მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანი განსხვავდებით სექსუალური სურვილებით და პრობლემებითაც, ჩვენს ზოდიაქოს აქვს საერთო მახასაითებლები რომელიც ჩვენს ეროტიკულ იდეებს აერთიანებს - ამბობს New York City-ის ასტროლოგი ანაბელ გატი.
აღმოაჩინე შენი ზოდიაქოს ყველაზე დიდი ეროტიკული “გაჭედილობა” და პრობლემის გადაჭრის გზა.
ვერძი
იმპულსიურ და მოუთმენელ ვერძს შეუძლია ერთი კილომეტრი წუთში დაფაროს - საწოლიდან და საწოლისკენ,- ამბობს ასტროლოგი გატი. თქვენ ცნობილი ხართ, იმით, რომ სწრაფად შეგიძლიათ მომართოთ თავი სექსუალური აქტისკენ, მაგრამ მიზანს თუ სწრაფად მიაღწევთ, გამოტოვებთ იმ სიამოვნებებს, რომელიც ფინალამდე არსებობს. მართალია, უმეტესობა ვერძი არ ოცნებობთ “ნელ სექსზე”, მაგრამ სიჩქარის გამო “გადაწვის” შანსი უფრო მეტია.
თქვენი ნაბიჯი: შეახსენეთ თქვენს თავს, არ დააჩქაროთ წინასააქტო „თამაშები“. გამოიყენეთ ეს დრო და დატკბით პარტნიორით.
კურო
მართალია, ცნობილი ხართ თქვენი სიჯიუტით, მაგრამ საბნის ქვეშ ექსპერიმენტები თქვენი სტიქიაა. ეს ექსპერიმენტები ძირითადად გულისხმობს პოზების და სექსის სტილის ცვლას, მაგრამ ნაკლებად პარტნიორის.
თქვენი ნაბიჯი: უფრო მეტ ადამიანს მიეცით უფლება სექსუალურად გაგიცნონ. მათგან ბევრ სხვადასხვა საინტერესო ენერგეტიკას მიიღებთ. წადით ერთხელაც ბარში და „დაკერეთ“ ვინმე ისეთი, ვისთანაც მანამდე არასდროს დაწვებოდით. ვინ იცის, ეს შეიძლება თქვენ ყველაზე მაგარ სექსუალურ გამოცდილებად დარჩეს.
ტყუპები
დასაწყისისთვის კარგი ამბები: ჭორიკანა ტყუპები „სექსტინგის“ და „ბინძური საუბრების“ დედოფლები არიან - ამბობს გატი. - მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს. სწორედ ამ მიზეზის გამო, თქვენთვის რთულია გონებიდან გახვიდეთ და მომენტს დანებდეთ, ეს კი აუცილებელია, თუ გინდათ თქვენი სიამოვნების ოპტიმიზირება!
თქვენი ნაბიჯი: სიტუაციის გამოსწორების გასაღები თქვენ ხართ! სანამ ვინმეს საწოლში ჩაუგორდებოდეთ, მეტი დრო დაუთმეთ თქვენს სხეულს. შეეცადეთ შეიგრძნოთ თქვენი სხეულის თითოეული წერტილი, ფეხის თითებიდან, თავის ქალამდე. აბაზანაში შამპუნის წასმის დროს, მოეფერეთ თქვენს კანს.ეს მეთოდი საშუალებას მოგცემთ, მეტად იცნობდეთ საკუთარ ფიზიოლოგიას.
კირჩხიბი
გინახავთ ადამიანი, რომელიც თავის სკოლის ნივთებს ინახავს და Facebook-ზე ძველი შეყვარებულების სურათებს ათვალიერებს - ეს კლასიკური კირჩხიბია. კირჩხიბები ძალიან სენტიმენტალურები არიან და ხშირად ცხოვრობენ წარსულით. დამეთანხმებით რთულია სუპერ სექსი გქონდეს იმ ადამიანთან, ვისაც ყოველთვის ყოფილი ენატრება.
თქვენი ნაბიჯი: უმეტესობა კირჩხიბს არ შეუძლია დაკავდეს უბრალო სექსით. მისთვის ეს გრძნობების გამოხატვაა, ამიტომ სექსის დროს უყურეთ მას თვალებში, შეარჩიეთ ულტრა ინტიმური პოზები, ისუნთქეთ მასთან ტანდემში და ხშირად წარმოსთქვით მისი სახელი.
პ.ს. სექსის მერე საუბრები ვინმეს თუ უყვარს, ეს კირჩხიბია...
ლომი
ვინ იფიქრებდა, რომ ლომს, რომელსაც ყველაზე სხვა ზოდიაქოზე მეტად უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, შერცხვებოდა ტანსაცმლის გახდა! „ლომებს თავიდან ძალიან ეშინიათ აქტის“ ამბობს ასტროლოგი გატი. „თუ ისინი არ არიან დარწმუნებული თავიანთ სექსუალურ ნიჭებში“.
თქვენი ნაბიჯი: იმისთვის რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ, გჭირდებათ ადამიანი, რომელიც მოგეპყრობათ როგორც ქალღმერთს. კარგად ჟღერს არა? მაგრამ, როგორ მომართავ მამაკაცს ისე, რომ მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდეს? უპირველესყოვლისა, პირდაპირ უთხარი ყველაფერი, რაც მასში გიყვარს და მოგწონს, და რამდენჯერაც კომპლიმენტს გეტყვით, აღნიშნეთ რომ თქვენთვის ეს ბევრს ნიშნავს. მეორესმხრივ ნუ შეეცდებით თავი დაიკნინოთ და ნაკლებად მომთხოვნი გახდეთ. ლომებს მხოლოდ ასეთი მამაკაცი დაგაკმაყოფილებთ, რომლისთვისაც ერთადერთი იქნებით!
ქალწული
მიუხედავად სახელისა, ქალწულის ზოდიაქოს წარმომადგენლებს ნამდვილად არ გააჩნიათ პრობლემა თავის სექსუალურობასთან, პირიქით, ისინი კარგად იცნობენ თავიანთ ვნებიან მხარეს. „თქვენ მიწის ნიშანი ხართ და მიწა გამოხატავს თქვენს მგრძნობელობას და სხეულს“ - ამბობს გატი. „თქვენთან სექსი ქორეოგრაფიულ შეჯიბრებას ემსგავსება; მაგალითად - ვინ იქნება დღეს ზემოდან? ან ვინ უფრო დიდხანს გაძლებს?"
თქვენი ნაბიჯი: მომართეთ თქვენი სურვილები იმისთვის, რომ თვითონ სექსი იქცეს თამაშად. კარგი იქნება როლების გაცვლა, სხვადასხვა სექსუალური სათამაშოების გამოყნება. თავს უფრო მხიარულად იგრძნობთ.
სასწორი
როგორც ერთ-ერთი ყველაზე მზრუნველი ზოდიაქო, სასწორი ძალიან ღელავს ხოლმე თავისი პარტნიორის ჯანმრთელობაზე - „ბევრის გაღება შეუძლიათ ურთიერთობებისთვის“ - ამბობს ასტროლოგი გატი. პრობლემა რაში მდგომარეობს? შესაძლოა მეტი ენერგია პარტნიორის დაკმაყოფილებაზე ხარჯონ და საკუთარი თავი სრულიად დაავიწყდეთ.
თქვენი ნაბიჯი: იმისთვის რომ ორგაზმის მიღების მომენტი თქვენც შეიგრძნოთ, უარი არ თქვათ დამატებით „შეხებებზე“, ვისაც როგორ გსიამოვნებთ. გახსოვდეთ, მამაკაცებს ძირითადად ყოველთვის სურთ დააკმაყოფილონ ქალი, ამიტომ იდეაში მისთვისაა უკეთესი თუ თქვენს “O” ზონისკენ გაუძღვებით.
მორიელი
მორიელი ყველაზე სექსუალური ნიშანია - უმეტესობისთვის ეს ცნობილი ამბავია და ეს მართლაც ასეა. ფაქტობრივად ნულოვანი აკრძალვა გაქვთ სექსის ყველანაირი ფორმის მიმართ. „იმიტომ რომ საოცრად მგრძნობიარე ხართ, ძალიან ხშირად სექსუალურ პარტნიორს გულსაც უნაწილებთ, ეს კი, როგორც ცხოვრებაში ხდება ხოლმე, იშვიათად ამართლებს“ - აცხადებს ასტროლოგი გატი. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე სექსუალური ნიშანია, მორიელი ყველაზე ერთგულია და ყოველთვის ურჩევნია სექსუალური მხოლოდ ერთი ადამიანისთვის იყოს.
თქვენი ნაბიჯი: დარწმუნდით იმაში, რომ სულიერად მზად ხართ სექსუალური კავშირისთვის. როდესაც თავს მსუბუქად და დაცულად იგრძნობთ, მხოლოდ მაშინ გახდით ისეთი „ბინძური გოგო“, როგორც თქვენ მოგწონთ და შემდგომ არაფერს ინანებთ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები მკაცრი ჟიურივითაა, მაგრამ როდესაც შესაბამისს იპოვიან, მზად არიან პედისტალზე დასვან. სამწუხაროდ, მშვილდოსნებს აქვთ თვისება შექმნან იდეალი თავისი პარტნიორის სახით, ამიტომ როდესაც ვინმე იმედებს უცრუებს, იწყებენ იმაზე ფიქრს, „ღირდა თუ არა ეს ადამიანი საერთოდ დროის დაკარგვად?“ ყველას აქვს ცუდი დღეები, მაგრამ თუ მშვილდოსნის მამაკაცს არ უდგება, ან მალე ათავებს ან ვეღარ აღაგზნებს სათანადოდ თავის ქალბატონს, შესაძლოა მშვილდოსანმა ის კარგი პარტნიორების სიიდან ჩამოწეროს.
თქვენი ნაბიჯი: „ნუ აითვალწუნებთ ადამიანს სწრაფად. მიეცით ადამიანებს შეცდომების დაშვების უფლება“ - გაძლევთ რჩევას ასტროლოგი ანაბელ გატი. „არაფერია კატასტროფული იმაში, თუ ერთი-ორჯერ არ გექნებათ ცეცხლოვანი სექსი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს ნაკლებად იზიდავთ ან აუცილებლად ახალი იდეებით უნდა გაავსოთ საძინებელი“.
თხის რქა
თხის რქას მმართველი პლანეტა მკაცრი და მომთხოვნი სატურნია, ამიტომ დაძაბულობის მოხსნა და სიტუაციისგან თავისუფლად სიამოვნების მიღება მათი მთავარი პრობლემაა.
თქვენი ნაბიჯი: გამოყავით თქვენს გრაფიკში დრო შოპინგისთვის, და აირჩიეთ ისეთი საცვალი, რაშიც თავს სექსუალურ „ფისოდ“ იგრძნობთ. „სექსუალური ჩაცმულობა თქვენი გასაღებია სექსუალური თავისუფლებისკენ“ - ამბობს ასტროლოგი გატი.
მერწყული
მერწყულებს დიდი დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ გადაინაცვლონ თავიანთი სამსახურიდან სექსუალურ ცხოვრებაში.
თქვენი ნაბიჯი: მთელი დღის განმავლობაში შეეცადეთ პერიოდულად იფიქროთ სექსზე და თქვენს პარტნიორზე. მაგალითად, მიწეროთ თქვენი სექსუალური ფანტაზიების შესახებ, დაათვალიეროთ შიშველი სურათები, წაიკითხოთ რომანი სამსახურში შესვენების დროს. თქვენთვის მთელი დღე იქნება წინასააქტო თამაში, ამიტომ როდესაც საწოლის დრო მოვა, მზად იქნებით პირდაპირ გაიხადოთ.
თევზები
თევზებს საოცრად მგრძნობიარე გული აქვთ, რის გამოც რთულია მათთან ახლო სულიერი კავშირის დამყარება, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ფიზიოლოგიურ კავშირზე. „ყველა სხვა ზოდიაქოზე მეტად სჭირდება თევზებს სექსუალური პარტნიორების ცვლა იმისთვის, რომ თავი ბოლომდე კმაყოფილად იგრძნონ“ ამბობს ასტროლოგი გატი. „მათ ახრჩობთ მონოგამია და ამის მკაცრი მოთხოვნით, სიტუაციას უფრო გააუარესებთ“.
თქვენი ნაბიჯი: სავსებით შესაძლებელია თევზი მთელი ცხოვრება ერთი ადამიანის ერთგული დარჩეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა თქვათ უწყინარ ფლირტზე. თქვენთვის მნიშვნელოვანია თვალი გააყოლოთ სიმპათიურ მამაკაცს და შემდგომ მეგობრებთან ერთად მასზე იმსჯელოთ. ამით თავს თავისუფალ ადამიანად იგრძნობთ. ასევე კარგი იქნება თუ პორნოს ყურებას დაიწყებთ თქვენს პარტნიორთან ერთად ან შესთავაზებთ მესამე ადამიანს თქვენს საძინებელში. ვიცით, რომ თუ სექსი გინდათ, საწოლში ცეცხლი უნდა დაინთოს!
თემები: სექსი, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები
წყარო: <a href="http://www.womenshealthmag.com/sex-and-love/sex-struggle-zodiac-sign">www.womenshealthmag.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია