სამეფო ოჯახის „წყევლა“: რატომ შიშობენ უილიამი და ქეითი, რომ შარლოტასა და ლუის ჰარის ბედი ეწევათ
- 31.10.2026
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახლო წრეებში შიშობენ, რომ პრინცესა შარლოტა და პრინცი ლუი შესაძლოა იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, რაც მათ ბიძას, პრინც ჰარის შეემთხვა.
უილიამსა და ქეითს კი სურთ, შვილებს ისეთი მომავალი შეუქმნან, სადაც უფროს ძმას მხარს დაუჭერენ, თუმცა საკუთარ ცხოვრებასაც თავისუფლად ააწყობენ.
უელსების უფროსი შვილი, პრინცი ჯორჯი, მომავალში ბრიტანეთის მეფე უნდა გახდეს და მშობლები მას ამ როლისთვის ამზადებენ. თუმცა სამეფო ოჯახის ექსპერტების აზრით, უილიამსა და ქეითს უკვე უწევთ იმაზე ფიქრი, რა ადგილი ექნებათ სამეფო ოჯახში შარლოტასა და ლუის.

წიგნის, „უინძორების ოთხი ცოლი“, ავტორი საიმონ ვიგარი მიიჩნევს, რომ უნდა არსებობდეს გზა, რომელიც შარლოტასა და ლუის უფროსი ძმის მხარდაჭერის საშუალებას მისცემს ისე, რომ მათ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებაც შეძლონ. მისი თქმით, სწორედ ასეთი ბალანსის არარსებობამ ითამაშა როლი უილიამისა და ჰარის ურთიერთობის გაუარესებაში, რის შემდეგაც ჰარიმ სამეფო მოვალეობებზე უარი თქვა და აშშ-ში გადავიდა.
ჰარი თავადაც ამბობდა, რომ მემუარები „სათადარიგო“ შარლოტასა და ლუის დასაცავად დაწერა. მისი თქმით, სამ შვილს შორის სულ მცირე ერთი აუცილებლად აღმოჩნდებოდა მის მსგავს მდგომარეობაში - „სათადარიგოს“ როლში, რაც მას აწუხებდა.
მემუარების სათაური უკავშირდება გავრცელებულ ისტორიას, რომლის მიხედვითაც, პრინცმა ჩარლზმა ჰარის დაბადების დღეს დიანას უთხრა: ახლა მემკვიდრეც მყავს და სათადარიგოცო.
თუმცა სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, რომ უილიამი და ქეითი შვილების აღზრდით მშობლებისგან განსხვავდებიან: მათთვის პრიორიტეტი ოჯახთან ერთად გატარებული დროა, საჯარო ღონისძიებებზე კი წყვილი ჰარმონიულ ოჯახად გამოიყურება.
თემები: ბრიტანეთის სამეფო ოჯახი