1. არ შეგიძლიათ იცხოვრო აწმყოთი
მუდმივად იხსენებ წარსულს და იტანჯები... მაგალითად, მსგავსი ფრაზებით: „აი, ეკონომიურზე რომ ჩამებარებინა, ახლა უზრუნველყოფილი ვიქნებოდი!“, ან ოცნებობ მდიდრულ მომავალზე. რომელიც არასოდეს დადგება, თუ არ დაიწყე ცხოვრება აწმყოთი. ამიტომ რომ აკეთე საქმე აქ და ახლა.
2. ცვლილებების გეშინია
არ არის აუცილებელი გლობალური ცვლილებები: არ არის საჭირო რომ თავი სამსახურს დაანებო და ეცადო საკუთარი ბიზნესის დაწყება. მაგრამ თუ გეშინია შვებულების დროს ისლანდიაში გამგზავრება, და თურქეთს ამჯობინებ, - მაშინ საქმე ცუდად არის. არ შეგიძლია „კომფორტის ზონიდან“ გამოსვლა, და ვერ გაიგებ ვერაფერ ახალს, ვერ გაიცნობ სხვა წრის ადამიანებს. ბუნებრივია, ასეთ პირობებში ფული საიდან გაჩნდება.
3. ცდილობ ისე მოიქცე, როგორც მდიდარი ადამიანი
შენ დარწმუნებული ხარ, რომ ფულის გამო შენთან ბევრი ვალშია, მაგალითად მომსახურე პერსონალი, და გეპატიება მათდამი მონური დამოკიდებულება. თუ რაღაც არ მოგწონს იწყებ ჩხუბსა და უზრდელობას, იმის მაგივრად, რომ მშვიდად გადაჭრა საკითხი ადმინისტრატორთან. უცნობია, საიდან გაჩნდა მითი იმის შესახებ, რომ მდიდარი ადამიანები ზუსტად ასე იქცევიან, მაგრამ იცოდე: ეს ასე არ არის. მსგავსი ქცევა არ არის იმაზე დამოკიდებული, რამდენი ფული გაქვს ანგარიშზე.
4. აჩვენებ ამას სოციალურ ქსელში
ინსტაგრამზე ძალიან ბევრ ლამაზ ფოტოს აქვეყნებ: ზღვა, კერძი ძვირფასი რესტორნიდან, სილამაზის სალონი, სელფი სარკეში. გასაგებია, რომ რეალითი-შოუს ვარსკვლავებისა და ფეხბურთელების ცოლების ინსტაგრამიც დაახლოებით ასე გამოიყურება. და გასაგებია, რომ მათ ბევრი ფული აქვთ. დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენ ყველა სოციალურ ქსელში ვცხოვრობთ, და დაიჯერე, რომ უკვე დიდიხანია შეგვიძლია ნამდვილი ფუფუნების გარჩევა ყალბისგან. მეორეც - ეს სიცრუე არაფერს მოგიტანს, გარდა ცხოვრებისეული გაწბილებისა. ასეთ მდგომარეობაში კი რაიმეს მიღწევა პრობლემატურია.
5. ოცნებობ იმაზე, როგორ ჩამოცვივდება ფული ციდან
მაგალითად, მოიგებ ლატარიაში.... თითქოს გესმის, რომ ეს ოცნება აუხდენელია, მაგრამ მუდმივად წარმოიდგენ, როგორ დახარჯავდი ამდენ ფულს. წარმოდგენილი გაქვს რას იყიდიდი, და არა რაში ჩადებდი ამ ფულს, ასე არ არის? ეს არის სიღარიბის ვირუსი. გარდა ამისა, შენ დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერ ამაში ვიღაცაა დამნაშავე, და არა შენ. ამ ყველაფრის შემდეგ სასწრაფოდ უნდა აღიარო საკუთარ თავთან, რომ სიღარიბის ვირუსი მაინც აიკიდე და დაიწყო მკურნალობა.
თემები: პრობლემები, თავდაჯერებულობა, რჩევები, ფული, სიმდიდრე, სიღარიბე
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია