ადრეულია მენოპაუზა მაშინ, როცა ის 40 წლამდე ასაკში იწყება. ის ხშირად ჩვენი ჩვევებითაა გამოწვეული. ესპერტები გამოყოფენ 9 ჩვევას, რომელიც ადრეულ მენოპაუზას განაპირობებს.
1. მოწევა - მოწევა ჯანმრთელობას ბევრი კუთხით უქმნის პრობლემას, მათ შორის, ის ხელს უშლის ნაყოფიერებას. „მოწევა 4-5 წლით ადრე იწვევს მენოპაუზას“ - ამბობს ექიმი და მკვლევარი მარსელ პიკი.
2. ალკოჰოლური სასმელის ხშირად მიღება - კიდევ ერთი ჩვევა, რომელიც ადრეული მენოპაუზის რისკს ზრდის. თავდაპირველად ის იწვევს ციკლის არევას, ის არარეგულარულად გაქვთ, ხოლო შემდეგ ადრეულ მენოპაუზას განაპირობებს.
3. მენოპაუზას ასევე იწვევს ზოგიერთი სილამაზის პროდუქტიც - მაკიაჟის გასაკეთებელი, კანისა და თმის მოვლის პროდუტები სავსეა სხვადასხვა ტოქსინებით, რაც დროთა განმავლობაში ჰორმონალურ დისბალანსს იწვევს და უფრო მეტიც, ადრეულ მენოპაუზას განაპირობებს.
4. გადაჭარბებული ვარჯიში - ვარჯიში კარგია, მაგრამ გადაჭარბებით ვარჯიში შესაძლოა სახიფათო იყოს. როცა ძალიან ბევრს ვარჯიშობთ, იზრდება კორტიზოლის დონე, რომელიც დიდ როლს თამაშობს ჰორმონალური ბალანსის თვალსაზრისით. დიდი დოზით კორტიზოლის გამოყოფა იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს.
„სხვადასხვა კვლევებით დადასტურებულია, რომ გადაჭარბებით ვარჯიშსა და ადრეულ მენოპაუზას შორის დიდი კავშირია. როცა სტაბილურად ვარჯიშობთ, ეს ჰორმონალურ სტაბილურობასაც განაპირობებს, ხოლო როცა გადაჭარბებით ვარჯიშობთ, ყოველივე ჰორმონალურ დარღვევას იწვევს და საბოლოო ჯამში, ადრეულ მენოპაუზამდე მიდიხართ“, - განმარტავს ექიმი მარსელ პიკი.
5. სტრესი - გამუდმებით სტრესულ გარემოში ყოფნა, მუდამ ნერვიულობა და დარდი ჰორმონალურ დისბალანასს განაპირბებს, რამაც შეიძლება ასევე ადრეული მენოპაუზა გამოიწვიოს. პიკის თქმით, არაერთი კვლევითაა დადასტურებული კავშირი სტრესსა და ადრეულ მენოპაუზას შორის. ექიმი გვირჩევს, რომ ვეცადოთ სიმშვიდის შენარჩუნებას და პრობლემურ სიტუაციებთან მშვიდად გამკლავებას.
6. ქირურგიული ჩარევა, ოპერაცია - მუცლის არეში რაიმე სახის ოპერაციამ შესაძლოა მენოპაუზა გამოიწვიოს.
7. პლასტმასის ჭურჭელი - სახიფათოა ასევე პლასტმასის ჭურჭლიდან სითხის, ასევე საკვების მიღება. ისინი შეიცავენ ქიმიურ დანამატებს, რაც სახიფათოა ორგანიზმისთვის. ზოგადად ჯანმრთელობისთვის და ასევე, იწვევს ნაადრევ მენოპაუზას.
8. პოლიქლორირებული ბიფენილების შემცველობის საკვები - ეს არის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ჰორმონალურ დისბალანსს განაპირობებენ. მას ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმიანი თევზი. როგორც მედიკოსები ამბობენ, ამგვარი საკვების მირთმევაც ადრეულ მენოპაუზას იწვევს.
9. სურნელოვანი სანთლები და სხვადასხვა აეროზოლები - სასიამოვნო სუნი კარგია, მაგრამ ამავდროულად ისინი შეიცავენ ისეთ ქიმიურ ნაერთებს, რომელიც ჰორმონალურ დისბალანსს, შემდგომ კი, ნაადრევ მენოპაუზას იწვევს.
თემები: სილამაზე ყველა ასაკში, ჯანმრთელობა, ქალები, რჩევები, მენოპაუზა
<a href="https://www.bustle.com">https://www.bustle.com</a>