ყველაზე ჭკვიანი ვარსკვლავები და ცნობილი ადამიანები, რომლებსაც დიპლომები აქვთ
- 24.05.2018

1. ნოლან გოულდი - ის ძალიან ჭკვიანია. სკოლა 13 წლისამ დაამთავრა და Mensa-ს წევრი გახლავთ. ეს არის საზოგადოება სადაც მაღალი IQ-ს მქონე ადამიანები არიან გაერთიანებულნი.

2. სტივ მარტინი - ისიც გოულდის მსგავსად „მენსას“ წევრია.

3. კენ ჯონგი - მსახიობი განათლებით ექიმია და სამედიცინო ლიცენზიაც აქვს.

4. მაიემ ბიალიკი - მსახიობი ნევროლოგია და შესაბამისი დიპლომიც აქვს.

5. ეშტონ კატჩერი - ლოუას უნივერსიტეტში ის ბიოქიმიურ ინჟინერიას სწავლობდა.

6. კონან ო ბრაიენი - მას არც მეტი არც ნაკლები, ჰარვარდის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული.

7. შაკილ ო’ნილი - NBA-ს სუპერვარსკვლავს მაგისტრისა და დოქტორის ხარისხები აქვს მიღებული.

8. ჯერარდ ბატლერი - გლაზგოს უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

9. ჯეიმს ფრანკო - მსახიობი სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ მაგისტრის ხარისხი ნიუ იორკის უნივერსიტეტში მიიღო. ის კინომცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა.

10. ტომ ჰიდლსტონი - ოთხი ენა იცის. მსახიობს შეუძლია ისაუბროს ინგლისურად, ბერძნულად, ფრანგულად და ესპანურად.

11. ჯოდი ფოსტერი - მას ხუთ ენაზე საუბარი შეუძლია. იცის ინგლისური, გერმანული, იტალიური, ფრანგული და ესპანური ენები.

12. ნატალი პორტმანი და შაკირა კი ექვს ენაზე საუბრობენ - პორტმანმა იცის ინგლისური, ებრაული - ივრითი, გერმანული, იაპონური, ფრანგული და ესპანური. შაკირამ კი იცის ინგლისური, ესპანური, იტალიური, კატალონური, პორტუგალიური და ფრანგული.

13. ვიგო მორტენსენმა შვიდი ენა იცის - ინგლისური, ფრანგული, დანიური, იტალიური, ნორვეგიული, არაბული და კატალონური.

14. Questlove - ნიუ იურკის უნივერსიტეტში პროფესორების თანაშემწედ მუშაობს.

15. ალეშა ქისი - მან განსაკუთრებული ნიჭის და მაღალი აკადემიური მოსწრების გამო ე.წ. ჰაი სქული 16 წლისამ დაამთავრა.

16. დევიდ დუხოვნი - ის მსახიობობამდე მკვლევარი იყო.

17. ეშლი ჯადი - მსახიობმა მაგისტრატურა ჰარვარდში დაამთავრა.

18. ბენ სტეინი - ის იელის უნივერსიტეტში იურისპრუდენციას სწავლობდა.

19. კალ პენი - მსახიობს პენსილვანიის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული.

20. კარლი კლოსი - სუპერმოდელი ჯერ კიდევ განათლების მიღების პროცესშია. ის სტილისა და მოდის ხელოვნებას სწავლობს.

თემები: ინტელექტი, ჭკვიანი ადამიანები, ჰოლივუდი, ჰოლივუდის ვარსკვლავები
<a href="https://www.buzzfeed.com">https://www.buzzfeed.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია