1. ვერძი და სასწორი - ვერძი სპონტანურია. ის არის ადამიანი, რომელიც მუდამ ცვლილებებს და სიახლეებს ეძებს, ზოგჯერ გაუწონასწორებელია, რაღაცებით აღრთოვანება სჩვევია და გარკვეული დროის შემდეგ ხვდება, რომ სულ ტყუილად აღფრთოვანდა. სასწორი მისგან განსხვავდება, დინჯი და დაბალანსებული ადამიანია, რის გამოც აქვს უნარი, რომ ცეცხლოვან ვერძს დაეხმაროს ცხოვრების დაბალანსებაში, ვერძი კი, თავის მხრივ სასწორისთვის უფრო საინტერესო ცხოვრებას ქმნის. ამ ორი ადამიანის მეგობრობა, როგორც წესი, შესანიშნავია ხოლმე. ისინი ავსებენ ერთმანეთს და ძლიერ გუნდს ქმნიან.
2. კურო და მორიელი - კუროს უყვარს ცხოვრებით ტკბობა, მხიარულება და ისე ცხოვრება, როგორც თავად მოსწონს. ის ყველაფერს აკეთებს ბედნიერების მოსაპოვებლად. მორიელსაც სურს, რომ ცხოვრებაში საუკეთესო ჰქონდეს ყველაფერი, მაგრამ ამავდროულად ფიქრობს, რომ ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ არ შეიძლება ადამიანმა დრო გართობისთვის დახარჯოს. ისინი რთმანეთს ავსებენ. შეუძლიათ იდეალური გადაწყვეტილებები მიიღონ და ერთობლივად სასტიკი შურისმაძიებლები არიან.
3. ტყუპები და მშვილდოსანი - ტყუპები გამუდმებით ცოდნის მიღებისკენ ისწრაფვის და სურს იცოდეს ყველაფერი. მას სამყაროს შეცნობა უნდა და რამდენიც უნდა ისწავლოს, მაინც ჰგონია, რომ ძალიან ცოტა რამ იცის. მშვილდოსანს უყვარს საინტერესო, თავგადასავლებით სავსე ცხოვრება, ისეთი ადამიანის გვერდით ყოფნა, რომელიც მის ყოველდღიურობას მრავალფეროვანს გახდის, რომელმაც ბევრი რამ იცის. სწორედ ამიტომ, ეს ორი ზოდიაქოს ნიშანი შესანიშნავად უგებს ერთმანეთს. ორივე პოზიტივითაა სავსე, უყვართ მხიარულება. შესანიშნავი გუნდია და ერთად ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ.
4. კირჩხიბი და თხის რქა - კირჩხიბს მუდამ მზრუნველობა სჭირდება, სურს რომ ვიღაც გაუფრთხილდეს, გვერდით ძლიერი დასაყრდენი ჰყავდეს, რომელიც რთულ სიტუაციაში ანუგეშებს და პრობლემებიდან გამოსავალს მარტივად აპოვნინებს. სწორედ ასეთები არიან თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები. მათ შეგიძლიათ დაეყრდნოთ და მშვიდად იყოთ. ის ნებისიერი რთული სიტუაციიდან მარტივად გაპოვნინებთ გამოსავალს.
5. ლომი და მერწყული - ლომს სურს გვერდით საუკეთესო ადამიანი ჰყავს, ძლიერი პიროვნული მახასიათებლებით. მსგავსი სურვილი ამოძრავებს მერწყულსაც. ამ ორივე ზოდიაქოს ნიშანს განსაკუთრებული ძალა აქვთ. ერთმანეთის მხარდამჭერები არიან და ერთად მათი დამარცხება შეუძლეაბელია. ლომი და მერწყული საუკეთესო გუნდია, რომელსაც ყველანაირი წინააღმდეგობის დაძლევა და ერთად ყველა მიზნის მიღწევა შეუძლიათ.
6. ქალწული და თევზები - ქალწული მყარად დგას მიწაზე და რეალობის აღქმა შესანიშნავად შეუძლია. ის არ ოცნებობს, ის მოქმედებს. თევზები მისგან განსხვავდება. ის აცდენილია რეალობას და ოცნებებში დაფრინავს. ქალწული და თევზები ერთგვარად აბალანსებენ ერთმანეთს და იდეალურ მეგობრულ კავშირს ქმნიან.
თემები: მეგობრობა, ზოდიაქო, ჰოროსკოპი, მეგობრობის შენარჩუნება, ასტროლოგია, მეგობრები
<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია