LIFE

პრინც ჰარის ბიძაშვილი - სამეფო ოჯახის უცოლო წევრი, რომლის შესახებაც აქამდე არ იცოდით

პრინც ჰარის ბიძაშვილი - სამეფო ოჯახის უცოლო წევრი, რომლის შესახებაც აქამდე არ იცოდით

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი უკვე ცოლ-ქმარი, სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია არიან. მას შემდეგ, რაც პრინცმა დაქორწინების გადაწყვეტილება მიიღო, ბევრ გოგონას დასწყდა გული, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახში კიდევ არის მომხიბვლელი და რაც მთავარია, უცოლო წევრი, რომელზე დაქორწინების შესაძლებლობაც ჯერ კიდევ არსებობს.

ჰარისა და მეგანის ქორწილში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ჰარისა და უილიამის ბიძაშვილმა, ლუის სპენსერმა. ლუისი პრინცესა დაიანას ძმის შვილია და ისიც სამეფო ოჯახის წევრად ითვლება.

პრინც ჰარის ბიძაშვილი - სამეფო ოჯახის უცოლო წევრი, რომლის შესახებაც აქამდე არ იცოდით

ლუისი სამეფო ქორწილში თავის დებთან ელიზასთან, კიტისთან და დედასთან, ვიქტორია აიტკინთან ერთად მივიდა. მის ვიზუალს მოდის კრიტიკოსებმა გლამურული და ელეგანტური უწოდეს.

სხვადასხვა ბრიტანული ონლაინ გამოცემები წერენ, რომ ლუის სპენსერმა ჰარისა და მეგანის ქორწილი „მოიპარა“, რადგანაც საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო. ის ქორწილის საუკეთესოდ ჩაცმულ და ყველაზე მომხიბვლელ მამაკაც სტუმართა შორის ჯორჯ კლუნთან და დევიდ ბეკჰემთან ერთად მოხვდა.

პრინც ჰარის ბიძაშვილი - სამეფო ოჯახის უცოლო წევრი, რომლის შესახებაც აქამდე არ იცოდით

ლუისი 1994 წელს დაიბადა. მისი მომავალი ცოლის ტიტული გრაფინია იქნება. ლუისი ცდილობს არ მიიქციოს მედიის ყურადღება და მისი პირადი ცხოვრების დეტალები თითქმის არასოდეს საჯაროვდება. ის არ არის არც ერთი სოციალური ქსელის მომხმარებელი.

პრინც ჰარის ბიძაშვილი - სამეფო ოჯახის უცოლო წევრი, რომლის შესახებაც აქამდე არ იცოდით

2015 წელს „ინსტაგრამზე“ მომღერალმა ნიკი მინაჟმა ლონდონში გამართული კონცერტის შემდეგ ატვირთა მასთან ერთად გადაღებული ფოტო, რაც რა თქმა უნდა, ჟურნალისტებს არ გამოჰპარვიათ.

BO-2 Instagram Post

ცნობილია, რომ ლუისი ედინბურგის უნივერსიტეტში სწავლობს. გამოცემა „Hello” ასევე წერდა, რომ ის თავის დებთან ერთად დიდ დროს ატარებდა სამხრეთ აფრიკაში. ყოველთვის ცდილობს არ გამოჩნდეს საჯარო სივრცეში და მედიის ყურადღება არ მიიქციოს.