LIFE

როგორ დააღწიოთ თავი 9-დან 6-მდე სამუშაო გრაფიკს და იცხოვროთ ისე, როგორც ყოველთვის გინდოდათ - 6 რჩევა

როგორ დააღწიოთ თავი 9-დან 6-მდე სამუშაო გრაფიკს და იცხოვროთ ისე, როგორც ყოველთვის გინდოდათ - 6 რჩევა

დაიღალეთ სტანდარტული საოფისე სამსახურით, სადაც ბევრს შრომობთ, სანაცვლოდ კი ცოტას იღებთ? ოცნებობთ თავისუფლებაზე, ახალ შესაძლებლობებსა და ცხოვრების განსხვავებულ წესზე? შესაძლოა, დროა, საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი აიღოთ და იმაზე იფიქროთ, რა გსურთ სინამდვილეში.

სამსახურის დატოვება მხოლოდ პირველი ნაბიჯია - მთავარია, წინასწარ მოემზადოთ და იცოდეთ, საით მიდიხართ.

1. განსაზღვრეთ ოცნებები და მიზნები

სამსახურის დატოვებას აზრი არ აქვს, თუ წარმოდგენა არ გაქვთ, რა გსურთ მომავალში. საჭიროა კონკრეტული მიმართულება და მიზნები. დაფიქრდით, სად ხედავთ საკუთარ თავს ექვსი თვის, ერთი ან ხუთი წლის შემდეგ, თუკი ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც გინდათ.

2. დაზოგეთ და სწორად მართეთ ფული

ფინანსების მართვა ყოველთვის მარტივი არ არის, თუმცა დანაზოგი მომავალში მეტ თავისუფლებას მოგცემთ. წინასწარ გამოთვალეთ, რა თანხა დაგჭირდებათ სამსახურის დასატოვებლად და თქვენი გეგმების განსახორციელებლად. ამისთვის ახლავე შეგიძლიათ შეცვალოთ ყოველდღიური ჩვევები და დაიწყოთ თანხის დაზოგვა.

3. გამოიყენეთ თქვენი ძლიერი მხარეები

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იცოდეთ, რა გსურთ, არამედ ისიც, რაში ხართ განსაკუთრებით კარგი. დაფიქრდით, რა უნარები და ნიჭი გაქვთ, რომელთა დახმარებითაც შემოსავლის მიღებას შეძლებთ. შესაძლოა, ტექნოლოგიებში ერკვევით, შემოქმედებითი ნიჭი გაქვთ ან ბავშვებთან ურთიერთობა გამოგდით. განავითარეთ თქვენი შესაძლებლობები და გამოიყენეთ ისინი.

4. იპოვეთ საქმე, რომელიც ნამდვილად გიყვართ

როცა საქმიანობა გულწრფელად გაინტერესებთ და სიამოვნებას განიჭებთ, ის მხოლოდ სამსახური აღარ არის. ბევრი ოცნებობს საყვარელ საქმეზე მუშაობაზე, თუმცა ამის მიღწევას ყველა ვერ ახერხებს. ზოგჯერ ამისთვის კარიერის თავიდან დაწყებაც კი ხდება საჭირო. თუ ფინანსურად მზად ხართ ცვლილებებისთვის და ახალი გზის არჩევას არ ერიდებით, შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება სანანებელი არ გახდეს.

5. ჩადეთ ინვესტიცია საკუთარ თავში

როცა უკვე იცით, რა მიმართულებით გსურთ წასვლა, მიზნის მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგათ. მიიღეთ განათლება, შეისწავლეთ თქვენთვის საინტერესო სფერო და განავითარეთ უნარები. თუ ფოტოგრაფობა გინდათ, შეიძინეთ კამერა და ყოველდღიურად ივარჯიშეთ. თუ ყოველთვის გინდოდათ ვიზაჟისტობა ან სილამაზის სფეროში მუშაობა, გაიარეთ შესაბამისი ონლაინკურსები. საკუთარ განვითარებაში ჩადებული ძალისხმევა ახალი შესაძლებლობების კარს გაგიღებთ.

6. შექმენით პასიური შემოსავლის წყარო

მეტი თავისუფლების მისაღებად ერთ-ერთი გზა ისეთი შემოსავლის წყაროს შექმნაა, რომელიც მუდმივ შრომას არ მოითხოვს. ამის მაგალითებია უძრავი ქონების გაქირავება, საფონდო ბაზარზე ინვესტირება ან YouTube-არხის შექმნა. ამ საქმიანობებს დასაწყისში გარკვეული დრო და ძალისხმევა სჭირდება, თუმცა მათი ამუშავების შემდეგ შესაძლოა დამატებითი შემოსავალი და მეტი თავისუფალი დრო მიიღოთ.

ბევრს არ შეუძლია თქვას, რომ ზუსტად ისე ცხოვრობს, როგორც ყოველთვის ოცნებობდა. თუმცა მიზანდასახულობის, მონდომებისა და რისკის გაწევის მზადყოფნის შემთხვევაში, ოცნების რეალობად ქცევა შესაძლებელია.