1. ბაობაბი (4 იანვარი - 4 თებერვალი) - ეს ადამიანები გამოირჩევიან პატიოსნებით, გულწრფელობით, თავისუფლების სიყვარულით. მათ ცხოვრებისადმი აქვთ რეალისტური დამოკიდებულება და მყარად დგანან მიწაზე. ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები წარმატებული ბიზნესმენები და წარმატებულილიდერები არიან. თავდაჯერებულობით გამოირჩევიან და იშვიათად აწუხებთ შფოთვა და დეპრესია.
2. სიმდიდრე, ქარვა და ვერცხლი (5 თებერვალი - 5 მარტი) - ეს ადამიანები საოცარი ტემპერამენტით გამოირჩევიან, არიან აქტიურები და ძალიან ემოციურები. მათ იტაცებთ ყველაფერი განსხვავებული და სურთ, რომ განსხვავებული ცხოვრება ჰქონდეთ. არიან ინტელექტუალები და აქვთ ყველაფრის სწრაფად ათვისების უნარი. აქვთ შესანიშნავი უნარი გაარჩიონ, რომელია სწორი და რომელი მცდარი გზა.
3. ოჯახი (6 მარტი - 4 აპრილი) - ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები არიან თბილები, მოსიყვარულეები, მზრუნველები და ერთგულები. მათთვის უმნიშვნელოვანია ურთიერთობები, კომუნიკაცია, მჭიდრო კავშირი ნათესავებთან და ახლობლებთან. ასეთი კავშირების წყალობით ის დიდ წარმატებას აღწევს.
4. მეგობარი (5 აპრილი - 4 მაისი) - ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს მეგობრების მარტივად შეძენის უნიკალური უნარი აქვთ. ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გაუგონდა გასაჭირში გვერდით დაუდგნენ სხვებს. თუ რთული პერიოდი გაქვთ, ის მაშინვე თქვენ გვერდით გაჩნდება და გამოსავალს გაპოვნინებთ. არიან ნოსტალგიურები და სენტიმენტალურები. უჭირთ მტრების დანახვა.
5. ვაჭარი (5 მაისი - 4 ივნისი) - ამ ადამიანებს იტაცებთ სიმდიდრე და ყველაფერს გააკეთებენ გამდიდრების მიზნით. განსაკუთრებული წარმატება გაყიდვების სფეროში ელოდებათ. გამოირჩევიან ოპტიმიზმით. შესაძლოა, ზოგჯერ დეპრესიულები იყონ, მაგრამ დეპრესია დიდხანს არასოდეს გრძელდება, საკუთარ თავში მალევე პოულობენ ძალას ცხოვრების გასაგრძელებლად.
6. წინაპარი (5 ივნისი - 4 ივლისი) - ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები საკუთარ თავზე არიან შეყვარებულნი და ხშირად ვერ ამჩნევენ გარშემომყოფებს, მათ ემოციებს, ვერ იგებენ სხვების დარდს. ისინი ბუნებით ლიდერები არიან და შესანიშნავად გამოსდით ადამიანების მართვა, სხვებისთვის მითითებების მიცემა. მათ დეპრესიასთან გამკლავების შესანიშნავი უნარი აქვთ. აუცილებლად ახდენენ ყველა ოცნების რეალიზებას.
7. მსაჯული (5 ივლისი - 4 აგვისტო) - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს აქვთ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი, ამას ვირტუოზულად აკეთებენ და რაც მთავარია,, ეს გადაწყვეტილებები არასოდესაა მცდარი. რ ცხოვრობენ ილუზიებით. ინტელექტითა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებით მარტივად ახერხებენ ადამიანების მოხიბვლას. მაგნიტივით იზიდავენ ადამიანებს, ყველას მათთან მეგობრობა სურთ.
8. აფრიკული თხილი (5 აგვისტო - 3 სექტემბერი) - ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები ძალიან აქტიურები, თუმცა არასტაბილურები არიან. სიბრძნით გამოირჩევიან, თუმცა ამ სიბრძნეს უფრო ხშირად არა სათავისოდ, არამედ სხვების დასახმარებლად იყენებენ. ცდილობენ, რომ ცხოვრება მრავალფეროვნად აქციონ. მალე ბეზრდებათ რუტინა და უჭირთ ერთ ადგილას გაჩერება.
9. მოგზაური (4 სექტემბერი - 3 ოქტომბერი) - ზოგჯერ უყვართ ბუნების წიაღში განმარტოება, ადამიანებისგან შორს ყოფნა. ისინი არ ენდობიან ინტუიციას. ხანდახან ძალიან მგრძნობიარე ბუნებას იჩენენ. სურთ ახალი აღმოჩენები, ახალი ადგილების ნახვა, თუმცა არა სხვებთან ერთად, არამედ მარტო.
10. გზა ( 4 ოქტომბერი - 3 ნოემბერი) - ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები ძლიერი პიროვნული მახასიათებლებით გამოირჩევიან. ისინი ენდობიან ინტუიციას და ცხოვრობენ ინსტინქტებით, რაც უმეტეს შემთხვევაში, ამართლებს. გამოირჩევიან შემოქმედებითი უნარებით. ხშირად სურთ მოსაწყენი და ერთფეროვანი რეალობისგან გაქცევა. თუ შფოთვას დაამარცხებენ, აუცილებლად მიაღწევენ დიდ წარმატებას. ამ დროს დაბადებული ადამიანები მეოცნებეები, პოეტური სულის მქონენი და ანარქისტები არიან.
11. მუდამ ბავშვი (4 ნოემბერი - 3 დეკემბერი) - ეს ადამიანები არიან დიდსულოვნები, გამოირჩევიან ძლიერი პიროვნული მახასიათებლებით და გარშემომყოფებს მარტივად ხიბლავენ. სადაც მიდიან ყველგან სასიამოვნო გარემოს ქმნიან. მათ იციან, როგორ უნდა იცხოვრონ ბედნიერად და ჰარმონიულად, როგორ აქციონ ცხოვრება საინტერესოდ.
12. ხორბალი (4 დეკემბერი - 3 იანვარი) - ისინი მზად არიან მუდამ მოქმედებისთვის, აქტიურობისთვის. გამუდმებით ბედნიერებას ეძებენ. ბედნიერების შეგრძნება კი ყველაზე მეტად მაშინ აქვთ, როცა თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობენ. უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ მაშინ, თუ ინტუიციას მეტად ენდობიან.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, აფრიკულიასტროლოგია
<a href="thewildchild.co.za">thewildchild.co.za</a>