LIFE

12 უცნაური ნიშანი, რომლებიც ამტკიცებენ რომ განსაკუთრებულად ჭკვიანი ხართ

12 უცნაური ნიშანი, რომლებიც ამტკიცებენ რომ განსაკუთრებულად ჭკვიანი ხართ

1. ხმაურიან კომპანიას მარტოობა გირჩევნიათ

12 უცნაური ნიშანი, რომლებიც ამტკიცებენ რომ განსაკუთრებულად ჭკვიანი ხართ

ნორმან ლის და სატოში კანაზავას კვლევამ აჩვენა, რომ ჭკვიანი ადამიანები უფრო კომფორტულად და საინტერესოდ თავს გრძნობენ, როცა მარტო არიან, ვინმესთან ურთიერთობის აუცილებლობა კი უფრო ღლით, ვიდრე სიამოვნებას ანიჭებთ.

2. ადრე ისწავლეთ კითხვა

12 უცნაური ნიშანი, რომლებიც ამტკიცებენ რომ განსაკუთრებულად ჭკვიანი ხართ

საქმე იმაში არ არის, რომ მხოლოდ ჭკვიან ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ კითხვა ადრეულ ასაკში. პირიქით, ბრიტანელი მეცნიერები სტიუარტ რიჩი, ტიმოტი ბეიტსი და რობერტ პლომინი თვლიან, რომ სწორედ კითხვა ხდის ასეთ ბავშვებს უფრო ჭკვიანებს.

3. დადიოდით მუსიკალურ სკოლაში

12 უცნაური ნიშანი, რომლებიც ამტკიცებენ რომ განსაკუთრებულად ჭკვიანი ხართ

გლენ შელენბერგის კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებიც 9 თვის განმავლობაში უკრავდნენ კლავიშებზე ან ესწრებოდნენ ვოკალის გაკვეთილებს, ჰქონდათ უფრო მაღალი IQ მაჩვენებელი, ვიდრე ბავშვებს, რომლებიც დადიოდნენ თეატრალურ წრეზე ან საერთოდ არსად არ დადიოდნენ.

4. არ გაქვთ ზედმეტი წონა

12 უცნაური ნიშანი, რომლებიც ამტკიცებენ რომ განსაკუთრებულად ჭკვიანი ხართ

2006 წლის კვლევამ აჩვენა, რომ გამხდარ ადამიანებს ინტელექტის დონე უფრო მაღალი აქვთ. ფრანგი მეცნიერები მაქსიმ კურნოს ხელმძღვანელობით 5 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ 2200 რესპონდენტს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვიწრო წელი პირდაპირ დამოკიდებულებაშია ინტელექტის მაღალ დონესთან.

5. ცისფერი თვალები გაქვთ

12 უცნაური ნიშანი, რომლებიც ამტკიცებენ რომ განსაკუთრებულად ჭკვიანი ხართ

კენტუკის ლუისვილის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯოანა როუმ კვლევის დახმარებით განსაზღვრა, რომ ადამიანები ღია ფერის თვალებით მუქთვალება ადამიანებზე უფრო ჭკვიანები არიან, და ბევრ გენიალურ ადამიანებს სწორედ ცისფერი თვალები ჰქონდა. მუქი ფერის თვალების მფლობელები კი, თავის მხრივ, უკეთესად უმკლავდებიან სიტუაციებს, როცა საჭიროა სისწრაფე და სწრაფი რეაგირების უნარი.

6. თქვენი უსახელო თითი საჩვენებელ თითზე უფრო გრძელია

12 უცნაური ნიშანი, რომლებიც ამტკიცებენ რომ განსაკუთრებულად ჭკვიანი ხართ

ნორვეგიულმა მედიკოსმა კარლ პინსკამ ჩაატარა კვლევა ადამიანის მიდრეკილებების განსაზღვრის ხერხის შესახებ, რომელიც დამოკიდებულია მისი თითების სიგრძის თანაფარდობაზე. დაკვირვების მიხედვით, რაც უფრო გრძელია უსახელო თითი, მით უკეთესი აქვს მის მფლობელს მათემატიკის ტესტებისა და სივრცობრივი აზროვნების შედეგები, მაგრამ ამასთანავე უფრო უარესად - ვერბალურ დავალებებში. კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარმა ჯონ კოუთსმა გაარკვია, რომ ადამიანის წარმატებები ფინანსურ სფეროში შეიძლება იწინასწარმეტყველო მისი ხელის თითების მიხედვით. აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდ ფულს შოულობენ ისინი, ვისი უსახელო თითიც საჩვენებელზე უფრო გრძელია.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>