LIFE

მარლონ ბრანდო და გრეტა გარბო: 5 ბისექსუალური ვარსკვლავი წარსულიდან

მარლონ ბრანდო და გრეტა გარბო: 5 ბისექსუალური ვარსკვლავი წარსულიდან

მარლონ ბრანდო

ბრანდო ოთხჯერ იყო დაქორწინებული, ოფიციალურად მას ჰყავდა 11 შვილი, არაოფიციალურად კი - 17. 1976 წლიდან დაწყებული ბრანდოს ბევრი ბიოგრაფი ამტკიცებდა, რომ ის ბისექსუალია. თავად ბრანდომ კი ეს ფაქტი ფრანგ ჟურნალისტთან ინტერვიუში აღიარა: „ჰომოსექსუალობა იმდენად არის მოდაში, რომ ეს არავისთვის აღარ არის ახალი ამბავი. ისევე, როგორც მამაკაცების დიდ ნაწილს, მეც მქონია ჰომოსექსუალური გამოცდილება, მაგრამ სულაც არ მრცხვენია ამის“.

მარლონ ბრანდო და გრეტა გარბო: 5 ბისექსუალური ვარსკვლავი წარსულიდან

ყველაზე გახმაურებელი რომანი ჰქონდა ჯეიმს დინთან. სხვა წყაროების მიხედვით (წიგნი Brando Unzipped), ბრანდო ურთიერთობებში იმყოფებოდა კერი გრანტთან, მონტგომერი კლიფთან და სერ ჯონ გილგადთან. ზოგიერთი ჭორების მიხედვით კი - ბობ დილანთანაც.

გრეტა გარბო

მსახიობის პირადი ცხოვრება არ იყო ისეთი წარმატებული, როგორც კარიერა. გარბო არასოდეს ყოფილა გათხოვილი, არ ჰყავდა შვილები და სიკვდილის ბოლომდე მარტო ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ დანამდვილებით არის ცნობილი გარბოს მამაკაცებთან რომანის შესახებ, ის არ მალავდა საკუთარ სიმპათიებს ქალების მიმართ.

მარლონ ბრანდო და გრეტა გარბო: 5 ბისექსუალური ვარსკვლავი წარსულიდან

ჰოლივუდის ერთ-ერთ დამაინტრიგებელ კითხვად დღემდე რჩება, ჰქონდა თუ არა გარბოს რომანი მარლენ დიტრიხთან, თუ ეს მხოლოდ ვარაუდია. ჭორებს თუ დაუჯერებთ, გარბოს ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა მუნჯი კინოს ვარსკვლავთან ლუიზა ბრუქსთან (ამას თავად აღიარებდა), მსახიობთან ლილიან ტეშმანთან, ბილი ჰოლიდეისთან და ტალულა ბენკჰედთან.

ჯოან კროუფორდი

მუნჯური კინოს ამერიკელ მსახიობს ჯოან კროუფორდს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ხანგრძლივი კარიერა ჰქონდა ჰოლივუდში: 50 წელი სცენაზე, 80 ფილმი მისი მონაწილეობით. ის ოთხჯერ იყო გათხოვილი და იშვილა ხუთი ბავშვი.

მარლონ ბრანდო და გრეტა გარბო: 5 ბისექსუალური ვარსკვლავი წარსულიდან

მის შესაძლო საყვარლებს შორის ასახელებენ ელის დელამარს, ბარბარა სტენვიკს, მარტა რაიეს, დოროტი არზნერს და ზოგიერთ სხვას. ჭორებიც კი დადიოდა მისი ვნებიანი რომანის შესახებ მერილინ მონროსთან, მაგრამ ამ რომანის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

მარლენ დიტრიხი

დიტრიხის პირადი ცხოვრება საგულდაგულოდ იყო დამალული უცხო თვალისგან. ის ღიად იყო ბისექსუალური გენდერული სტერეოტიპებითაც კი იყო გატაცებული. მაგალითად, დიტრიხი ვარჯიშობდა კრივში ერთ-ერთ ცნობილ თურქ მწვრთნელთან საბრი მაჰირასთან ბერლინში. ოფიციალურ ქორწინებაში ის სულ ერთხელ იყო.

მარლონ ბრანდო და გრეტა გარბო: 5 ბისექსუალური ვარსკვლავი წარსულიდან

მას უამრავ რომანებს მიაწერდნენ. ჰქონდა რომანი მექსიკელ მსახიობთან ლუპე ველეზთან. მის შესაძლო საყვარლებს შორის ასახელებდნენენ უორნერს, ლილი დამიტას, კლოდეტ კოლბერს და დოლორეს დელ რიოს, ვისაც თავად დიტრიხი თვლიდა ყველაზე ლამაზ ქალად ჰოლივუდში.

ჯეიმს დინი

ჯეიმს დინი არასოდეს მალავდა ჰომოსექსუალურობას. ამ მიზეზით დაიხსნა მან თავი ჯარიდან. თუმცა ბევრი რამ უფრო მის ბისექსუალურობაზე მეტყველებდა. თავისი ცხოვრების ბოლო ხუთი წელი დინი უილიამ ბასტთან მეგობრობდა, მის პირველ ბიოგრაფთან.

მარლონ ბრანდო და გრეტა გარბო: 5 ბისექსუალური ვარსკვლავი წარსულიდან

რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბასტიც, ამტკიცებენ, რომ მას ჰქონდა რომანი პროდიუსერთან როჯერ ბრესკეტთან, რომელიც ეხმარებოდა დინს კარიერის კეთებაში. დინის მეორე მეგობარმა, სცენარისტმა ჯონ გილმორმა, რომელიც დინთან ერთად რბოლით იყო გატაცებული, აღიარა, რომ მას დინთან ჰქონდა ერთჯერადი ჰომოსექსუალური ურთიერთობა, მაგრამ ეს ურთიერთობა იყო „ექსპერიმენტული“.



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>