LIFE

6 ნიშანი იმისა, რომ დროა, სამსახურიდან წახვიდეთ და ახალი სამსახური იპოვნოთ

6 ნიშანი იმისა, რომ დროა, სამსახურიდან წახვიდეთ და ახალი სამსახური იპოვნოთ

1. თუ უკვე რამდენიმე წელია ერთსა და იმავე პოზიციაზე მუშაობთ და ვერ ვითარდებით - კომპანიში უკვე თითქმის სამი წელია მუშაობთ და ამ დროის განმავლობაში ერთსა და იმავე პოზიციაზე ხართ, განვითარების არანაირი შესაძლებლობა არ გეძლევათ. 

6 ნიშანი იმისა, რომ დროა, სამსახურიდან წახვიდეთ და ახალი სამსახური იპოვნოთ

თუ კარიერული წინსვლა გინდათ, დროა დაფიქრდეთ, გადახედოთ შექმნილ სიტუაციას. იქნებ დროა, ახალ შესაძლებლობებს გაუღოთ კარი და წინ წაიწიოთ?!

2. ვერ იღებთ თქვენი შრომის შესაბამის საზღაურს - არ ვსაუბრობთ მხოლოდ ფინანსურ საზღაურზე, თქვენს შრომას ვერ, ან არ ხედავენ და თქვენს წარმატებებს უგულებელყოფენ. კარგმა მენეჯერმა აუცილებლად უნდა აღნიშნოს თანამშრომლის წარმატება, რათა მას მოტივაცია მისცეს. თუ თავდაუზოგავად მუშაობთ, შრომა კი არ გიფასდებათ, სჯობს ახალ სამსახურზე იფიქროთ.

6 ნიშანი იმისა, რომ დროა, სამსახურიდან წახვიდეთ და ახალი სამსახური იპოვნოთ

3. ახალს ვერაფერს სწავლობთ - თუ სამსახური არ გაყენებთ საინტერესო გამოწვევების წინაშე, თუ არ გიბიძგებთ უფრო მეტის სწავლისა და განვითარებისკენ, წარმატებას ვერ მიაღწევთ და მუდამ ერთ ადგილას იქნებით, ამიტომ თუ თქვენს სამსახურში მსგავსი სიტუაციაა, დროა, მის შეცვლაზე იფიქროთ.

6 ნიშანი იმისა, რომ დროა, სამსახურიდან წახვიდეთ და ახალი სამსახური იპოვნოთ

4. ხედავთ, რომ თვენი კოლეგები ახალ სამსახურებზე საუბრობენ, რეზიუმეს აახლებენ, ზოგიერთი მათგანი კი, უკვე წავიდა სამსახურიდან - არ ვამბობთ რომ მაშინვე სამსახური უნდა დატოვოთ. ასეთ შემთხვევაში ეს გამაფრთხილებელ ნიშნად უნდა მიიღოთ. შესაძლოა, კომპანიაში გარკვეული პრობლემებია, რის გამოც ადამიანები სამსახურიდან მასიურად მიდიან. გაარკვიეთ რა ხდება რეალურად. შესაძლოა, უკვე თქვენც უნდა ეძებდეთ ახალ სამსახურს.

6 ნიშანი იმისა, რომ დროა, სამსახურიდან წახვიდეთ და ახალი სამსახური იპოვნოთ

5. სამსახურში მუდმივი რეორგანიაციაა - თუ სამსახურში მუდამ რეორგანიზაციაა, გამუდმებით იცვლება მმართველი რგოლი, შესაძლოა, ეს კომპანიის წარუმატებლობის ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად მიიჩნიოთ. რეორგანიზაცია ზოგჯერ აუცილებელია, მაგრამ თუ ეს ხშირად ხდება, შესაძლოა, არ იყოთ კარიერული წარმატების მისაღწევად საუკეთესო ადგილას. დაფიქრდით შექმნილ ვითარებაზე და იფიქრეთ სამსახურის შეცვლაზე.

6 ნიშანი იმისა, რომ დროა, სამსახურიდან წახვიდეთ და ახალი სამსახური იპოვნოთ

6. გრძნობთ, რომ წასვლის დრო დადგა - ამ ნიშნების გარდა არსებობს კიდევ ერთი მთავარი მანიშნებელი იმისა, რომ დროა, სამსახურიდან წახვიდეთ და ეს შინაგანი ხმაა, რომელიც არასოდეს ცდება. არავინ არ იცის თქვენზე უკეთ ის სამუშაო გარემო და პირობები, რომელშიც მუშაობა გიწევთ. ადამიანი ყოველთვის გრძნობს, რა არის მისთვის უკეთესი. დაფიქრდით, მოუსმინეთ შინაგან ხმას და სწორედ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.

6 ნიშანი იმისა, რომ დროა, სამსახურიდან წახვიდეთ და ახალი სამსახური იპოვნოთ



<a href="http://time.com">http://time.com</a>