როცა სასიყვარულო ურთიერთობაში ხართ, საყვარელ მამაკაცთან დიდ დროს ატარებთ. თქვენ შეიძლება დაუსრულებლად ისაუბროთ სამსახურის, ოჯახის და მეგობრების შესახებ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს საკითხები მოსაწყენი ხდება. იმისთვის, რომ ურთიერთობა იყოს სიახლეებით სავსე და საინტერესო იყოს მას შესაბამისი კითხვები უნდა დაუსვათ.
უნდა იცოდეთ ყველაფერი მის შესახებ - მისი ოცნებები, მოლოდინები, ის, თუ რისი მირთმევა უყვარს საუზმის დროს და ა.შ.
გთავაზობთ 29 საინტერესო და სახალისო კითხვას, რომლებიც საყვარელ მამაკაცს უნდა დაუსვათ. თავად დარწმუნდებით, რომ ურთიერთობა სიახლით აივსება და მოსაწყენ რუტინულ დიალოგებს თავს დააღწევთ.
1. ბავშვობაში რაზე ოცნებობდი, რა პროფესიის არჩევა გსურდა?
2. რას ფიქრობ პოლიტიკის შესახებ?
3. რომელ სიმღერას უსმენდი ხოლმე ყველაზე ხშირად?
4. ბოლოს რა საჭმელი მოამზადე?
5. რომელ შოუში მიიღებდი მონაწილეობას?
6. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სკოლის პერიოდში ისწავლე?
7. როგორია შენთვის საუკეთესი ნაყინი?
8. რომელი წესის დაცვა გეჯავრებოდა ბავშვობაში ყველაზე მეტად?
9. რომელია შენი აზრით ადამიანის ცხოვრებაში საუკეთესო ასაკი და რატომ?
10. მომიყევი შენს ყველაზე საშინელ პაემანზე.
11. ძაღლი, თუ კატა?
12. რომელი ჟანრის ფილმები გიყვარს?
13. ჩემში ყველაზე მეტად რა მოგწონს?
14. რისი გეშინია ყველაზე მეტად?
15. სადილზე ოთხი ადამიანის მიწვევა რომ შეგეძლოს, ვის დაპატიჟებდი?
16. რომელია შენი საოცნებო ქვეყანა სამოგზაუროდ?
17. პრეზიდენტისთვის რაიმის თქმის შესაძლებლობა რომ მოგეცეს, რას ეტყოდი?
18. ვინ იყო შენი პირველი სიყვარული?
19. ვინ არის შენი შთაგონების წყარო?
20. რას აკეთებ როცა არ გეძინება?
21. სუშის აირჩევდი, თუ მექსიკურ სამზარეულოს?
22. სად, რა ვითარებაში აკოცე პირველად?
23. გირჩევნია გქონდეს კარგი სახლი, საუკეთესო მანქანა და საუკეთესო სამოსი, თუ ამჯობინებ მთელი ფული მოგზაურობაში დახარჯო?
24. რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
25. როგორ წარმოგიდგენია სრულყოფილი და ბედნიერი პარასკევი საღამო?
26. გასართობი პარკის დიზაინერი რომ იყო, როგორი იქნებოდა ის?
27. სურსათის მაღაზიაში კალათაში პირველად რას ჩააგდებდი?
28. ერთ დღეს რომ ცხოველად გადაქცევა შეძლო, რომელ ცხოველად ყოფნას ისურვებდი?
29. რა არის ყველაზე დიდი უხერხულობა, რომელიც ცხოვრებაში შეგქმნია?
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ქალები
<a href="hellogiggles.com">hellogiggles.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია