SEX

როცა მას მხოლოდ სექსი სურს

როცა მას მხოლოდ სექსი სურს

„მე არ ვიცი, რა იყო კითხვა, მაგრამ პასუხი ყველა შემთხვევაში არის სექსი!“ – თუ ვუდი ალენს დავუჯერებთ, ყველაფერზე პასუხი სწორედ რომ სექსია! პროდუქტიულობა, ენერგიულობა, განწყობა და ფიქრის უნარიც კი ჯანსაღი სექსუალური ცხოვრების არსებობის შემთხვევაში უმჯობესდება.

კარგი სექსის გარდა, სწორი პარტნიორის შერჩევაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან სექსი მხოლოდ აქტი არ არის. მერე რა, რომ სექსით სხვადასხვა პრაქტიკული შედეგის მიღება შეგვიძლია? ამ პრაქტიკული შედეგების მიზეზით ვინმე კავდება სექსით?

როცა მას მხოლოდ სექსი სურს

ხშირად ადამიანები თავიანთ პარტნიორებს უჩივიან. არა იმიტომ, რომ საწოლში ერთმანეთს ვერ ეწყობიან და სხვა ფიზიოლოგიური პრობლემები აქვთ, არამედ იმიტომ, რომ ემოციურ ან ინტერესთა კონფლიქტს განიცდიან.

თუ მიზეზები გეცნობა, პარტნიორზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებ:

1. ნაკლები პრელუდია

თუ პარტნიორის აღგზნებას შენ უფრო ხშირად ცდილობ, ის კი თითქმის არასოდეს აკეთებს საპირისპიროს, ეს თავისთავად, ეჭვებს აჩენს. მართალია, გაცილებით მარტივია პარტნიორის დადანაშაულება, მაგრამ რეალურად ამაში დამნაშავე თვითონ ხარ.

როცა მას მხოლოდ სექსი სურს

2. არ გაცნობს მეგობრებს

თუ მას ნამდვილად სურს, მის ცხოვრებაში გარკვეული ადგილი შენც გეჭიროს, აუცილებლად გაგაცნობს მეგობრებს, რომლებთან ერთადაც ხშირად ატარებს დროს.

3. არასოდეს გეკითხება მეგობრებზე, ოჯახსა და სამსახურზე

როცა მას მხოლოდ სექსი სურს

თუ მას შენთან მხოლოდ სექსი სურს და აკმაყოფილებს, ყოველთვის შეეცდება, თავი არ შეიწუხოს მსგავსი შეკითხვებით. მაგრამ, როდესაც მამაკაცი ურთიერთობისთვის მზად არის, მას ზედმეტ ტვირთად აღარ მოეჩვენება შენი ცხოვრება და ყველაფერი შენთან დაკავშირებული.

4. ზედმეტად დაკავებულია იმისთვის, რომ დაგეგმოს

დიალოგი ხომ არ გეცნობა?

„შენ: ამ შაბათ-კვირას რამე მოვიფიქროთ.

ის: ვნახოთ.

შენ: არა, მართლა! შეგვიძლია, კინოში წავიდეთ.

ის: შეიძლება, მაგრამ კინო არ მევასება

შენ: ვახშამი?

ის: მაგ დროისთვის სხვა საქმეები მაქვს“.

პარტნიორი თავიდან გიცილებს. მაშინაც კი, როცა, სექსის გარდა, სხვა რამეზე არ ესაუბრები, მაინც ცდილობს, თავიდან მოგიშოროს. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია, დაელაპარაკო. არანაირი ნაზი თეთრეული, არანაირი მოფერება და კოცნა, მხოლოდ საუბარი!

5. მაშინ გწერს ან გირეკავს, როცა თვითონ უნდა 

როცა მას მხოლოდ სექსი სურს

თუ მაშინ გირეკავს, როცა ძალიან უნდა შენთან, ამაში ცუდი არაფერია. განსაკუთრებით მაშინ, როცა თავადაც არ განიცდი დისკომფორტს. თუმცა, უნდა იცოდე, რომ მხოლოდ სექსისთვის შეხვედრა პაემანს არ ნიშნავს. ნუ დაარწმუნებ საკუთარ თავს საწინააღმდეგოში.

6. როცა მეგობრის შეყვარებულზე გესაუბრება

თუ ის თავისი მეგობრის შეყვარებულს აკრიტიკებს და ათასგვარ საშინელებას ამბობს, სულ არ ნიშნავს, რომ ნდობას გიცხადებს. თუ მას, სულ მცირე, კარგი რამის თქმაც არ შეუძლია საუკეთესო მეგობრის შეყვარებულზე, ნიშნავს, რომ თავადაც არ სურს, ვინმესთან რაიმე სახის ურთიერთობა ჰქონდეს.

7. ყოველთვის ცდილობს, შეგახსენოს, რამე არ დაგრჩეს

„ჟაკეტი არ დაგრჩეს... აი, შენი მაისური... ტუჩსაცხი აიღე? ეს ფაილი მიგაქვს თუ გადავაგდო?“

8. არასოდეს გიმზადებს საუზმეს

არის რაღაც ინტიმური დილის სექსის შემდეგ საუზმეში. თუ მამაკაცს ქალი მოსწონს, დიდი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომ ყოველთვის ეცდება, საუზმე მოუმზადოს. თუ არ მოსწონს, მას სახლისკენ მიმავალ გზაზე წახემსება მოუწევს.

9. ყველაფერს სექსუალურ კონტექსტში განიხილავს

თუ შენი სამსახურის საქმეებზე საუბრისას სექსუალურ კონტექსტში გეხუმრება, მას მეტი არც არაფერი აინტერესებს. მაგალითად, უყვები, როგორ შექმენი უახლესი აპლიკაცია, რომელიც ენერგიას პირდაპირ ჰაერიდან იჭერს და ტელეფონს დატენა აღარ სჭირდება. ის კი გპასუხობს: „კიდევ ვიცი რაღაც, რის დაჭერასაც ჰაერში შეძლებ“. ასეთ მამაკაცებს კომპლიმენტის თქმის უნარი, უბრალოდ, დაკარგული აქვთ.



წყარო:&nbsp;<a href="http://www.womenshealthmag.com/sex-and-love/only-interested-in-sex?utm_source=facebook.com&amp;utm_medium=Social&amp;utm_term=658429915&amp;utm_campaign=Women%27s+Health">www.womenshealthmag.com</a>