ყველა დასაქმებული ადამიანი წუწუნებს იმის შესახებ, თუ რა დამღლელია მისი სამსახური და რომ დიდ სტრესთანაა დაკავშირებული, თუმცა რომელია მათ შორის ყველაზე სტრესული. გთავაზობთ კვლევის შედეგს, რომელიც ავლენს 10 სამსახურს, რომლებიც ყველაზე მეტადაა დაკავშირებული სტრესთან.
10. ტაქსის მძღოლი - მათ ძალიან ბევრ განსხვავებულ ადამიანთან უწევთ ურთიერთობა, მათ შორის უწევთ მთვრალ მგზავრებთან კომუნიკაცია, საცობში ყოფნა. სწორედ ამიტომ, ეს სამსახური ერთ-ერთი ყველაზე სტრესულია.
9. აღმასრულებელი დირექტორი - ლიდერობა არ არის მარტივი. ამ ადამიანებს უწევთ მცირე დროში მნიშვნელოვანი გადაწყყვეტილების მიღება. მათ უნარებზეა დამოკიდებული კომპანიის წარმატება. აღნიშნული სამსახური სტრესის ხარისხის მიხედვით, მეცხრე ადგილს იკავებს.
8. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი - პიარის წარმომადგენლები პასუხისმგებელნი არიან კომპანიის, მისი დამქირავებლის რეპუტაციაზე. ისინი მზად უნდა იყვნენ იმუშაონ დიდი დროის განმავლობაში.
7. ახალი ამბების წამყვანი - ის კამერის საშუალებით ესაუბრება საზოგადოებას, მზად უნდა იყოს მთელი დღის განმავლობაში მუშაობისთვის, ახალი ამბების დამუშავებისთვის. შესაძლოა ეს ვინმეს მარტივი სამსახური ჰგონია, მაგრამ რეალურად ერთ-ერთი ყველაზე სტრესული სამსახურია.
6. რეპორტიორი - მათ სახიფათო ადგილებში უწევთ ყოფნა ინფორმაციის მოსაპოვებლად. არიან ცხელ წერტილებში, რაც სტრესთანაა დაკავშირებული.
5. ივენთ მენეჯერი - ივენთების დაგეგმვა, კოორდინირება ძალიან რთული და შრომატევადი საქმეა. არ აქვს მნიშვნელობა ქორწილის, რაიმე შეხვედრის, თუ სხვა სადღესასწაულო წვეულების ორგანიზატორი ხართ, ყველაფერი სრულყოფილი უნდა იყოს, რაც სტრესთანაა დაკავშირებული.
4. პოლიციელი - მათ უამრავ დამნაშავესთან უწევთ გამკლავება და მათი დღეები სავსეა ხიფათით, რაც სტრესს იწვევს.
3. თვითმფრინავის პილოტი - ის პასუხისმგებელია მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანაზე, უწევს ხანგრძლივი ფრენა ზოგჯერ ფრენისთვის შეუსაბამო ამინდშიც, რაც სტრესის მაღალ ხარისხს განაპირობებს.
2. მეხანძრე - ყველაზე სტრესულ სამსახურებს შორის მეხანძრის სამსახური მეორე ადგილზეა. მათ სხვების გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლის გარისკვა უწევთ.წამებში უნდა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
1. ჯარისკაცი - ჯარისკაცებს საკუთარი ოჯახებისგან შორს ყოფნა უწევთ. ისინი სახიფათო ზონებში არიან. უყურებენ თავიან დაჭრილ და გარდაცვლილ მეგობრებსა და კოლეგებს და იციან, რომ ერთ დღეს მათ მდგომარეობაში თავადაც შეიძლება აღმოჩნდნენ. სწორედ ამიტომ, ყველაზე სტრესული სამსახურების ჩამონათვალში ჯარისკაცის სამსახური პირველ ადგილს იკავებს.
თემები: სამსახური, სტრესი, პროფესია, კარიერა
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია