1. სუვენირები
კოლეგამ ჩამოგიტანათ თურქეთიდან, ნათესავმა გაჩუქათ - თანდათან თაროები ივსება უსარგებლო ნივთებით, რომლის გადაყრაც გენანებათ. დაიტოვეთ მხოლოდ ისინი, რომლებიც თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, დანარჩენი კი გადაყარეთ.
2. გატეხილი ნივთები
გაბზარული ჭიქები, ჭურჭელი, დანები გატეხილი ტარით - ასეთი საგნების გამოყენება პირველ რიგში არაესთეტიკურია, მეორეც - ისინი აბინძურებენ სახლის აურას.
3. ტელევიზორი
აქ საქმე ჩვევაშია გქონდეთ ტელევიზორი მუდმივად ჩართული. ადამიანი ხმაურის ფონს შეიძლება ნორმალურად აღიქვამდეს, მაგრამ მკვეთრი სურათები და ცვალებადი ხმები ტვინს ღლის. დაღლილობა კი იწვევს გაღიზიანებას, უძილობას და კოგნიტური უნარის დაქვეითებას.
4. ინტერიერის მძიმე ნივთები
მასიური სავარძლები და ხავერდის მძიმე ფარდები ჩვეულებრივ ქალაქურ ბინებში ვიზუალურად ამცირებენ თავისუფალ სივრცეს. ეს, რა თქმა უნდა, პოზიტივს არ მატებს ცხოვრებას, გადატვირთული სივრცე კი თრგუნავს ადამიანს.
5. ფინანსური დოკუმენტები
საკრედიტო ხელშეკრულებები, ანგარიშები - მათი გადაყრა, რა თქმა უნდა, არ არის საჭირო, მაგრამ სამი წლის წინ გაფუჭებული ტექნიკის გარანტიის შენახვა ზედმეტი იქნება. ყველა ფინანსური დოკუმენტი უკეთესია შეინახოთ ერთ ადგილას, პერიოდულად გადაარჩიოთ ისინი და დაიტოვოთ მხოლოდ აქტუალურები.
6. სარკეები
ლონდონელმა ფსიქიატრებმა 50 ადამიანი გამოიკვლიეს და გააკეთეს დასკვნა, რომ სარკეში ხშირი ჩახედვა აჩენს ახალს და ზრდის ძველ კომპლექსებს. გარეგნობაზე ჩაციკლვა და სარკეების დიდი რაოდენობა ყველაზე მაგარი ნერვების მქონე ქალების განწყობასაც კი აფუჭებს, ასე რომ არ ღირს გარისკვა - ერთი-ორი სარკე სახლში სრულიად საკმარისია.
7. უჯრებში დამალული უსარგებლო ნივთები
დამალულ უსარგებლო ნივთებსაც კი შეუძლია გაღიზიანების გამოწვევა, ამიტომ ძველი მობილურები, დამტენები, დამაგრძელებლები ჯობია მაშინვე მოიშოროთ, როგორც კი აღარ დაგჭირდებათ.
8. მოუხერხებელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
თუ არ ატარებთ ნივთს, რომელიც წლობით დევს თქვენს კარადაში, ესე იგი მისი ადგილი თქვენს სახლში არ არის, დაუთმეთ ეს ადგილი სხვა ლამაზ ნივთებს, რომლებსაც მოხერხებულად და ლამაზად ატარებთ.
თემები: პრობლემები, თავდაჯერებულობა, რჩევები, სახლი, ინტერიერი
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>