15 ცხოვრებისეული სიმართლე რომელთა მოსმენაც რთულია, მაგრამ უკეთეს ადამიანად გაქცევთ
- 12.04.2018
1. არავის ადარდებ - ტკივილს, რომელსაც გრძნობ, განიცდი, მხოლოდ შენია და არავინ არაა ვალდებული, რომ ისე განიცადოს, როგორც შენ. შენი ტკივილი არაა განსაკუთრებული, ეს ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, უდარდელად არავინ ცხოვრობს.
2. გამოიყენე ნიჭი - ყველა ჩვენგანი არაა რაიმე განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული. თუ გრძნობთ, რომ რაიმის ნიჭი გაქვთ, აუცილებლად გამოიყენეთ ის და ნუ დაახშობთ.
3. შეინარჩუნე პასუხისმგებლობის გრძნობა - ვინ აკონტროლებს შენს ფიქრებს, შენს სიტყვებსა და მოქმედებებს? რასაკვირველია მხოლოდ და მხოლოდ შენ. იყავი პასუხისმგებელი შენს ყველა ქმედებაზე.
4. საბოლოოდ სიკვდილია - შეწყვიტე დარდი სიკვდილზე. ეს გარდაუვალია. ბოლოს ყველა კვდება. ნუ იდარდებ ამ საკითხზე და უბრალოდ იცხოვრე.
5. მართე ემოციები - დაამარცხე შიშები, შფოთა, შეწყვიტე წუხული. ამის გაკეთების უნარი ნამდვილად შეგწევს.
6. ყველა შენი მეგობარი ვერ იქნება - შეწყვიტე მცდელობა, რომ გარშემო ყველა შენს მეგობრად აქციო. გახსოვდეს, რომ ადამიანისთვის საუკეთესო მეგობარი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავია.
7. ფული არ არის ცხოვრებაში მთავარი ღირებულება - ნუ მისცემთ ფულს ნებას, რომ მოგწყვიტოთ იმ ცხოვრებას, რომელიც ყოველთვის გსურდათ. აკეთეთ ის საქმე, რომელიც გიყვართ და არაუშავს, თუ ყოველ დღე სავსე საფულე არ გექნებათ.
8. ნუ დაიწყებთ ბედნიერების ძებნას - ბედნიერება ყველაგანაა. ადამიანების ყოველი ღიმილი, ყოველი მისალმება შეიძლება იყოს ბედნიერება. უბრალოდ უნდა დაინახოთ ის, არ უარყოთ. დატკბით ცხოვრებით და იქნებით კიდეც ბედნიერები.
9. ფული ბედნიერებას ვერ მოგიტანთ - თუ შინაგანად ბედნიერი არ ხართ, ფული ვერაფერს შეცვლის. ბედნიერება გულიდან მოდის.
10. თქვენ გარშემო ადამიანები ერთ დღეს აუცილებლად მოკვდებიან - ნუ იდარდებთ იმაზე, რომ შესაძლოა საყვარელი ადამიანი მოკვდეს. ეს გარდაუვალია, არავინ იცის ვინ როდის მოკვდება. ნუ იდარდებთ და იცხოვრეთ, სანამ დრო გაქვთ.
11. სიკვდილის შემდეგ ფული უკან არ გამოგყვებათ - ძალიან დიდ დროს და ენერგიას ხარჯავთ ქონების შესაგროვებლად, მუშაობთ ბევრს, მაგრამ ყურადღებას აკლებთ საყვარელ ადამიანებს, საკუთარ ჯანმრთელობას, არ ცხოვრობთ ბედნიერად. ცხოვრება მხოლოდ მუშაობა და ფული არ არის. სიცოცხლის ბოლო წუთებში ინანებთ, რომ ასე იცხოვრეთ და აუცილებლად ინატრებთ, რომ უფრო საინტერესოდ გეცხოვრათ, უფრო საინტერესო მოგონებები შეგეგროვებინათ.
12. ნუ დაივიწყებ ვინ ხარ და საიდან მოდიხარ - ადამიანები ზოგჯერ ყალბები ხდებიან. ნუ დაივიწყებთ თქვენს რეალურ სახეს, იყავით ბუნებრივები.
13. გამოხატეთ მადლიერება - მადლიერების გამოხატვა ადამიანს ყველაზე მეტად აბედნიერებს. გადაუხადეთ ადამიანებს მადლობა. ამით სხვებსაც გააბედნიერებთ და თავს თავადაც კარგად იგრძნობთ.
14. დრო ფულია - გამოიყენეთ ის რაციონალურად.
15. ნუ იოცნებებთ, იმოქდეთ - ოცნება მარტივია, ყველას შეუძლია იოცნებოს, თუმცა ოცნებების ახდენას ცოტა ახერხებს. ოცნებებს მხოლოდ ისინი იხდენენ, ვინც მოქმედებს, რისკს არ უშინდება.
თემები: ფსიქოლოგია, ბედნიერება, ცხოვრება, მოტივაცია
<a href="https://ideapod.com/">https://ideapod.com/</a>