იყო დედა იგივეა, რაც მუშაობდე 2,5 სამსახურში სრული დატვირთვით - კვლევის შედეგი
- 17.03.2018
ხშირად გვესმის, რომ დედობა სრული დატვირთვით მუშაობის ტოლფასია, მაგრამ რეალურად ასე არ არის. ის გაცილებით რთული საქმეა, ვიდრე მხოლოდ ერთი სამსახური. ახალი კვლევის თანახმად, იყო დედა, იგივეა, რაც მუშაობდე 2,5 სამსახურში სრული დატვირთვით.
კვლევის მიხედვით, საშუალოდ დედა ერთი კვირის განმავლობაში 98 საათი მუშაობს.
მკვლევარებმა შეისწავლეს 2 000 დედის ცხოვრების სტილი, რომელთა შვილების ასაკიც 5-დან 12 წლამდე მერყეობდა. აღმოჩნდა, რომ დედების უმეტესობა დღეს იწყებს 6:23 წუთზე და ამთავრებს 8:31 წუთზე.
ასევე აღმოჩნდა, რომ მათ თავისუფალი დრო უბრალოდ არ აქვთ და მუდამ რაღაც საქმეს აკეთებენ და შაბათ-კვირასაც ისეთივე დაკავებულები არიან, როგორც სამუშაო დღეებში.
დედების უმეტესობას საკუთარი თავისთვის დღის განმავლობაში მხოლოდ 1 საათი და 7 წუთი აქვს. ისინი ამ დროს ძირითადად შხაპის მიღებასა და საკუთარი თავის ჰიგიენაზე, მოწესრიგებაზე ზრუნვას ანდომებენ.
კვლევაში ჩართული დედების 40% ამბობს, რომ მათი ცხოვრება საქმეების მოგვარების დაუსრულებელი სერიაა. საქმე არასოდეს მთავრდება და დასვენების დრო ფაქტობრივად არ არსებობს.
კვლევამ ასევე გამოავლინა, თუ რით ცდილობენ დედები დროდადრო დაძაბული ცხოვრების რეჟიმისგან განტვირთვას. ეს არის ერთი ჭიქა ღვინის მირთმევა, ზოგჯერ შვილის ბებიასთან და ბაბუასთან დატოვება, ასევე საიმედო ძიძა, ფილმი, რომელსაც შეიძლება შვილთან ერთად უყურო და მასთან ერთად დაისვენო.
მათთვის შვილის გაღვიძებამდე დილით ყავის მირთმევა, ხოლო საღამოს შვილის დაძინების შემდეგ ერთი ჭიქა წითელი ღვინოა საუკეთესო განტვირთვისა და ძალების აღდგენის საშუალება.
გეცნობათ დედიკოებო თქვენი ყოველდღიური რუტინა? - თქვენ როგორ ახერხებთ დაძაბული რეჟიმისგან განტვირთვას?
თემები: მშობლები, დედები და შვილები, მშობლები და შვილები, ქალები
<a href="https://www.mummypages.co.uk">https://www.mummypages.co.uk</a>