1. კრისტი უოლტონი

მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ქსელის Wal-Mart-ის დამფუძნებლის ვაჟიშვილის ქვრივი კრისტი უოლტონი - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალბატონია. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მან მემკვიდრეობით მთელი მისი ქონება უბრალოდ კი არ მიიღო, არამედ გააორმაგა კიდეც. კრისტიმ 70 წელს გადაცილდა, და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ასაკის შესაფერისად გამოიყურება.

2. ჯინა რაინჰარტი

ჯინა რაინჰარტი ავსტრალიის ყველაზე მდიდარი ქალბატონია. კომპანია, რომელიც რკინის მადანს მოიპოვებს, ჯინამ მემკვიდრეობით მამისგან მიიღო. ავსტრალიელმა ქალმა შეძლო არა მხოლოდ გამოეყვანა კომპანია კრიზისიდან, არამედ გააორმაგა. დღეს ბიზნესვუმენი 63 წლისაა, სავსეა ძალ-ღონით და აგრძელებს მილიონების შოვნას.

3. ჟაკლინ მარსი

კომპანია Mars-ის მემკვიდრე ჟაკლინ მარსი - ამერიკის ყველაზე მდიდარი ქალია. „შოკოლადის ბატონების დედოფლის“ ქონება 20 მილიარდ დოლარზე მეტად არის შეფასებული. ბიზნესის გარდა ჟაკლინი დაკავებულია ქველმოქმედებით და ცდილობს მეტი დრო დაუთმოს ოჯახს.

4. სიუზანა კლატენი

სიუზანა კლატენი - გერმანიის ყველაზე მდიდარი ქალია. ის ფლობს მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის 51 %-ს და ავტოკონცერნი BMW-ს 50 %-ს. მომხიბვლელი ქერათმიანი ქალი მამაკაცურად შეჭრილი თმით აგრძელებს საკუთარი ქონების გამრავლებას და ამასთან ერთად მშვენივრად გამოიყურება 53 წლის ასაკში.

5. ლორენ პაუელ ჯობსი

Apple-ს დამფუძნებლის სტივ ჯობსის ქვრივი ლორენ პაუელ ჯობსი მე-5 ადგილს იკავებს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალების სიაში. ეს ნაზი და მომხიბვლელი ქალბატონი სამ შვილს ზრდის და წარმატებით აგრძელებს გარდაცვლილი მეუღლის საქმიანობას.

6. შარლენ დე კარვალიო-ჰეინეკენი

ის ჰოლანდიაში ყველაზე მდიდარი ქალია, რომელიც ფლობს ლუდის გიგანტის აქციების 25 %-ს. ბიზნესის გარდა შარლენი გატაცებულია ფოტოგრაფიით, მუსიკით, არქიტექტურითა და სათხილამურო სპორტით.

7. შეიხა მოზა

შეიხა მოზა - კატარის ემირის, შეიხი ხამადა ბენ კალიფა-ალ-ტანის მეორე ცოლია, შვიდი შვილის დედა, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სტილური პირველი ლედი და, როგორ საოცრად არ უნდა ჟღერდეს, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეა. მოზას ქონება შეფასებულია დაახლოებით 7 მილიარდ დოლარად, და, ჭორებს თუ ვენდობით, 2 მილიონ დოლარამდე დახარჯული აქვს პლასტიკურ ოპერაციებზე (სულ 12 პლასტიკური ოპერაცია).

8. შარლოტა კაზირაგი

შარლოტა კაზირაგი - მონაკოს პრინცესას მემკვიდრე, გრეის კელის შვილიშვილი, ჟურნალისტი და ბიზნესვუმენია. საკუთარი ეფექტური გარეგნობის წყალობით შარლოტამ ყველაზე სექსუალური სამეფო პირის სტატუსი მიიღო.

9. ივანკა ტრამპი

ივანკა ტრამპი - ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი პირველი მეუღლის, სუპერმოდელის ივანას ქალიშვილია. ივანკას ბავშვობიდან ამზადებდნენ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, მამის მილიარდებზე დაყრდნობის გარეშე. შედეგად მან წარჩინებით დაამთავრა ბიზნესის სკოლა, გაიკეთა კარიერა და მოასწრო პირადი მილიონების შოვნა.