2018 წლის ოსკარზე წარდგენილი 9 ფილმი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ
- 25.02.2018
წლის მთავარი კინოდაჯილდოება 4 მარტს გაიმართება, თუმცა სანამ საუკეთესო ფილმს გამოავლენენ, მანამდე გთავაზობთ ოსკარზე წარდგენილ ცხრა საუკეთესო ფილმს:
1. Call Me By Your Name/“შენი სახელით მომმართე“ - ეს ემოციური ფილმი თინეiჯერ ბიჭზე მოგვითხრობს, რომელიც ზაფხულის არდადეგებს ოჯახის წევრებთან ერთად იტალიაში ატარებს. მას განსაკუთრებული, საიდუმლო რომანტიკული ურთიერთობა აქვს მამამისის ასისტენტთან.
2. Darkest Hour - რეჟისორ ჯო რაიტის ფილმში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის მმართველობის მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მონაკვეთია აღწერილი. ეს არის პერიოდი, როცა მას ურთულესი გადაწყვეტილებების მიღება უწევს.
3. Dunkirk/დიუნკერკი - აქ ნაჩვენებია გმირობის სამი მაგალითი მეორე მსოფლიო ომის დროს. ფილმი დიუნკერკის ევაკუაციის ისტორიას აღწერს.
4. Get Out/”თავს უშველე“ - ფილმი მოგვითხრობს შავკანიან ფოტოგრაფზე, რომელიც თავისი თეთრკანიანი შეყვარებულის ოჯახის გასაცნობად მიდის. მასში რასიზმი სატირული გზითაა აღწერილი.
5. Lady Bird - ფილმი თავისუფლების მოყვარული საკრემენტოელი თინეიჯერის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ერთი სული აქვს როდის გაიქცევა კათოლიკური სკოლიდან, თავისი მშობლიური ქალაქიდან და როდის გაექცევა კონტროლის მოყვარულ დედას.
6. Phantom Thread - ფილმი XX საუკუნის 50-იანი წლების ლონდონზე მოგვითხრობს. აქ აღწერილია ლონდონელი დიზაინერის ისტორია, რომელიც სამოსს ბრიტანეთის სამეფო ოჯახისა და ელიტისთვის ქმნიდა. ფილმში ნახავთ, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც გარეგნულად ჩანს.
7. The Post - ფილმში მთავარ როლებს შეუდარებელი მერილ სტრიპი და ტომ ჰენკსი ასრულებენ. ის თეთრი სახლისა და მედიის ურთიერთობაზე მოგვითხრობს. ფილმი 1970 წელს პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტაციის გამოქვეყნების ამბავს აღწერს.
8. The Shape of Water/“წყლის ფორმა“ - ფილმში ცივი ომის პერიოდია აღწერილი. ფანტასტიკურ ზღაპარში დაუჯერებელი სასიყვარულო ისტორიაა აღწერილი. ამ ფილმის ნახვისას ემოციების ზღვა გელოდებათ. მისი მთავარი გმირი ლაბორატორიის მუნჯი დამლაგებელია, რომელსაც უცნაური არსება შეუყვარდება.
9. Three Billboards Outside Ebbing, Missouri/”სამი ბილბორდი ებინგის საზღვრებს მიღმა, მისური“ - ფილმში მოთხრობილია ქალის შესახებ, რომელიც როცა ხედავს, რომ პოლიცია მისი მოკლული შვილის მკვლელის მოსაძებნად არაფერს აკეთებს, თავად იღებს შესაბამის ზომებს. ფილმი გაჯერებულია შავი იუმორით, ემოციებით და მსახიობების შესანიშნავი ოსტატობით.
თემები: კინო, ფილმები, ოსკარი, 2018 წელი
<a href="https://www.usatoday.com">https://www.usatoday.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია