ოფიციალური და სამუშაო შეხვედრა მნიშვნელოვანია და მოითხოვს შესაბამისად მოქცევას. პროფესიონალური მანერების საშუალებით საქმიან შეხვედრაზე თქვენ მიმართ ადამიანებს პატივისცემით განაწყობთ და წარმატებას მოიპოვებთ.

გთავაზობთ ეტიკეტის 15 წესს, რომლებიც საქმიანი შეხვედრის დროს უნდა დაიცვათ.

1. გაესაუბრეთ შეხვედრის სხვა მონაწილეებს, სანამ ის ოფიციალურად დაიწყება - თუ შესაძლებლობა მოგეცემათ, გაეცანით უცნობ ადამიანებს, წარუდგინეთ საკუთარი თავი.

2. იყავით ლაკონური - თქვით მოკლედ და ლაკონურად ის, რისი თქმაც გსურთ. არასაჭირო თემის ირგვლივ ნუ კონცენტრირდებით.

3. გამოიჩინეთ ხელის ჩამორთმევის ინიციატივა - განსაკუთრებით მაშინ, თუ ხელმძღვანელ პოზიციაზე ხართ.

4. ყოველთვის სჯობს, ფეხზე იდგეთ, როცა ვინმეს ეცნობით - თუ ფეხზე არ ადგებით, სხვებისთვის უფრო მარტივი იქნება თქვენი უგულებელყოფა.

5. აკონტროლეთ დრო და არ დაიგვიანოთ - ეს უმნიშვნელოვანესია. გაუფრთხილდით როგორც საკუთარ, ასევე სხვების დროს.

6. დაჯექით შესაბამისად - დარწმუნდოთ, რომ შესაბამისი სკამი გაქვთ, რომლითაც ვიზუალურად ჩანს, რომ სხვების თანაბარი ხართ. დაჯექით დანარჩენებთან ერთად მაგიდასთან. უმჯობესია, თუ ქალებიც და მამაკაცებიც თავს აარიდებენ ფეხების ერთმანეთზე გადადებას, ვინაიდან ასე დაჯდომა ოფიციალური შეხვედრის დროს სექსუალური დაშეუსაბამოა.

7. ჩაიცვით შესაბამისად - სამოსს აქვს ძალა გაზარდოს ადამიანის პროფესიონალური რეპუტაცია. როცა შეხვედრაზე მიდიხართ, წინასწარ უნდა იცოდეთ, როგორია ამ შეხვედრის დრესკოდი და შესაბამისად უნდა ჩაიცვათ.

8. არ შესთავაზოთ სკამი შეხვედრის სხვა წევრს - თუ კარს გაუღებთ, არაუშავს, ეს დასაშვებია, მაგრამ ბიზნეს-შეხვედრაზე დაივიწყეთ სოციალური და გენდერული წესები. თუ ზედმეტ პატივისცემას გამოხატავთ შეხვედრის დროს ერთი, კონკრეტული ადამიანის მიმართ, ამან შეიძლება შეხვედრის სხვა მონაწილეები დააეჭვოს და აფიქრებინოს, რომ თქვენ რაიმე ერთობლივი გეგმა შეიმუშავეთ.

9. შეხვედრაზე აუცილებლად უნდა იყოთ მზადყოფნაში - უნდა იცოდეთ, რის შესახებაა შეხვედრა და უნდა იყოთ კომპეტენტურები. წინასწარ მოამზადეთ კითხვები და პასუხები.

10. გაწერილი უნდა გქონდეთ დღის გეგმა - თუ თქვენ ის ადამიანი ხართ რომელიც ოფიციალური შეხვედრიდან პირველი გარბის, ვერ მოახდენთ დადებით შთაბეჭდილებას და თქვენთან სამომავლო ურთიერთობას არავინ მოისურვებს.

11. შეხვედრის დროს ისაუბრეთ ხმამაღლა და გარკვევით - თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მაღალ ხმაზე საუბარი ყვირილში არ გადაიზარდოს. ჩაერთეთ საუბარში, ნუ იქნებით გაჩუმებული. აგრძნობინეთ შეხვედრის სხვა მონაწილეებს რომ თქვენც იქ ხართ.

12. უნდა იცოდეთ დაუწერელი წესები - თავხედური საქციელია, თუ ვინმეს საუბარს არ აცდით და უხეშად აწყვეტინებთ.

13. შეგიძლიათ, ოფიციალური შეხვედრის დროს მიირთვათ ყავა, წყალი, მაგრამ სხვა რამის ჭამას თავი აარიდეთ - ნუ დაიწყებთ ბიზნეს შეხვედრის მაგიდასთან პიცის, ან შოკოლადების ჭამას.

14. შეხვედრის დროს შეეშვით ტელეფონს, მაგიდაზეც კი არ დადოთ - მთლიანად კონცენტრირდით განსახილველ საკითხზე.

15. ყველა კითხვას ბოლოსთვის ნუ შეინახავთ - კითხვა დასვით შესაბამის დროს. კითხვების დასმას ნუ დაიწყებთ შეხვედრის მიწურულს, როცა უკვე ყველა წასასვლელად ემზადება.