LIFE

8 მნიშვნელოვანი რამ ფულის შესახებ, რომლებიც 30 წლის ასაკში უნდა გაითვალისწინოთ

8 მნიშვნელოვანი რამ ფულის შესახებ, რომლებიც 30 წლის ასაკში უნდა გაითვალისწინოთ

1. ბავშვები - ეს ძვირი სიამოვნებაა

8 მნიშვნელოვანი რამ ფულის შესახებ, რომლებიც 30 წლის ასაკში უნდა გაითვალისწინოთ

ბევრად უკეთესია, რომ შვილი მაშინ გააჩინოთ, როდესაც ამისთვის მზად იქნებით, მათ შორის ფინანსურადაც. ამიტომ ნუ ჩქარობთ, მოამზადეთ პარტნიორთან ერთად ფინანსური დანაზოგი, რათა ისიამოვნოთ მშვენიერი მომენტებით და არ იფიქროთ ყოველ წუთს ფულზე.

2. ინვესტირება გააკეთეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და განათლებაში

8 მნიშვნელოვანი რამ ფულის შესახებ, რომლებიც 30 წლის ასაკში უნდა გაითვალისწინოთ

კარგი ჯანმრთელობის გარეშე ადამიანი ბევრს ვერ მიაღწევს. ამიტომ ეცადეთ გაუფრთხილდეთ თავს, დაისვენოთ წელიწადში ერთხელ მაინც, გამოიძინოთ, მიიღოთ ხარისხიანი საკვები. კარგი განათლება ცხოვრებაში ბევრ კარს გაგიღებთ და წაშლის საზღვრებს.

3. არ ჩადოთ ფული იმაში, რაშიც არ ერკვევით

8 მნიშვნელოვანი რამ ფულის შესახებ, რომლებიც 30 წლის ასაკში უნდა გაითვალისწინოთ

თუნდაც ძალიან გინდოდეთ, რომ მალე გამდიდრდეთ, ნებისმიერ ფინანსურ საკითხში გამოიყენეთ ცივი, ფხიზელი გონება და სიმშვიდე. ემოციური ქმედებებით და ფულის ჩადებით საეჭვო პროექტებში შეიძლება სერიოზულად იზარალოთ.

4. შეინარჩუნეთ კავშირი მეგობრებთან, გაიცანით ახალი ადამიანები

8 მნიშვნელოვანი რამ ფულის შესახებ, რომლებიც 30 წლის ასაკში უნდა გაითვალისწინოთ

ხშირად კავშირები წყვეტენ ცხოვრებაში უფრო მეტს, ვიდრე ფული. ამაში კი ძალიან მალე დარწმუნდებით.

5. უკეთესია იყიდოთ ხარისხიანი და არა იაფფასიანი ტანსაცმელი

8 მნიშვნელოვანი რამ ფულის შესახებ, რომლებიც 30 წლის ასაკში უნდა გაითვალისწინოთ

ხარისხიანი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უფრო დიდხანს გემსახურებათ. ამასთანავე, თუ ასეთ ტანსაცმელს აქციებისა და ფასდაკლებების დროს იყიდით, ეს ორმაგად სასარგებლოა. დაზოგილი ფული უკეთესია შვებულებისთვის გადადოთ.

6. დაიწყეთ ფულის გადადება სიბერისთვის ახლავე

8 მნიშვნელოვანი რამ ფულის შესახებ, რომლებიც 30 წლის ასაკში უნდა გაითვალისწინოთ

დრო ძალიან სწრაფად და უმოწყალოდ გარბის, და ვერც კი შეამჩნევთ, როგორ მოგიწევთ შვილიშვილების წამოყვანა საბავშვო ბაღიდან. თუ ყოველთვიურად გადადებთ თუნდაც 2-3 ლარს, პენსიისთვის შესაძლებელი იქნება რაღაც თანხა დააგროვოთ, რათა თავი მეტ-ნაკლებად კომფორტულად იგრძნოთ.

7. ხელფასის ნაწილი გადადეთ დეპოზიტზე და შექმენით ფინანსური ანაბარი

8 მნიშვნელოვანი რამ ფულის შესახებ, რომლებიც 30 წლის ასაკში უნდა გაითვალისწინოთ

ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. შეიძლება შეიქმნას ისეთი სიტუაცია, რომ უცბად დაგჭირდეთ სოლიდური თანხა. მაგრამ საიდან უნდა მოიტანოთ ის? ამიტომ აუცილებელია ყოველთვიურად ხელფასიდან რაღაც ნაწილის გადადება დეპოზიტზე, რათა მშვიდად იყოთ, რომ გამოსავალი არსებობს.

8. მოიფიქრეთ პასიური შემოსავლის წყარო

8 მნიშვნელოვანი რამ ფულის შესახებ, რომლებიც 30 წლის ასაკში უნდა გაითვალისწინოთ

ეს კარგია, თუ გაქვთ სამსახური, რომელსაც საკმარისი შემოსავალი მოაქვს. მაგრამ ამ არასტაბილურ სამყაროში უკეთესია გქონდეთ რამდენიმე შემოსავლის წყარო. ამიტომ შეისწავლეთ ახალი სფეროები ინვესტიციისთვის.



<a href="https://www.adme.ru/">https://www.adme.ru/</a>