LIFE

30 რამ, რაც 30 წლამდე ერთხელ მაინც უნდა გააკეთოთ

30 რამ, რაც 30 წლამდე ერთხელ მაინც უნდა გააკეთოთ

30 წლის შესრულებამდე ბევრს აქვს სურვილების სია, რომლის განხორციელებასაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ზოგისთვის ეს მოგზაურობაა, ზოგისთვის - ოცნების სამსახური, ახალი გამოცდილება ან დიდი ხნის გადადებული გადაწყვეტილება. წარმოგიდგენთ 30 იდეას, რომლებიც შესაძლოა თქვენც შთაგაგონოთ.

იმოგზაურეთ პარიზში - ნახეთ ეიფელის კოშკი, დააგემოვნეთ ფრანგული სამზარეულო და შეიგრძენით ქალაქის განსაკუთრებული ატმოსფერო.

მიაღწიეთ საოცნებო სამსახურს - ისწავლეთ ახალი პროფესია, შეიძინეთ საჭირო უნარები და არ შეგეშინდეთ კარიერული ცვლილებების.

 

იპოვეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საქმეს - ჩაერთეთ საქველმოქმედო საქმიანობაში, მოხალისეობრივ პროექტში ან სისხლის დონაციაში.

მოინახულეთ აშშ-ის 50-ვე შტატი - აღმოაჩინეთ ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ღირსშესანიშნაობები, პლაჟები, პარკები და მთები.

მოაწყვეთ დიდი საგზაო მოგზაურობა - შეარჩიეთ მარშრუტი, ჩართეთ საყვარელი მუსიკა და გზად აქამდე უცნობი ადგილები აღმოაჩინეთ.

იმოგზაურეთ მარტო - ეს კარგი შესაძლებლობაა საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად და ახალი გამოცდილების მისაღებად.

აიღეთ პასპორტი - მაშინაც კი, თუ საზღვარგარეთ გამგზავრებას ჯერ არ გეგმავთ, მზად იყავით მოულოდნელი მოგზაურობისთვის.

 

შეიყვარეთ - ნუ დააწესებთ სიყვარულისთვის ასაკობრივ ზღვარს. ის შეიძლება 30, 40, 50 წლის შემდეგაც იპოვოთ.

შეიძინეთ საკუთარი სახლი - შექმენით სივრცე, რომელსაც თქვენს გემოზე მოაწყობთ და საკუთარ სახლს უწოდებთ.

დაგეგმეთ ოჯახის შექმნა - დაფიქრდით, გსურთ თუ არა შვილის გაჩენა და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ოჯახური ცხოვრება.

შეხვდით ახალ წელს ნიუ-იორკში - ერთხელ მაინც გამოსცადეთ ტაიმს-სკვერზე საახალწლო ზეიმის ატმოსფერო.

შეისწავლეთ თქვენი ოჯახის ისტორია - გაიგეთ, სად ცხოვრობდნენ თქვენი წინაპრები და საიდან მოდის თქვენი ოჯახი.

 

შეისწავლეთ რაიმე ახალი - ისწავლეთ უცხო ენა, ცეკვა, კულინარია ან სხვა საინტერესო უნარი.

დაწერეთ წიგნი - გაუზიარეთ სხვებს თქვენი ამბავი, ფიქრები და ემოციები.

გაიკეთეთ ტატუ - თუ დიდი ხანია გსურთ, შესაძლოა ეს სწორედ ის გამოცდილებაა, რომელიც თქვენს სიაში უნდა მოხვდეს.

გაიცანით ადამიანი, რომელიც შთაგაგონებთ - შეხვდით ადამიანს, რომლის გამოცდილება და ინტერესები თქვენს განვითარებაში დაგეხმარებათ.

იცხოვრეთ უფრო ჯანსაღად - ივარჯიშეთ, იკვებეთ დაბალანსებულად და მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობას.

აჩუქეთ საკუთარ თავს ძვირადღირებული ნივთი - იქნება ეს სასურველი ჩანთა თუ ფეხსაცმელი, ერთხელ მაინც გაინებივრეთ თავი.

წაიკითხეთ კლასიკური ნაწარმოები - გაეცანით ისეთ წიგნებს, რომლებზეც ხშირად საუბრობენ და ციტირებენ.

 

ნახეთ კლასიკური ფილმები - აღმოაჩინეთ კინოს ისტორიაში დარჩენილი ცნობილი ნამუშევრები.

დაესწარით საყვარელი ჯგუფის კონცერტს - ნახეთ თქვენი საყვარელი მუსიკოსები დიდ სცენაზე.

შექმენით ოჯახური ტრადიცია - მოიფიქრეთ ისეთი საერთო აქტივობა, რომელიც ოჯახის წევრებს ყოველწლიურად გააერთიანებს.

აპატიეთ ადამიანს, რომელმაც გატკინათ - პატიება არ ნიშნავს, რომ მასთან ურთიერთობა უნდა აღადგინოთ. მთავარია, წყენამ თქვენი ცხოვრება არ მართოს.

დაესწარით საყვარელ ტელეშოუს პირდაპირ ჩაწერას - გამოსცადეთ სტუდიაში, მაყურებელთა შორის ყოფნის გამოცდილება.

მოაწყვეთ დიდი წვეულება სახლში - შეკრიბეთ მეგობრები, იცეკვეთ და ერთი საღამო ყოველდღიური საზრუნავის გარეშე გაატარეთ.

ისწავლეთ ხელსაქმე - სცადეთ ქსოვა, ქარგვა ან სხვა ხელნაკეთი ნივთების შექმნა.

 

ნახეთ ბროდვეის წარმოდგენა - თუ ნიუ-იორკში მოხვდებით, არ გამოტოვოთ ცნობილი თეატრალური სცენის სანახაობა.

იმგზავრეთ მოტოციკლით - ეს შეიძლება დაუვიწყარი და ამაღელვებელი გამოცდილება აღმოჩნდეს.

ისწავლეთ თევზაობა - სცადეთ ისეთი საქმიანობა, რომელიც აქამდე თქვენს ინტერესებში არ შედიოდა.

დააგემოვნეთ უჩვეულო კერძები - გასინჯეთ ისეთი საკვები, როგორიცაა რვაფეხა, ხიზილალა, კიმჩი ან სხვადასხვა ქვეყნის ეგზოტიკური კერძები.

ეს სია მხოლოდ იდეების კრებულია და არა აუცილებელი მიზნების ჩამონათვალი. ზოგიერთი სურვილის ასრულება 30 წლის შემდეგაც შეიძლება - მთავარია, ახალი გამოცდილების მიღების სურვილი არ დაკარგოთ.