გაქვთ საერთო - ხდება ისე, რომ წლების შემდეგ ადამიანებს ერთმანეთის აღარაფერი მოსწონთ, ეცვლებათ შეხედულებები და ამის გამო ვეღარ უგებენ ერთმანეთს.
8. ურთიერთობაში პრობლემებს აჩენს სხვადასხვა მავნე ჩვევებისკენ მიდრეკილება - მაგ: ზოგჯერ პარტნიორებიდან ერთ-ერთი შეიძლება ალკოჰოლზე გახდეს დამოკიდებული. ასეთ დრო ოჯახური თანაცხოვრება, უმეტეს შემთხვევაში, ბრძოლის ველს ემსგავსება ხოლმე. ეს და მსგავსი ჩვევები ხშირად ხდება მრავალწლიანი ურთიერთობის დანგრევის გამომწვევი მიზეზი.
9. როცა პარტნიორები ერთმანეთის მიმართ პატივისცემას კარგავენ - მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ არის შემთხვევები, როცა ადამიანები ერთმანეთის მიმართ პატივისცემას კარგავენ, არ უსმენენ ერთმანეთს და არ ითვალისწინებენ საყვარელი ადამიანის აზრს. ერთმანეთს უხეშად ექცევიან. ასეთი თანაცხოვრების ბოლო წერტილი განშორებაა.
თემები: განქორწინება, ურთიერთობა, წყვილი, ბედნიერი წყვილი
<a href="https://www.cosmopolitan.com">https://www.cosmopolitan.com</a>