1. სკარლეტ იოჰანსონი
სკარლეტ იოჰანსონი - ვუდი ალენის შეუცვლელი მუზა და ჰოლივუდის ახალი სექს-სიმბოლო. დიახ, მასაც აქვს ცელულიტი. მაგრამ ნუთუ ეს ასეთი მნიშვნელოვანია?
2. როზი ჰანტინგტონ-უაითლი
როზი ჰანტინგტონ-უაითლის ცელულიტი საკმაოდ შესამჩნევად აქვს. მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს გოგონას ატაროს მოკლე შორტები და ისიამოვნოს ცხოვრებით.
3. ჯენიფერ ლოპესი
მკაცრი დიეტებისა და უსასრულო ვარჯიშების მიუხედავად, ლამაზმანმა ჯეი ლომ მაინც ვერ მოიშორა „ფორთოხლის ქერქი“, რომელიც ვარსკვლავს შვილების გაჩენის შემდეგ გაუჩნდა.
4. ბლეიკ ლაივლი
ბლეიკ ლაივლის გრძელ და იდეალურად მოხდენილ ფეხებს შეიძლება უსასრულოდ ვუყუროთ. მაგრამ როცა აკვირდები, მკაფიოდ ხედავ ცელულიტს.
5. ჯესიკა ალბა
ჯესიკა ალბას ფიგურას თვალს ვერ მოსწყვეტ. მან კი, სხვათაშორის, ორი ბავშვი გააჩინა. და, დიახ, ცელულიტიც აქვს და სტრიებიც, მაგრამ ეს მას სულაც არ უშლის ხელს არაფერში.
6. რიზ უიზერსპუნი
მოკლე შორტები? რატომაც არა! ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვანი ქერათმიანი უიზერსპუნსი სულაც არ განიცდის საკუთარი ცელულიტის გამო.
7. უმა თურმანი
უმა თურმანმა სამი შვილი გააჩინა და შეინარჩუნა იდეალური სხეული. მაგრამ მოხდენილი ფიგურის მიუხედავად, ვარსკვლავს მაინც გაუჩნდა ცელულიტი და სტრიები.
8. ჰოლი ბერი
ბავშვის გაჩენის შემდეგ ჰოლის თეძოებზე სტრიები გაუჩნდა, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ვარსკვლვს იაროს მოკლე შორტებითა და ბიკინებით.
9. იზაბელ გულარი
Victoria’s Secret-ის „ანგელოზები“ - იდეალური გოგონები არიან ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. იზაბელ გულარი თუმცა ყოფილი „ანგელოზია“, მაგრამ სხეულს ისევ ტონუსში ინარჩუნებს. იზი ბრწყინვალედ გამოიყურება, თეძოებზე მცირე ცელულიტი კი - მხოლოდ ცხოვრების წვრილმანია.
10. რიანა
რიანა, რა თქმა უნდა, ძალიან გამხდარი არ არის, მაგრამ სიაში მაინც მოხვდა. მომღერალს ძალიან უყვარს ღია სასცენო კოსტიუმები და სულაც არ სცხვენია საკუთარი ცელულიტის.
თემები: სილამაზე ყველა ასაკში, თავდაჯერებულობა, ვარსკვლავები, ცელულიტი
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>