LIFE

რა უნდა გაღელვებდეთ და რაზე უნდა ზრუნავდეთ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ

რა უნდა გაღელვებდეთ და რაზე უნდა ზრუნავდეთ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ

წარმატების მიღწევას, ბევრ შრომასთან ერთად, სხვადასხვა საკითხებისადმი სწორი მიდგომა და სწორი დამოკიდებულები გამოჩენა სჭირდება. ჩვენ ხშირად ვწერთ იმის შესახებ, თუ რას არ უნდა მიაქციოთ ყურადღება, რაზე არ უნდა იღელვოთ იმისთვის, რომ წარმატებულები იყოთ. ამჯერად გავიგოთ რაზე უნდა ზრუნავდეთ და რა უნდა გაღელვებდეთ, რა არის ის რამდენიმე მთავარი წინაპირობა, რომელიც წარმატებისთვის აუცილებელია.

10. დაივიწყეთ ცხოვრების არაჯანსაღი წესი და უფრო მეტი ყურადღება და დრო დაუთმეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას - იზრუნეთ თქვენს სხეულზე და მის სიჯანსაღეზე. ყველაფერი ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული. თუ რაიმე პრობლემა შეგექმნებათ ცხოვრების არაჯანსაღი წესის გამო, ვერაფერს ვეღარ გააკეთებთ, ოცნებებზე უარის თქმა მოგიწევთ.

რა უნდა გაღელვებდეთ და რაზე უნდა ზრუნავდეთ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ

9. შეეშვით მოკლევადიანი გეგმების დასახვას და იზრუნეთ იმაზე, რომ მთავარი მიზნის მიღწევის გეგმა დასახოთ - გახსოვდეთ, რომ ერთხელ ცხოვრობთ და უნდა ეცადოთ, რომ სწორად წარმართოთ მიზნისკენ მიმავალი გზა. წარმატებული ადამიანები შორსმჭვრეტელები არიან და ისინი მხოლოდ ხვალინდელ დღეს კი არ გეგმავენ, არამედ მიზნის მისაღწევად ყველაზე ეფექტურ მეთოდებზე ფიქრობენ, მუშაობენ და შემდეგ მოქმედებენ დასახული გეგმის მიხედვით.

რა უნდა გაღელვებდეთ და რაზე უნდა ზრუნავდეთ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ

8. ნუ იქნებით უმნიშვნელო. იზრუნეთ იმისთვის, რომ თქვენ სიტყვას ძალა და ფასი ჰქონდეს, რომ მთავარი მოთამაშე იყოთ - ეცადეთ, რომ სამყაროს უმნიშვნელო ნაწილი არ იყოთ. იყავით თავდაჯერებულები და თამამები გადაწყვეტილებების მიღების დროს. მიენდეთ ინტუიციას და ზოგჯერ გარისკეთ კიდეც. ნუ შეგეშინდებათ მარცხის.

რა უნდა გაღელვებდეთ და რაზე უნდა ზრუნავდეთ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ

7. შეეშვით მუდამ თავის მართლებას - არ ხართ ვალდებული ვინმეს რამე აუხსნათ, საბაბი მოიფიქროთ, განმარტოთ, თუ რატომ მოიქეცით ასე. ეცადეთ, იზრუნოთ იმაზე, რაც თქვენთვისვეა კარგი, მიიღოთ გადაწყვეტილებები ისე,როგორც თავად მიგაჩნიათ სწორად. წარმატებული ადამიანები არავის განუმარტავენ თავიანთი გადაწყვეტილების მიზეზებს.

რა უნდა გაღელვებდეთ და რაზე უნდა ზრუნავდეთ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ

6. დაივიწყეთ პერფექციონიზმი - ადამიანი ყველაზე მეტად იმედგაცრუებული მაშინ არის, როცა საკუთარი თავისგანაც და სხვებისგანაც სრულყოფილებას ითხოვს. ჩვენ, ადამიანები შესაძლოა კარგად ვაკეთებთ საქმეს, მაგრამ სრულყოფილი არავინაა, შეცდომებს ყველანი ვუშვებთ. იზრუნეთ იმაზე, რომ ამ კუთხით შეცვალოთ დამოკიდებულება და გვერწმუნეთ, იმედგაცრუებულები აღარ დარჩებით.

რა უნდა გაღელვებდეთ და რაზე უნდა ზრუნავდეთ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ

5. ეცადეთ, კონცენტრირდეთ ერთ საქმეზე და არა არა ბევრი საკითხის ერთდროულად გადაწყვეტაზე - ადამიანების უმეტესობას არ შეუძლია ერთდროულად ბევრ საკითხზე ფიქრი, ზრუნვა და ბევრ ამოცანაზე კონცენტრირება. რა თქმა უნდა, გვინდა რომ შეგვეძლოს და ვცდილობთ კიდეც ერთდროულად რამდენიმე პრობლემის გადაწყვეტას, მაგრამ რეალურად არაფერი გამოგვდის და ერთ საქმესაც ვერ ვაგვარებთ.

წარმატებულმა ადამიანებმა იციან ამის შესახებ. სწორედ ამიტომ, ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ ყველა ამოცანის გადაჭრას. ჯერ ერთ საკითხზე ფოკუსირდებიან, ფიქრობენ, მსჯელობენ იღებენ გადაწყვეტილებას და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევენ თავს უფლებას რომ სხვა პრობლემებზეც იფიქრონ.

რა უნდა გაღელვებდეთ და რაზე უნდა ზრუნავდეთ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ

4. იზრუნეთ და იმუშავეთ საკუთარ თავზე იმ კუთხით, რომ დაამარცხოთ ყველასა და ყველაფრის გაკონტროლების სურვილი - როცა ადამიანი წარმატებას აღწევს, მაღალ თანამდებობაზეა და გარკვეულწილად ძალაუფლებას გრძნობს, მას უჩნდება ყველასა და ყველაფრის კონტროლის სურვილი, რაც სინამდვილეში დამღუპველად მოქმედებს მის კარიერაზე. გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ ხელს გიშლით წარმატების მიღწევაში.

რა უნდა გაღელვებდეთ და რაზე უნდა ზრუნავდეთ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ

3. გამოიმუშავეთ უნარი რომ თქვათ უარი იმ საკითხებზე, რომლებიც მიზნის მიღწევაში არ დაგეხმარებათ - უმეტეს შემთხვევაში, წარმატების მიღწევას მსხვერპლშეწირვა სჭირდება. ვიღაცისთვის ეს მსხვერპლშეწირვა შესაძლოა გამუდმებით გართობისთვის თავის დანებება იყოს, ვიღაცისთვის საყვარელ ადამიანებთან ნაკლები დროის გატარება და ა.შ.

წარმატების მიღწევას ბევრი შრომა, მონდომება, დიდი დრო სჭირდება და ბუნებრივია, რომ ყველაფრისთვის შესაძლოა დრო აღარ დაგრჩეთ და აბსოლუტურად ჩვეულებრივია, რომ რაღაცებზე უარის თქმა მოგიწიოთ.

რა უნდა გაღელვებდეთ და რაზე უნდა ზრუნავდეთ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ

2. იზრუნეთ იმაზეც, რომ გვერდით არ გყავდეთ ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას გირთულებენ და წარუმატებლობისკენ გიბიძგებენ - მაქსიმალურად შორს დაიჭირეთ თავი ნეგატიური ადამიანებისგან. ისინი გამუდმებით პრობლემებს გიქმნიან. რატომ უნდა დახარჯოთ მათთან ურთიერთობისთვის დრო და ენერგია, რატომ უნდა გაირთულოთ ცხოვრება?!

უმჯობესია თუ ურთიერთობა გექნებათ წარმატებულ ადამიანებთან, რომელთა გვერდით ყოფნაც გარკვეულ გამოცდილებას გაძლევთ, რომლებიც კი არ გაკრიტიკებენ, არამედ რჩევებს გაძლევენ და წარმატებისკენ გიბიძგებენ. რომლებსაც გულწრფელად უხარიათ თქვენი წარმატება.

რა უნდა გაღელვებდეთ და რაზე უნდა ზრუნავდეთ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ

1. და ბოლოს, ყველაზე მთავარი - ნუ კარგავთ დროს.ადამიანები ფიქრობენ, რომ ძალიან ბევრი დრო აქვთ და ამიომ არ მოქმედებენ, არ დგამენ კონკრეტულ ნაბიებს, რაც მათი წარუმატებლობის მიზეზი ხდება. ფიქრობენ, რომ ყველაფერს მოასწრებენ.

ამ ფიქრში კი, ზოგჯერ მთელი ცხოვრება გადის და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა შესანიშნავი იდეები გქონდეთ, ვერაფერს მიაღწიოთ. აუცილებლად აკონტროლეთ დრო, ნუ გაატარებთ 24 საათს სოციალურ ქსელებში, ან „ნეტფლიქსის“ ფილმების ყურებაში. დაისახეთ მიზანი და იმოქმედეთ.

რა უნდა გაღელვებდეთ და რაზე უნდა ზრუნავდეთ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ



<a href="https://bornrealist.com">https://bornrealist.com</a>